contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ნიუ-ორლეანი – ჯაზისა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალების დედაქალაქი

შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს ამერიკის რუკაზე ზუსტად სად მდებარეობს ნიუ-ორლეანი, იციან მხოლოდ ის, რომ ის სადღაც სამხრეთშია. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ამ შესანიშნავ ადგილს, მაშინ დავაზუსტოთ – ქალაქი განლაგებულია შტატ ლუიზიანაში, აშშ-ს ღრმა სამხრეთში, მექსიკის ყურეში ჩამავალ მდინარე მისისიპის დელტაში.

ნიუ-ორლეანი არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და კულტურის  თავისებური ნაზავი, რაც ყველაზე კარგად გამოისახება ადგილობრივ სამზარეულოში. ამერიკული სამზარეულოს გახსენებისას პირველად გვახსენდება ჰამბურგერები და ჰოტ-დოგები, ხოლო ნიუ-ორლეანში კი ყველაფერი საპირისპიროდ არის, აქ მდიდარი და მრავალ ფეროვანი სამზარეულოს წყალობით შესაძლებელია კარგად გამოიკვებოთ, რითაც ადგილობრივები ძალიან ამაყობენ.

თუ გსურთ რომ ნიუ-ორლეანი ამომწურავად შეისწავლოთ, პირველ რიგში ეწვიეთ ფრანგულ კვარტალს, რომელიც წარმოადგენს ქალაქის უძველეს ცენტრს.

ნიუ-ორლეანის ჩამოყალიბება დაიწყო 1718 წ-ს და ქალაქმა თავისი დასახელება მიიღო ორლეანელი ჰერცოგის  ფილიპე II ბურბონის პატივსაცემად, რომელიც იმ პერიოდში მართავდა საფრანგეთს, სანამ ლუდოვიკო XV გახდებოდა სრულწლოვანი. ქალაქის ფორმირება დაიწყო მდინარე მისისიპის ერთი მხრიდან ნახევარ წრეზე, ყველა გზა ურთიერთ პარალელურად განალაგეს.

ნიუ-ორლეანში მოგზაურობისას განიცადეთ ჯაზის დედაქალაქის ხიბლი და დატკბით სახელოვანი ფესტივალებით!

ცნობილი ფაქტია, რომ ნიუ-ორლეანში ორგანიზებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია Mardi Gras, რომელიც გრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. ის ყოველ წლიურად აღდგომის წინ 47 დღით ადრე იწყება. კარნავალის ფერები ოფიციალურად შერჩეული იქნა 1872 წ-ს: მწვანე ფერი – რწმენა, იის ფერი – სამართლიანობა, ოქროს ფერი – ძალაუფლება და ეს ფერები დღეს შესაძლებელია ნახოთ ქალაქის ქუჩის ნებისმიერ კუთხეში.

ნიუ-ორლეანისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია არქიტექტურის განსხვავებული სტილების საინტერესო შეხამება, დაწყებული ფრანგულიდან, ესპანურიდან, კრეოლურიდან სუფთა ამერიკულამდე. ეს შესანიშნავი მიქსი რომ კარგად შეაფასოთ, ღირს ეწვიოთ სახლ Gallier-ს, რომელიც ხასიათდება ყველა ამ ჟანრით.
მუსიკის მოყვარულები და განსაკუთრებით ჯაზის მოყვარულები არ უშვებენ ხელიდან ეწვიონ Preservation Hall-ს, რომელიც არის ულამაზესი საკონცერტო დარბაზი, რომელიც შესაძლებელია უეცრად არ მოგეჩვენოთ ისეთად რაც არის, მაგრამ მის კედლებს ჰქონდა დიდი პატივი მოესმინა ჯაზის ისეთ სახელებისათვის როგორებიცაა: ემა ბარეტი, ბილი და დე პირს ჯორჯ ლუისები.

გარდა მისი შესანიშნავი სამზარეულოსა, ნიუ-ორლეანი ცნობილია თავისი ჰარიკეინ კოქტეილით, რომლიც მზადდება რომისა და მარაკუინისაგან.