contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბელორუსის შესახებ: ათასი ტბის ქვეყანა

ბელორუსია მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს, უკრაინას, პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას. ბელორუსიის დედაქალაქი – გმირი ქალაქი მინსკია.

ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 9 463 300 ადამიანს, ტერიტორია— 207,6 000 კმ².

კლიმატი ზომიერ-კონტინენტალურია, ზამთარში ხშირია დათბობა.

ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა შეადგენა +17° С – +19° С. ნალექის მაქსიმარუ რაოდენობა ფიქსირდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ტყეებში და ნაკრძალებში თოვლის საფარი 1—1,2 მეტრს აღწევს.

მთავარი მდინარე დნეპრი ბევრ შენაკადს მოიცავს: პრიპიატი, სოჟი, დასავლეთი დვინა, ნემანი და სხვა, გახლავთ მთავარი სანავიგაციო არტერიები, რომლებიც უკავშირდება ერთმანეთს მრავალი არხის მეშვეობით: დნეპრის-ნემანის, ბერეზინსლის არხით და სხვებით. ბელორუსიაში 10 000-ზე მეტი ტბა გახლავთ, ნაროჩი ყველაზე დიდი ტბა არის, მისი ფართია 80 კმ². პოპულარულია აგრეთვე პოლესიეს, ოსვეის და სხვა ტბები.

ბელორუსიის მსხვილი ქალაქებია — გომელი, ბრესტი, ვიტებსკი, მოგილიოვი და ა.შ. ცნობილი სათხილამურო კურორტებია — მოზირი, ლოგოისკი და სილიჩი. ქვეყანა ცნობილია თავისი ფარგლებს გარეთ პირველ რიგში ნაციონალური პარკების, მაგალითად ბელოვეჟსკის პუშის და ძველებური ციხე-სიმაგრეების წყალობით. ბელორუსიის მდიდარ და გამორჩეულ მემკვიდრეობას პირველ რიგში წარმოადგენენ რელიქტური ტყეები, ეპიკური მელოდიური სიმღერები, ისტორიული ძეგლები და რა ტქმა უნდა, ხელგაშლილი და თბილი ხალხი.

900 წლის წინ მოხდა მდინარეების სვისლოჩის და ნემიჰას ბუნებრივი შერწყმა, რის შედეგად წარმოიშვა კუნძული. მოგვიანებით აქ დაარსდა ქალაქი მინსკი. ქალაქის ისტორია უამრავ დარბევაზე და ომებზე მოგვითხრობს, მაგრამ, საბედნიეროდ, დღემდე შემორჩენილია „ზედა ქალაქი“, ტროიცკის და რაკოვის მეურნეობა/საკარმიდამო, ზამჩიშე, რომლებიც ძველებურ ატმოსფეროს გადმოგვცემენ.

თავისუფკების მოედანზე მდებარეობს იეზუიტების კოლეგიუმი, ოდნავ მოშორებით ულამაზესი მარია მაგდალინას ტაძარი და კალვარიის ეკლესია.ისტორიული ღირებულებების რიცხვს განეკუთვნება ა. ნეველის მემორიალური ეკლესია, წმინდა სამების კათოლიკური ტაძარი, სადაც ინახება უძველესი ხატები და სასწაულმოქმედი წმინდა როჰის ქანდაკება («წითელი ტაძარი»).

დედაქალაქის მიდამოებში მდებარეობს ეტნოგრაფიული კომპლექსი «დუდუთკები».

ქვეყანა ამაყობს თავისი გამოჩენილი მემამულეებით, რომლების სახელები მთელ მსოფლიოშია ცნობილი: მეცნიერების დარგში- სოფია კოვალევსკაია, ალექსანდრე ჩიჟევსკი-ჰელეო-ბიოლოგიის დამფუძნებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ჟორეს ალფეროვი. ხელოვნებაში დავიწყოთ ავანგარდის მიმართულების მხატვრით მარკ შაგალით და კინემატოგრაფისტით ლუი ბარტ მაიერით, “მეტრო-გოლდვინ მაიერის” ჰოლივუდის კინოსტუდიის დამაარსებლით, კომპოსიტორები მ. ოგინსკი, მ. გლინგა, ნ. რიმსლი-კორსაკოვი, დ. შოსტაკოვიჩი და თავისთავად ი. სტრავინსკი. აგრეთვე ისტორიული პიროვნებები: 15-ე საუკუნის ცნობილი გამანათლებელი ფრანცისკ სკორინა, დრამატურგი, ღვთისმეტყველი და პოეტი სიმეონ პოლოცკი, რომელიც მონაწილეობდა მეფის წულების აღზრდა-განათლებაში, მათ რიცხვში პეტრე I-ის აღზრდაში. აღსანიშნავია? რომ მ. დოსტოევსკის წინაპრებიც ბელორუსიიდან მოდიან, სოფელ დოსტოევოდან. ამ სიის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ!

