: +995 (574) 28-88-55
Pick up: Find a location
OTHER LOCATIONS
ვენა გახლავთ ერთერთი იმ ცხრა ავსტრიული პროვინციიდან, სადაც ყველაზე მეტი მცხოვრებია. ასევე წარმოადგენს უდიდეს ქალაქს, ეკონომიკურ, კულტურლ და პოლიტიკურ ცენტრს ავსტრიაში. ქალაქს გააჩნია კულტურულ ღონისძიებათა უდიდესი გამოცდილება – საერთაშორისო დონის მუსიკალური ფესტივალები. ვენას აქვს თავისი განუმეორებელი შარმი თავისი იმპერიული შენობებით, მყუდრო კაფე-რესტორნებით და ღვინით. გაისეირნებთ რა ქალაქში ადვილად შეიგრძნობთ მის არქიტექტურაში იმპერიულ ტრადიციებს.
საფრანგეთისა და ესპანეთის გამყოფ მთებს შორის მდებარე, მიკროსკოპული სახელმწიფოს ანდორას დედაქალაქი, სადაც რელაქსაციის ძიებაში მყოფნი უეცრად ხვდებიან ამ ქალაქის ჯადოსნურ ატმოსფეროში. ანდორა ლა ველია – ანდორის სამთავროს დედაქალაქი ძალიან მოქნილი საგადასახადო სისტემის წყალობით გვევლინება როგორც თავშესაფარი.
მრავალ წლიანი საბჭოთა აპათის შემდეგ, დღევანდელი ტურიზმზე ორიენტირებული ტირანა იღწვის უკეთესი მომავლისათვის, თავისი კულტურული ცხოვრების სწრაფი მოდერნიზაციით. აქტიურად ინერგება ტურისტების მოზიდვის ახალ ახალი გზები, როგორც ისტორიული ასევე უახლოესი წარსულით, აქვე აღსანიშნავია იონიის ზღვის ულამაზესი სანაპიროს სიახლოვე.
თქვენ თუ მოხვდებით სომხეთში გვერდს ვერ აუვლით მის საინტერესო დედაქალაქ ერევანს, ერევნის დათვალიერებისას თქვენში პატივისცემის გრძნობა აღიძვრება არა მარტო ამ ქალაქის მიმართ არამედ მთლიანად სომეხი ხალხის მიმართ. ეს მოხდა არა მარტო იმიტომ რომ გაეცანით უძველეს ისტორიას, გაიგეთ ამ მიწის სულიერი ტანჯვის შესახებ, არამედ გაეცანით ამ ტანჯული ხალხის ძალას რომელმაც გამოიწვია თქვენში ეს ხიბლი.
ქუთაისი წარმოადგენს ანტიკური პერიოდის გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქს, დღევანდელი იმერეთის რეგიონის ცენტრს და ასევე საქართველოს მასშტაბით არის მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ. ქალაქს უკავია 65 კვ.კმ ფართობი და ითვლის დაახლოებით 186 000 მოსახლეს. ქალაქი განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე, დამთვარიელებელთა თვალში ისახება ულამაზესი პეიზაჟები.
ეს ელეგანტური ქალაქი მდებარეობს უმწვანეს მთათა შორის, მან თავისი ბრწყინვალე არქიტექტურით და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბულვარით ბევრს შეიძლება გაახსენოს საუკეთესო ხმელთაშუა ზღვის კურორტები, მაგრამ ის გამორჩეულია საკუთარი, განსაკუთრებული ხიბლით. ის წარმოადგენს რა აჭარის ავტონომიური რეგიონის ცენტრს, განლაგებულს შავი ზღვის სანაპიროზე წარმოგვიდგება როგორც დიდი საქმიანი ცენტრი და სასურველი დასასვენებელი ადგილი. მისი ისტორიული ძალისხმევით და გეოგრაფიული განლაგებით ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალეროვნულია, ძირძველ ქართველებთან ერთად აქ ცხოვრობენ სხვადსხვა ეროვნების ადამიანები: სომხები, რუსები, თურქები, ბერძნები და სხვა.
თბილისი, რომელიც მდებარეობს ევროპა-აზიის გზა გასაყარზე – მიესალმება თავის სტუმრებს, როგორც კეთილი და ყურადღებიანი მასპინძელი, რაც ქმნის ქალაქის ხასიათის ორიგინალურ კომბინაციებს მის მომხიბვლელ და მიმზიდველ თვისებებთან ერთად. საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, არის რამდენიმე დონეზე განლაგებული ერთგვარი ამფითეატრი, რომელიც სამი მხრიდან დაცულია მთებით.
ბელორუსია მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს, უკრაინას, პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას. ბელორუსიის დედაქალაქი – გმირი ქალაქი მინსკია.
ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 9 463 300 ადამიანს, ტერიტორია— 207,6 000 კმ².
კლიმატი ზომიერ-კონტინენტალურია, ზამთარში ხშირია დათბობა.
ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა შეადგენა +17° С – +19° С. ნალექის მაქსიმარუ რაოდენობა ფიქსირდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ტყეებში და ნაკრძალებში თოვლის საფარი 1—1,2 მეტრს აღწევს.
მთავარი მდინარე დნეპრი ბევრ შენაკადს მოიცავს: პრიპიატი, სოჟი, დასავლეთი დვინა, ნემანი და სხვა, გახლავთ მთავარი სანავიგაციო არტერიები, რომლებიც უკავშირდება ერთმანეთს მრავალი არხის მეშვეობით: დნეპრის-ნემანის, ბერეზინსლის არხით და სხვებით. ბელორუსიაში 10 000-ზე მეტი ტბა გახლავთ, ნაროჩი ყველაზე დიდი ტბა არის, მისი ფართია 80 კმ². პოპულარულია აგრეთვე პოლესიეს, ოსვეის და სხვა ტბები.