contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება Naniko-საგან – ყველაზე მისაღებ ფასად პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში!

თუ თქვენ, ჩაფრინდებით პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მანქანის დაჯავშნის თანამედროვე სერვისი Naniko.com-ზე და ჩაფრენის შემდეგ ისიამოვნოთ თქვენი დაქირავებული მანქანით.

შეგვატყობინეთ თქვენი ფრენის დეტალები და  დაივიწყეთ ყველა სტრესი – ჩვენი წარმომადგენელი Naniko-ს ავტომანქანასთან ერთად შარლ დე გოლის აეროპორტში დაელოდება თქვენს ჩაფრენას!

Naniko გთავაზობთ ყველაზე იაფ ტარიფებს, ფართო არჩევანს და საუკეთესო სერვისს.

დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა ოცნებების ქალაქში Naniko-ს კომფორტული მანქანით პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდანვე!

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ როისის აეროპორტის სახელითაც არის ცნობილი, პარიზიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ის პირველი ფრანგული აეროპორტია, რომელიც ნახევრად როისის ტერიტორიაზე მდებარეობს და გენერალ შარლ დე გოლის საპატივცემულოდ მის სახელს ატარებს.

პარიზის დანარჩენ ორ აეროპორტთან ერთად ის იმართება  პარიზის აეროპორტების საზოგადოების მიერ.

1964 წელს გადაწყდა „პარიზ ნორდის“ აეროპორტის გახსნა, რომელიც განთავსდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ პარიზში, დაახლოებით 20 კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია ბევრი უპირატესობით გამოირჩევა. ახალი შენობის აქ განსათავსებლად მოხდა არსებული ძველი შენობების დემონტაჟი და ზონის გაფართოვება. 1974 წელს, ათწლიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგად შენობა დასრულდა.

2011 წელს შარლ დე გოლის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობამ 60 მილიონს მიაღწია, რითაც მან ლონდონის ჰითროუს აეროპორტის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა მგზავრთა რაოდენობის თვალსაზრისით. იგი ასაქმებს დაახლოებით 85 000 თანამშრომელს.

აეროპორტს აქვს 3 ტერმინალი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება უფასო ავტობუსების ტრანსფერით. ის ტრანსპორტით კარგად არის დაკავშირებული როგორც პარიზთან, ისე საფრანგეთის სხვა ქალაქებთან. ყოველ 15 წუთში პარიზის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით ხორციელდება ავტობუსის ტრანსფერი.

ბარები და რესტორნები აქ საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული: მათი უმრავლესობა განთავსებულია მეორე ტერმინალზე, მაშინ როცა მესამე ტერმინალზე მხოლოდ ორი ბარი და სწრაფი კვების რესტორანია.

აქ იპოვით მაღაზიების დიდ არჩევანს, რომლებიც ფრენამდე დროის სასიამოვნოდ გაყვანის შესაძლებლობას გთავაზობთ. აქვეა 8 საკონფერენციო, თითოეულ ტერმინალზე განთავსებულია პრველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, ასევე ბანკები, ბანკომატები და ვალუტის გაცვლის პუნქტები.

 

 


FIND ALL NANIKO LOCATIONS »