ბელორუსიის წმინდა ადგილად მიიჩნევა სოფელი ხატინი, რომელიც მეორე სამამულო ომის დროს გადაბუგეს ნაცისტებმა. ამ ადგილას აშენებულ მემორიალს ეწოდება «დაუმონებელი ადამიანი» და ლეგენდარული «ხსოვნის კედელი» მუდმივი ცეცხლით.

ქალაქი ბრესტი გმირობის და სამამულო ომის დრამატული მოვლენების სიმბოლოა. ცნობილი ბრესტის ციხე-სიმაგრე, ახლოს მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესია და არქეოლოგიის მუზეუმი უამრავ ტურისტს იზიდავენ.

ჩერნავჩიცაში მდებარე სამების კათოლიკური ტაძარი ქვის ხუროთმოძრვრების უძველესი ძეგლია. ქვეყნის გმირული წარსული გრაფ პუსლოვის სასახლის ნანგრევებშია არეკლული კოსოვოში.

ბიტებსკი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, მდებარეობს დასავლეთ დვინას მარცხენა სანაპიროზე. ცნობილი ხარების ეკლესიის დამაარსებელია პრინცესა ოლღა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის საფარველის კათედრალური ტაძარი, მიძინების ტაძარი, წმინდა ბარბარეს კათოლიკური ეკლესია, გუბერნატორის სასახლე და სხვა აღმართულია ჯერ კიდევ 18-19 სს. ქალაქის ძველებური დარბაზის შენობაში გახსნილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ვიტებსკი ცნობილი მხატვრის მარკ შაგალის დედაქალაქია, სადაც მისი სახელობის მუზეუმია. ი. რეპინის სახლ-მუზეუმი ქალაქგარეთ მდებარეობს. ვიტებსკში ყოველწლიურად ტარდება ზაფხულის ხელოვნების ფესტივალი «სლავური ბაზარი».

პატარა ქალაქი პოლოცკი პირველ რიგში ცნობილია 11 საუკუნის სოფიის ტაძრის წყალობით, სადაც მოისმენთ ორღანის მუსიკას და დაათვალიერებთ არქიტექტურის მუზეუმს.

წმინდა ეფროსინე პოლოცკის წმინდა ნაწილები ინახება ქალთა მონასტერში.

გომელი ცნობილია თავისი სასახლე-საბაღე 19 საუკუნის არქიტექტურით : რუმიანცევების-პასკევიჩების სასახლე, პეტრე-პავლეს ტაძარი და სხვა საინტერესო ობიექტები გელით.

ულამაზესი ნესვიჟის სასახლე და მონასტერი, სასახლეს კოშკი და ა.შ.

პრინც გედემინის ლიდსკის სიხე-სიმაგრეში ყოველწლიურად ტარდება რაინდების ტურნირი, რომელშიც თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.

გროდნოს ძველი და ახალი სასახლე, ავგუსტის სასახლე, ბორისოგლებსკის ეკლესია ყველაზე აღსანიშნავია გროდნოში. ძველი სასახლე 12-ე საუკუნით თარიღდება და მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. ახალი სასახლე 18-ე საუკუნეშია აგებული და მეფის რეზიდენცია გახლდათ. წმ. ფრანცისკ ქსავერის ეკლესიაში ინახება 18-ე საუკუნის უივიათი ფრესკები.

ულამაზესი არხები, გემით გასეირნება-ტურისტების და რომანტიკული წყვილების საყვარელი მარშრუტი გახლავთ.

ნაროჩის კურორტული ზონა გთვაზობთ სხვადასხვა ტიპის გართობას: ცხენით გასეირნებას, ნადირობას და თევზაობას ან ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალერებას: ძველი ნაქალაქარი, პირველყოფილი ადამიანების სადგომი ან ქრისტიანული ძეგლი -წმ. ღვთისმშობლის კათოლიკური ტაძარი. ბელორუსიის სამზარეულო წარმოდგენილია კარტოფილის, ხორცის და სოკოს კერძებით. ნაციონალური კერძებია „მოჩანკა“ და „ვერაშჩაკი“, აგრეთვე ცივი სუპები . უნიკალური ალკოჰოლური ცხელი სასმელი „კრამბამბულია“ მზადდება თაფლით, არყით და სპეციებით –

კონკურენციას გაუწევს ბევრ ევროპულ ბალზამებს! თუ კი როდესმე დააგემოვნეთ ბელორუსული სოკოს სუპი, აუცილებლად მისი თაყვანისმცემელი გახდებოდით!

10 ათასი ტბის ქვეყანა გელით, რათა გაგაცნოთ თავისი ისტორია, ფარდა ახადოს საუკუნოვან საიდუმლოებებს და უბრალოდ გაგაოცოთ ბელოვეჟსკის პუშას და სხვა ნაკრძალების უნიკალური ბუნებით!