contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბათუმი – საქართველოს ულამაზესი და ეგზოტიკური ადგილი

ეს ელეგანტური ქალაქი მდებარეობს უმწვანეს მთათა შორის, მან თავისი ბრწყინვალე არქიტექტურით და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე  ბულვარით  ბევრს შეიძლება გაახსენოს საუკეთესო ხმელთაშუა ზღვის კურორტები, მაგრამ ის  გამორჩეულია საკუთარი,  განსაკუთრებული ხიბლით.  ის წარმოადგენს რა აჭარის ავტონომიური რეგიონის ცენტრს, განლაგებულს შავი ზღვის სანაპიროზე წარმოგვიდგება როგორც დიდი საქმიანი ცენტრი და სასურველი დასასვენებელი ადგილი. მისი ისტორიული ძალისხმევით და გეოგრაფიული განლაგებით ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალეროვნულია, ძირძველ ქართველებთან ერთად აქ ცხოვრობენ სხვადსხვა ეროვნების ადამიანები: სომხები, რუსები, თურქები, ბერძნები და სხვა.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში გასეირნებით თქვენ შეიგრძნობთ ერთმანეთში გადახლართულ ყავისა და ციტრუსის არომატს, ხოლო იქვე უფრო ახალ თანამედროვე კვარტლებში – შეიძლება დატკბეთ მოდერნისტული არქიტექტურით  და სხვადასხვა გასართობებით.

ბათუმი ხშირად ხდება როგორც ახლო ასევე შორეული საზღვარგარეთდან ჩამოსული ტურისტების სამიზნედ, რომლებიც ყოველ წლიურად ირჩევენ მის მზიან და შესანიშნავ პლაჟებს დასასვენებლად, მხიარულ და სასიამოვმოდ დროის გასატარებლად.

იმოგზაურეთ  ბათუმში და ძალიან საინტერესო,  ექსტრაორდინალური ადგილებით ისიამოვნეთ უსაზღვროდ

ბათუმი აღიარებულია  საზღვაო ტურიზმისათვის  იდეალურ ადგილად და არა მარტო საზღვაო ტურიზმისათვის. მისი მრავალ წახნაგოვანი ისტორია ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ტენდენციებს, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპული სტილის ქალაქის ცენტრს ან უძველეს პირველი საუკუნის ციხე სიმაგრეს, გაატაროთ სასიამოვნო დღე ბოტანიკურ ბაღში ან ქალაქის ძალიან ცნობილ პარკში – ბულვარში. ბოტანიკური ბაღი – ეს არის უამრავი სხვადასხვა უიშვიათესი ჯიშის მცენარეები – სადაც 5000-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარეებია, რომლებიც იმპორტირებულია თითქმის მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სადაც კიპარისების, მაგნოლიების, ოლიანდრების სუნით გაჟღენთილი ჰაერი არომატიზირებულია  ლიმონის და ფორთოხლის  სასიამოვნო სუნით.

ამ ყველაფრის გვირგვინი არის ქართული სტუმართ მოყვარეობა, შეუდარებელი ქართული ღვინო, კერძები და უსაზღვრო ქართული ტრადიციები.

ბათუმის არქიტექტურა  ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ ჭარბობს თეთრი ფერი, რისი კონტრასტული შეხამებაც სუბტროპიკულ გარემოსთან ქმნის ტურისტების  მოსაზიდ მაგნიტურ ველს, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე უცხოეთის ქვეყნებშიც.

როგრც ზემოთ ავღნიშნეთ გონიოს ციხე მიეკუთნება პირველ საუკუნეს და წარმოადგენდა რომისა და ბიზანტიის იმპერიების  სამფლობელოთა ერთერთ ძირითად ფორპოსტს. მტკიცდება მისი მჭიდრო კონტაქტი არგონავტებთან  და ოქროს საწმისთან. ასევე არსებობს მტკიცებულება  თუ  -როგორ მოიხიბლა ამ რეგიონის ნახვით გერმანელი არქეოლოგი შლიმანი.