contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მილუოკი – სახელოვანი Harley-Davidson-ის და Happy Days ქალაქი

ლამაზი ქალაქი მილუოკი 575 ათასი მოსახლით, განლაგებულია ვისკოზინის შტატის სამხრეთ აღმოსავლეთით და წარმოადგენს მის დედაქალაქს. ის აგრეთვე არის ოლქის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, სადაც იმართება მრავალ რიცხოვანი ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებიც მთელი ქვეყნიდან იზიდავენ ათასობით ტურისტს. მილუოკი ცნობილია როგორც ფესტივალების ქალაქი.

ტერიტორია რომელიც უკავია თანამედროვე მილუოკის, მრავალი ასწლეულების მანძილზე დასახლებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ინდიელი ტომებით – მესკვოკები, პოტოვატომი, საუკები და მასკოუტები – რომლებიც 17-ე საუკუნის ბოლოს, პირველი ფრანგული მისიების დროს გამოყრილი იქნენ თავიანთი მიწებიდან. პირველი დასახლების დამფუძნებელი იყო სოლომონ ჯუნო, რომელიც 1818 წ-ს დასახლდა აქ, ხოლო 28 წ-ის შემდეგ მილუოკის ფორმირებისათვის გადაწყვიტა გაეერთიანებინა რამდენიმე მეზობელი დასახლება. ქალაქი თავისი არსებობის საწყისს ეტაპზე გახდა გერმანელი მოქალაქეების იმიგრაციის ადგილი, როლებიც მორბოდნენ ევროპიდან „აღთქმული მიწის“ საძებრად. ხოლო 20-ე საუკუნის დადგომიდან ამ ფენომენმა იგივე პოპულარობა მოიპოვა პოლონელებსა და ჩეხებს შორის, რითაც შეიქმნა კიდეც ფერადი ნაზავის კულტურა ქალაქში.

სამწუხაროდ ქალაქი მილუოკი ასევე ცნობილია როგორც ცნობილი „მილუოკელი კანიბალის“ ჯეფრი ლაიონელ დამერის სამშობლო, რომელიც პასუხისმგებელია 17 ადამიანის მკვლელობაში.  მიუხედავად ამისა ვინც ამ ქალაქში გაიზარდა და ნანახი აქვს ცნობილი Happy Days შოუ, ადვილად იცნობს იქ  გადაღებულ ადგილებს.

ქალაქ მილუოკიში ორიენტირება არ არის ძნელი, რადგან ქუჩები დანომრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ქალაქიდან დასავლეთით მდებარე ტბა მიჩიგანი წარმოადგენს ფეხით,  ღია ცის ქვეშ მოსეირნეთა შორის სანიმუშო ადგილს. რივერუოკი არის ტროტუარების ლამაზი ქსელი, რითაც ხაზ გასმულია ქალაქში გარემოს დაცვის შესახებ  განსაკუთრებული ყურადღება.

მილუოკში მოგზაურობისას ეწვიეთ საინტერესო მუზეუმებსა და Harley-Davidson-ის სამშობლოს

მუზეუმების მოყვარულები ქალაქ მილუოკიში ადვილად იპოვიან ბევრ საინტერესოს და რა თქმა უნდა მოიხიბლებიან მილუოკის ხელოვნების მუზეუმით, რომელიც განლაგებულია ტბის მახლობლად, სადაც აღმოაჩენთ ფრენკ ლოიდ რაიტის ექსპოზიციების მუდმივ გამოფენას, ასევე ექსპოზიციებს მიძღვნილს ხელოვნებასა და თანამედროვე ფოლკლორს. ასევე აღსანიშნავია აღინიშნოს რეკლამებსა და დიზაინს მიძღვნილი მუზეუმი Eisner, სადაც აქცენტირებულია ყურადღება – მედიის გავლენა თანამედროვე კულტურაზე.

ასევე შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ ეს ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის თანაკლასელების უილიამ ჰარლისა და არტურ დევიდსონის სამშობლო, რომლებმაც ას წელზე მეტი ხნის წინ შექმნეს და გაყიდეს თავისი პირველი მოტოციკლი Harley-Davidson. დღევანდელ დღეს ეს ლეგენდარული მოტოციკლები წარმოადგენენ ამ ამერიკული შტატის სიმბოლოს, და ვინც დაინტერესებულია თანამედროვე წარმოებით შეუძლიათ ეწვიონ Harley-Davidson-ის ქარხანას, რომელიც განლაგებულია ქალაქის გარეუბან Wauwatosa-ში.