contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მანქანების გაქირავება საქართველოში

მოგესალმებით ჩვენი ვებ-გვერდის naniko.com-ის ძვირფასო მომხმარებლებო.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ, ეწვიოთ კავკასიის ცენტრში მდებარე ქვეყანას, საქართველოს, თქვენ დაგჭირდებათ ავტომობილი, რათა იხილოთ საქართველოს კულტურის ცენტრები, გაეცნოთ ძველი ქალაქების ისტორიულ კუთხეებს. თქვენ გელოდებათ საინტერესო მოგზაურობა.
ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ჩვენ გვიჭირავს წამყვანი ადგილი სხვა მსგავს კომპანიებს შორის.
კომპანია Naniko rent a car გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს: ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის საჭირო მანქანის არჩევაში, შემოგთავაზებთ კვალიფიციურ მძღოლს, საინტერესო მარშრუტებს და გიდს, რომ თქვენი მოგზაურობა გახდეს კიდევ უფრო საინტერესო.
საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, ქართველი ხალხი კი ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. თუ თქვენ თუნდაც ერთხელ ყოფილხართ ჩვენს შესანიშნავ მხარეში, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს მოგზაურობა თკვენ სამუდამოთ დაგამახსოვრდათ, ვინაიდან საქართველოში სტუმრებს ხვდებიან სუფთა გულით და აცილებენ, როგორც საუკეთესო მეგობრებს იმ იმედით, რომ კიდევ ექნებათ მომავალში მათი ნახვის შესაძლებლობა.
მოგზაურობისას თქვენ მოიხიბლებით განუმეორებელი ბუნების სილამაზით და შესაძლებელია გზად გაგიჩნდეთ სურვილი, გაჩერდეთ და დატკბეთ ბუნების თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

მანქანების გაქირავება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში

იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო ჩვენი მომსახურების მიღება, გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში
ქალაქი ქუთაისი- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი საქართველოში. უძველეს დროში ქალაქი იყო ქართველი მეფეების რეზიდენცია. სულ ახლახანს ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი, აგრეთვე გაიხსნა ახალი აეროპორტი, რომელიც თავის მხრივ მიიღებს თვითმფრინავებს მთელი მსოფლიოდან.
კომპანიამ Naniko rent a car გახსნა ფილიალი ქუთაისში 2012 წლის 1 ოქტომბერს.

ბათუმი – საქართველოს მარგალიტი

ბათუმი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მთავარ ტურისტულ ცენტრად.
ბათუმში შეგიძლიათ სულ ცოტა ხნით დაივიწყოთ თანამედროვე ცხოვრების პრობლემები და დატკბეთ შავი ზღვით.
ამ ქალაქში ყველაზე ლამაზია დაისი.
არ გჯერათ?
დაჯავშნეთ მანქანა კომპანიაში Naniko rent a car და ნახეთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში .
თუ თქვენ გეგმავთ რომანტიკულ მოგზაურობას მეორე ნახევართან ერთად, სულმოუთმენლად ელოდებით საუკეთესო განცდებს, მაშინ საქართველოს მარგალიტის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა. თუ თქვენ არ გყავთ გელისსწორი, მას თქვენ იპოვით ამ მშვენიერ ქალაქში.
ქალაქი, სადაც ყველა ერთმანეთს ჩუქნის ღიმილს და სადაც მზეს აცილებენ შამპანურით.
შეიგრძენით სიამოვნება საქართველოში ყოფნით. დაგვირეკეთ და დაჯავშნეთ მანქანა საქართველოში.
გვესტუმრეთ და მუდამ გვიგულეთ თქვენს სამსახურში! კომპანია Naniko rent a car.

ნანიკოს ყველა მარშრუტი > საქართველო

ასევე წაიკითხეთ: