contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ინფორმაცია ქალაქებზე: Naniko – მსოფლიოს ქალაქები

ლონგ-ბიჩი – ძალიან ცოცხალი და მზიანი პლაჟებით სავსე ქალაქი

ყოველ წლიურად აშშ-ს ურიცხვი რაოდენობის ტურისტები სტუმრობენ, ქვეყანა, რომელიც არის ფიქრისა და ოცნებების მიზეზი და წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნათელ მაგალითს, სადაც შეიძლება ნახოთ ნებისმიერი გემოვნებისათვის ბევრი მიმზიდველი რამ.

დაწვრილებით

კანზას-სიტი – ყველაფერი რაც შეიძლება ინახოს მისურის შტატის დიდ ქალაქში

ამერიკის შტატი მისურის სახელწოდება მოდის სიუს ტომის ინდიელებისაგან, რაც თარგმანში ნიშნავს კანოეს. შტატის ყველაზე მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი კანზას-სიტი 450 ათასი მცხოვრებით, რომლის მოსახლეობა კანზასის შტატში მდებარე ნაწილის ჩათვლით მილიონ ნახევრამდე აღწევს.

დაწვრილებით

საკრამენტო -კალიფორნიის ულამაზესი ქალაქი

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ აშშ-ს ულამაზესი შტატის კალიფორნიის დედაქალაქია ლოს-ანჟელესსა და სან-ფრანცისკოზე მოსახლეობით მცირე ქალაქი საკრამენტო. აქ, როგორც  კალიფორნიის დიდ ნაწილში, ლაპარაკობენ ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად. საკრამენტო დაარსა ჯონ სატერ-უმცროსმა 1848 წ-ს, ცნობილ ოქროს ციებ-ცხელების წლებში და ის წარმოადგენდა სამდინარო ტრანსპორტისა და ტრანსკონტინეტალური რკინიგზის საკვანძო პუნქტს  გზათა გადაკვეთის ადგილას.

დაწვრილებით

ფრესნო – ველური ფლორის შესანიშნავი ნაკრძალი და ქალაქი კალიფორნიის გულში არსებული პარკით

ფრესნო განლაგებულია კალიფორნიის ცენტარლურ ნაწილში, სან-ჰოაკინის ველზე, დაახლოებით 500 ათასი მცხოვრებით. როგორც წესი ის არ შეჰყავდათ ტურისტულ მარშუტებში, მაგრამ ამ ბოლო დროს მოგზაურთა ინტერესი საკმაოდ გაიზარდა, ტურისტებმა ლოს-ანჟელესსა და სან-ფრანცისკოს შორის მოინდომეს ჩვეულებრივი მარშრუტებიდან განსხვავეული მარშრუტების ნახვა. ფრესნოში ძირითადად დიდი ყურადღება ექცევა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს – მუზეუმებსა და თემატურ პარკებს.

დაწვრილებით

ტუსონი – არიზონას შტატის ყოფილი დედაქალაქი და ქალაქი სადაც არის ეკონომიკის ბუმი

ქალაქი ტუსონი განლაგებულია არიზონას შტატის სამხრეთში, მექსიკის საზღვრიდან 100 კმ-ში, 500 ათასზე მეტი მცხოვრებით. ქალაქის სახელწოდება მოდის ესპანურიდან და ნიშნავს „შავი ფერის დაფუძნებას“, რაც არის მკვეთრი მინიშნება აქ ვულკანური მთების არსებობის შესახებ.

დაწვრილებით

ალბუკერკე – ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქი, რომელსაც კვეთს მდინარე რიო-გრანდე

ალბუკერკე არის ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ნიუ-ქსიკოს შტატში. ქლაქს კვეთს მდინარე რიო-გრანდე. ალბუკერკე წარმოადგენს უდიდესს მეგაპოლისს დაახლოებით 750 ათასი მცხოვრებით, რაც  შტატის მთელი მოსახლოების დაახლოებით ნახევარია.

დაწვრილებით

მილუოკი – სახელოვანი Harley-Davidson-ის და Happy Days ქალაქი

ლამაზი ქალაქი მილუოკი 575 ათასი მოსახლით, განლაგებულია ვისკოზინის შტატის სამხრეთ აღმოსავლეთით და წარმოადგენს მის დედაქალაქს. ის აგრეთვე არის ოლქის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, სადაც იმართება მრავალ რიცხოვანი ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებიც მთელი ქვეყნიდან იზიდავენ ათასობით ტურისტს. მილუოკი ცნობილია როგორც ფესტივალების ქალაქი.

დაწვრილებით

ლუისვილი – სახელოვანი კენტუკი დერბის ქალაქი

ლუისვილი ველური დასავლეთის ათვისების პერიოდში იყო სამდინარო ტრანსპორტის ცენტრი და დღევანდელ დღეს წარმოადგენს კენტუკის შტატის უმსხვილესს ქალაქს 550 ათასი მცხოვრებით, ასევე ის არის ჯეფერსონის ოლქის ცენტრი. ის განლაგებულია შტატების კენტუკის და ინდიანას საზღვარზე, მდინარე ოჰაიოს და ჩანჩქერ იგუასუს ახლოს.

დაწვრილებით

ოკლაჰომა-სიტი – ერთერთი ფურცელი ამერიკის ისტორიიდან

ოკლაჰომას შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ოკლაჰომა-სიტი თავისი 540 ათასი მცხოვრებით და ასევე დედაქალაქის მთლიანი ოლქის, ოკლაჰომა-სიტი-შონის ჩათვლით აღწევს 1,3 მილიონ ადამიანს. ქალაქი მდებარეობს შტატ ოკლაჰომას გულში, დიდი ვაკის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან კოსმოსურ და ნავთობქიმიურ მრეწველობის ინდუსტრიულ ცენტრს.

დაწვრილებით

პორტლენდი – ორეგონის შტატის ჰიპების ქალაქი

ეს ორეგონის შტატში მდებარე ამერიკული ქალაქი თანდათან გადაიქცა ველოსიპედის მოყვარულთა,  ჯანსაღი და ორგანული კვების პროდუქტების მიმდევრათა და ნატურალური ლუდის მოყვარულთა საყვარელ ადგილად. პორტლენდი მოსახლეობით აჭარბებს ორ მილიონ ადამიანს, განლაგებულია შტატის ჩრდილოეთით, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ Willamette Valley რეგიონში. ქალაქი გაყოფილია ორ ნაწილად მდინარე Willamette-თი, რომელიც უერთდება მდინარე კოლუმბიას. ქალაქ პორტლენდის მნახველები, ვინც რამდენიმე დღით მაინც ეწვევა ქალაქს, იხილავს მრავალ ღირსშესანიშნაობას და საინტერესო ადგილებს.

დაწვრილებით