contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




კოპენჰანგენი – მიმზიდველი და მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი.

ფაქტიურად აღიარებულია რომ ეფექტური და კომფორტაბელური ინფრა სტრუქტურის მქონე და შესანიშნავი ღირსშესანიშნაობათა მქონე უდიდესი სკანდინავიური ქალაქი კოპენჰანგენი წარმოადგენს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქს. ზემოთ ჩამოთვლილთა გასაგებად, განსაკუთრებით ეკოლოგიური სისიუფთავის შესაგრძნობად საკმარისია აეროპორტში ჩასვლა, იქვე ჩანს ათობით  ქარის ტურბინა, რაც ნათელს ხდის დანიის მზადყოფნას განთავისუფლდეს გამონაბოლქვებისა და დაბინძურებისაგან.
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ჩასვლა სრაფმავალი მატარებლით შესაძლებელია 13 წუთში. პირველი რაც უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს ქალაქის დათვალიერებისას – ეს არის ძველი გასართობი პარკი ტივოლი, რომელიც წარმოგვიდგენს საკვირველ სანახობას – ხმოვან და მუსიკალურ შოუს წყალში.

არხის გასწვრივ, სანმ ხიდს გადაკვეთ გვხვდება კრისტიანსხავნის რაიონი, სადაც ულამაზეს შენობებსა და ხშირ ხეივნებში თქვენს წინაშე წამოიმართება მაცხოვრის ეკლესია, განსაკუთრებული არქიტექტურითა და მოოქროვილი ელემენტებით. აქედანვე იშლება მთელი ქალაქის 360 გრადუსიანი შესანიშნავი პანორამა.

კოპენჰანგენის ყველაზე ცნობადი 17-ე საუკუნის ძველი პორტი ნიუხავნეა, სადაც თქვენს თვალწინ წარმოდგენილია ტიპიური სხვადასხვა ფერის სახლები, აქ მყუდრო ბარებსა და რესტორნებში შესაძლებელია დაისვენოთ, დააგემოვნოთ კოქტეილი ან დანიის განსაკუთრებული კულინარიული ნაწარმი – „სმორებროდი“ – პურის ნაჭერი დანიური ხორცით, ორაგულით და ქაშაყით.

მოგზაურობა კოპენჰანგენში, იძლევა ზღვა შტაბეჭდილებებს და აღმაფრთოვანებელ მოგონებებს!

გააგრძელებთ რა ქალაქის სიმბლურ და ღირსშენაშნავი ადგილების დათვალიერებას შეიძლება მიაღწიოთ სამხედრო ფორტიფიკაციას Kastellet, სადაც ხშირ სიმწვანეში, თავის კვარცხლბეგზე მყუდროდ არის მოწყობილი რუსალკა.

კოპენჰანგენის ცენტრში არის შუასაუკუნეების მოედანი, მიუხედავად უამრავი ხანძრებისა ის შემონახულია თავისი პირვანდელი სახით. Nitorv მოედანზე დახურულ კედლებს მიღმა შუა საუკუნეებში კოპენჰანგენი იყო ძალიან მხიარული ცენტრი, სადაც მჯავრდებულებს, სანამ მოუწევდათ მრავალწლიანი ციხე სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ.

 

ნამდვილად ღირს დატკბეთ 1440 წელს აშენებული უნივერსიტეტის შენობის ცქერით, რომლის გახსნის დროს იმ დროინდელმა მეფემ სპეციალურად პაპისაგან მიიღო ნებართვა. აქ სწავლობდნენ უდიდესი მოღვაწეები, რომლებიც გახდნენ ლუთერენული რეფორმების ავტორები დანიის მიწაზე. დღემდე მოქმედი ძველი ობსერვატორიიდან  შესაძლებელია დაინახოთ ასევე მრგვალი კოშკი.

 

ჩვენი გასეირნება შეიძლება გავაგრძელოთ ფრანცისკანელების მოედნისაკენ, რომელიც რაღაცით ციურიხისა და ბაზელის მოედნებს მოგვაგონებს. აქ რეფორმების დაწყებამდე იდგა მონასტერი, რომელიც მოგვიანებით იქნა დანგრეული და მისგან მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი. ძველ პორტში, სადაც ოდეზღაც ბაზარი იყო, წამოჭიმულია – 1100 წელს ქალაქის დამაარსებლის, ცხენზე ამხედრებული ეპისკოპოსის – აბსალონის ძეგლი.