contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ათენი – ძველი ცივილიზაციების აკვანი!

ძნელია იპოვო უკეთესი ადგილი საბერძნეთის შესასწავლად ვიდრე ათენია, რომელიც თავისი დინამიურობით და უძველესი ძეგლებით იზიდავს წელიწადში მილიონობით ტურისტს. ათენი – ის არის ადგილი  რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას თუ როგორ წარმოიშვა ძველი დასავლური ცივილიზაცია. ათენი არის იმ კლასიკური პერიოდის  ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ქალაქი საბერძნეთში, პირველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, რომელმაც შეიმუშავა დემოკრატიის კონცეფცია, რათა ათენის მოსახლეობას მიეღო აქტიური მონაწილეობა სახელწიფო მართვაში.

პირველი რასაც ათენში მოსული სტუმარი ცდილობს – არის აკროპოლისის ნახვა, რომელიც აღმართულია ქალაქის თავზე, ზღვის დონიდან 156 მ სიმაღლეზე. მისი სახელწოდება – აკრო პოლი – იშიფრება როგორც მაღლობზე მდგარი ქალაქი. ოდეზღაც ის იყო საბერძნეთის დედაქალაქის რელიგიური ცენტრი და შესაბამისად აქ შემონახულია ეკლსიების უმრავლესობა, რომელთა შორის ყველაზე სახელოვანია პართენონი. სახელოვანი პართენონი აღმართულია აკროპოლისის ცენტრში  და ეძღვნება დორიული კოლონადათი გარშემორტყმულ  ქალღმერთ ათენას.

აქ აკროპოლისის ირგვლივ არმოაჩინეს ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წ პრეისტორიული ნასახლარები. ლეგენდის თანახმად ქალაქი ადგილობრივი ტომების გაერთიანებით წარმოიქმნა და აქვე მეფობდა ჩვ.წ.არ-მდე 1230 წ საბერძნეთის პირველი ლეგენდარული მეფე თეზევსი.
ათენის ისტორიის გაცნობა გვამცნობს ძალიან ბევრ საჭირო ინფორმაციას, ვაკვირდებით რა ამ უძველეს ქალაქს ჩვენ თვალწინ იშლება კაცობრიობის უდიდესი მემკვიდრეობა, როგორც  ღმერთებისა და კაცობრიობის უდიდესი ფილოსოფოსების მშობელი მიწა.

ათენი არის ძალიან დიდიქალაქი, მხოლოდ მის ცენტრში, გარეუბნების გარეშე ცხოვრობს 3,5 მილიონი ადამიანი. ის გარშემორტყმულია სამი მთით – Ymettos, Парнита и Pendeli, ხოლო ქალაქის ცენტრი განლაგებულია ათეულობით გორაკზე, აკროპოლისის გარდა აღმართულია არეოპაგუსი და  Parnitha, შემდეგ გრძელდება ძველი პირეის სანაპიროსაკენ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ყველაზე დიდი და ხალხმრავალი პორტია.

რა თქმა უნდა ამ ქალაქში ყველა კუთხე სუნთქავს არა მარტო ისტორიით, არამედ ათენი ასევე გთავაზობთ თანამედროვე გასართობთა სპექტრს: მღელვარე დედაქალაქური ცხოვრება, უამრავი ღამის კლუბი – სადაც შეიძლება მუსმინოთ ყველა სახის მუსიკას, დაწყებული ტრადიციულიდან დამთავრებული თანამედროვე ახალი მიმდინარეობებით.

შეიგრძენით სიძველისა და სიახლეთა   სულისკვეთება თანამედროვე ათენში მოგზურობისას.

უამრავიისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ბევრი ტურისტი ხელიდან არ უშვებს შანსს ეწვიოს პლაკას რაიონს, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ საინტერესო ნივთები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მსოფლიო დედაქალაქებთან შედარებით, ათენი საკმაოდ იაფ ფასებს გვთავაზობს.

კიდევ ერთი ანტიკური ძეგლებით მდიდარი ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეს არის – ძველი აგორა ანუ ბაზარი, საიდანაც არც ისე შორს არის ჰეფესტუსის და ატალას ტაძრები.

აგორადან სულ რამდენიმე მეტრშია რომაული ფორუმი, სადაც ასევე არის 12 მ სიმაღლისა და 8 მ სიგანის მარმარილოს ქართა სასახლე.