contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


დაიქირავეთ მანქანა ლუბლიანას აეროპორტში. მანქანის დაქირავების პირობების განსაკუთრებული შეთავაზება კომპანია Naniko-სგან

სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა მდიდარი ისტორიული წარსულით, უნიკალური ტრადიციებითა და კულტურითაა გამორჩეული. მე-12 საუკუნეში დაარსებული ქალაქი მდინარე ლუბლიანას ნაპირებზეა გაშენებული, მის სტრუქტურაში გამოკვეთილია ვენეციური, გერმანული და სლავური არქიტექტურის გავლენა. ძველი ქალაქის თვალწარმტაც უბნებში ჰარმონიულადაა შერწყმული ბაროკოსა და არტ-ნუვოს მიმდინარეობის შენობები და ძეგლები.

ცნობილია, რომ აეროპორტის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და მისი განლაგება ქალაქის ცენტის მიმართ მნიშვნელოვანი პირობაა. ლუბლიანას ნამდვილად აქვს ამ მხრივ უპირატესობა და სლოვენიაში სტუმრად ჩამოსული მოგზაურისთვის ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება იოლია. მით უფრო, თუ თქვენ ისარგებლებთ კომპანია Naniko-ს მანქანის დაქირავების მომსახურეობით ლუბლიანას აეროპორტში. შეგიძლიათ წარმართოთ გზა დედაქალაქის ცენტრში მდებარე ღირსშესანიშნაობებისა ან სულაც, ქალაქგარეთ მდებარე კურორტებისკენ.

განსაკუთრებული პირობები და მომსახურეობის მაღალი დონე კომპანია Naniko-სგან სპეციალურად თქვენთვის – მანქანის დაქირავების მომსახურეობა ლუბლიანას საერთაშორისო აეროპორტში

დაქირავებული მანქანის აყვანისა და დაბრუნების განსაზღვრა შესაძლებელია მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას- აეროპორტში, მატარებლის სადგურზე ან თქვენს საცხოვრებელ სახლთან.

ჯავშნის დადასტურება გამოიგზავნება თქვენთან შეკვეთიდან უახლოესი საათების განმავლობაში, ხოლო თუ გსურთ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შეკვეთების ცენტრს და მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

ჩვენი კომპანია პერიოდულად გთავაზობთ განახლებულ პირობებსა და ფასდაკლებებს, ამიტომ გირჩევთ, თვალყური ადევნოთ ვებ-გვერდს და მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია.

მომსახურეობის საფასურის გადახდა შეგიძლიათ აყვანისას, ან წინასწარ ჩვენს ოფისში, ადგილობრივი სავალუტო კურსის შესაბამისი ღირებულებით.

დამატებითი დამხმარე აღჭურვილობა, რომელიც შეგიძლიათ ასევე დაიქირავოთ ჩვენი კომპანიისგან, მოიცავს ბავშვის სავარძელს, საბარგულ კალათს, ნავიგატორს მუდმივად განახლებადი რუკებით, თხილამურების დასადგამსა სხვა მრავალს.

ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ დამატებითი მძღოლის გაფორმებასა და მისი მონაცემების შეტანას დაქირავების ხელშეკრულებაში, რაც მას უფლებას მიანიჭებს მართოს ავტომობილი, როგორც თავად დამქირავებელ პირს.

თავდაპირველად შეთავაზებული ფასი, რომელიც მოიცავს მანქანის სრულ დაზღვევასა და გადასახადებს, არ ექვემდებარება ცვლილებებს. თქვენ გაქვთ საშუალება ისარგებლოთ შეუზღუდავი გარბენითა და საგზაო შემთხვევებისას 24 საათიანი დახმარებით.

ჩვენი ავტომობილით შეგიძლიათ შეუფერხებლად იმოძრაოთ სლოვენიის გზებზე და ასევე, გადაკვეთოთ სახელმწიფოს საზღვარი, თუმცა აღნიშნული მიმართულება აუცილებლად უნდა შეთანხმდეს წინასწარ, რათა კომპანიამ გაგიფორმოთ მინდობილობა.

გადააქციეთ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად და ისარგებლეთ კომპანია Naniko-სგან შემოთავაზებული მანქანის დაქირავების მომსახურეობით ლუბლიანას აეროპორტში

ხოსე პუჩნიკას სახელობის ლუბლიანას საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქის ცენტრიდან 26 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. მგზავრთა გადაადგილებას ყოველ საათში ავტობუსების ხაზი ემსახურება. ორი წლის წინანდელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ავტობუსების ხაზი 1.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რის გამოც მიიღო ავტობუსის მომსახურეობის დონით მოწინავის წოდება სლოვენიის აეროპორტებს შორის. გამგზავრების მიმართულებები მოიცავს ევროპის 20-ზე მეტ ქალაქს ევროპის მასშტაბით. ტერმინალში განთავსებულია ყველა საჭირო მომსახურეობა, ხოლო ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს ღია ვერანდა.