contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მანქანების გაქირავება ფინეთში

მოგზაურობის მოყვარულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იმოგზაუროს საოცრად ლამაზ და საინტერესო ქვეყანაში – ფინეთში, რომელიც მდებარეობს ჩრდილო ევროპაში. 2012 წელს მან დაიკავა პირველი ადგილი სიაში: „მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანები“.


Finland tourism destinations

ფინეთის ტერიტორიის ყველაზე დიდი ნაწილი დაკავებული აქვს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტყეებს, ტბებს, მდინარეებს. ტბების და კუნძულების რაოდენობის მხრივ ქვეყანა იკავებს პირველ ადგილს. მისი ტერიტორია სულ მოიცავს 179500 კუნძულს და 187888 ტბას.
შესანიშნავმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია: თევზაობა, ჯომარდობა, ლაშქრობა, ველო ტურები, ზაფხულში ზღვის და ზამთარში სამთო- სათხილამურო კურორტები.
ქვეყნის ყველაზე განთქმული ადგილებია:
ფინეთის დედაქალაქი – ჰელსინკი. უდიდესი ქალაქი, უგრძესი მაგისტრალებით, ცათამბჯენებით, სავაჭრო ცენტრებით, საინტერესო არქიტექტურით და კულტურული ძეგლებით.
ლაპლანდია – სადაც არის ბევრი ნაციონალური პარკი, ნაკრძალი, ამ ადგილების დასათვალიერებლად უამრავი ადამიანი ჩამოდის. გარდა ამისა, ლაპლანდია სწორედ ის ადგილია, საიდანაც შესაძლებელია ჩრდილოეთის ნათების დანახვა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ზღაპრული ადგილი სანტა კლაუსის სამშობლოა. თითქმის ყოველი ბავშვი ოცნებობს ლაპლანდიაში მოგზაურობაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მოთხილამურეთათვის. ყველაზე განთქმული კურორტია ლევი.
ქალაქი კუოპიო, რომელიც დაარსდა 1652 წელს, როგორც სავაჭრო ცენტრი. დღეისათვის ზამთრის მოყვარულთათვის ის უსაყვარლესი ადგილია. აქ საუკეთესო პირობებია შექმნილი დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ფეშენებელური სასტუმროები, კლუბები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, მიმზიდველი ბუტიკები.
ქვეყნის ყველაზე ძველი დასახლება კი ეს არის ქალაქი ტურკუ, მიეკუთვნება მე-13 საუკუნეს.
ფინეთი მსოფლიოშია ცნობილი თავისი საუნებით. ორ მილიონზე მეტი საუნაა მთელს ქვეყანაში.
იმისათვის, რომ იყოთ უფრო მობილური, იმისათვის რომ შეიგრძნოთ ნამდვილი კომფორტი და საიმედოობა, მანქანების გაქირავების კომპანია „ნანიკო“ გთავაზობთ საუკეთესო მანქანის დაქირავებას მთელი ფინეთის ტერიტორიაზე.
მანქანების დაქირავება ფინეთში დღეისათვის ძალიან პოპულარულია.
მანქანის დაქირავების ფასში შევა ულიმიტო კილომეტრაჟი, რაც არ შეზღუდავს თქვენს სურვილებს.
თუ თქვენ აიყვანთ მანქანას ჩვენი კომპანიისაგან, თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა. იხდით მხოლოდ მანქანის დაქირავების საფასურს, ყველაფერს დანარჩენს კი ჩვენ გავაკეთებთ.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »