contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება პარიზში

პარიზი – საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქია. ის გაშენებულია მდინარე სენას სანაპიროზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში, კელტების ტომების მიერ.
დღეისათვის პარიზი გლობალურ ქალაქს და უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. აქ მდებარეობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების სათაო ოფისები, მა შორის არის იუნესკო. ასევე აქ თავმოყრილია პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები. ყველაზე ცნობილი და უძველესია მათ შორის – სობრონის უნივერსიტეტი. ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა – საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსა კარლოს 5 1368 წელს.
დღეს პარიზი ყველაზე საყვარელი ქალაქია ტურისტებისათვის. განთქმულია თავისი ღირსშესანიშნავი ადგილებით. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია:
ეიფელის კოშკი – საფრანგეთის სიმბოლო. მისი კონსტრუქცია მოხდა 1889 წელს.
ლუვრი – უდიდესი მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მეფის ყოფილ სასახლეში. აქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები.
ელისეის მინდვრები – ქალაქის მთავარი ქუჩა, რომლის სიგრძე 1915 მეტრია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – გოტიკური ნაგებობა, რომელიც შენდებოდა 12-13 საუკუნეებში. ის არის პარიზელების მთავარი კათოლიკური ტაძარი.
ტრიუმფალური თაღი – მდებარეობს შარლ დე გოლის მოედანზე, რომელიც აშენებულია ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით, გამარჯვების აღსანიშნავად.
პარიზი – ეს არის სიყვარულისა და რომანტიკის, პარფიუმისა და მოდის ქალაქი. ამ ქალაქში სტუმრობისას თქვენ აუცილებლად უნდა: დააგემოვნოთ ფრანგული სამზარეულოს კერძები და ღვინო, კრუასანი და ყავა; მოაწყოთ შოპინგი ცნობილი ბრენდების მაღაზიებში; ეწვიოთ ლუვრის მუზეუმს და გარნის ცნობილ ოპერის თეატრს.
კომპანია ნანიკო გთავაზობთ სერვისს – მანქანის დაქირავება საფრანგეთში. მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს ნებისმიერი მანქანა, დაწყებული ეკონომ კლასიდან, დამთავრებული ელიტარული მანქანებით.
ნანიკო – ეს არის კომფორტული და მოხერხებული გადაადგილება ქალაქ პარიზში და მის შემოგარენში.