contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




პარიზი – ათასი სურვილის ქალაქი

პარიზი გახლავთ მთელს პლანეტაზე ერთერთი ყველაზე ლამაზი და მოსანახულებელი ადგილი, ჯადოსნური  ხიბლისა და პოეზიის სულისჩამდგმელი. იმათ ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს  ულამაზესად განათებული ქალაქი, შეუძლია უსასრულოდ დატკბეს ამ დაუვიწყარი ქალაქით, რომელიც კვლავ და კვლავ, წელიწადის ნებისმიერ დროს  იწვევს აქ ჩამოსვლის სურვილს, რათა ჩაწვდე მის მრავალ რიცხოვან და მრავალ ფეროვან წახნაგებს.

გადუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პარიზი წარმოადგენს შეყვარებულთა ქალაქს, რომლებიც ხშირად ცდილობენ გაატარონ თავიანთი საუკეთესო დღეები და სამუდამოდ დარჩეთ მოგონებებში, პარიზის რომანტიკულ ატმოსფეროში გატარებული, თავისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

აქ ყველაფერი საუკეთესოა, დაწყებული არაჩვეულებრივი არქიტექტურით, ძეგლებით, მუზეუმებით, ბულვარებით და პარკებით, მომხიბვლელი ხედებით,  მეგობრულ და სტუმართ მოყვარე პარიზელებთან ერთად აყალიბებს იმ მაგიურ სიმბიოზს, რაც პარიზს გამოყოფს მსოფლიოს ყველა ქალაქისაგან.

ეს ქალაქი, როგორც საფრანგეთის სილამაზის სიმბოლო, მნახველებს უჩვენებს თავის ორიგინალურ არქიტექტურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაბომბვების მიუხედავად საბედნიეროდ სრულად შემოინახა.

არა არის ადვილი დაჰყოთ პარიზში თქვენთვის სასურველი პერიოდით, რადგან აქ ღირშესანიშნაობათა უთვალავი რაოდენობაა რომელთა ნახვაც გინდათ, უხეში დათვლით აუცილებელ სანახაობათა რაოდენობა 20-ზე ნაკლები არ არის. ეიფელის კოშკი, ნოტრ-დამი, მადლენი, პანთეონი, ტრიუმფალური თაღი – მხოლოდ რამოდენიმეა იმ უამრავ ჩამონათვალს შორის.

რომ არაფერი ვთქვათ ლუვრზე – რომელიც წარმოადგენს არა მარტო პარიზის, არამედ მსოფლიოს უდიდეს მუზეუმს და კიდევ უამრავი რაოდენობის სხვა მუზეუმები, რომლებიც ტურისტებს უყვებიან  საფრანგეთის ისტორიასა და ხელოვნების შესახებ.

შეიგძენით პარიზის მთელი სილამაზე Tuileries ბაღში და ბულონის ტყეში, თქვენი მოგზაურობის საინტერესო ადგილებში!

პარიზი ასევე გვევლინება მღელვარე ღამეებს ამოუწურავ ადგილად, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ სახელოვან მულენ რუჟს და ბევრ სხვა კლუბებს, რესტორნებს, მაღაზიებს და მოდურ კაფეებს. არის ადგილები, რომლებიც გათენებამდე  გადავსებულია ადამიანებით, როგორიცაა ელისეის მინდვრები, სადაც შეიძლება ვნახოთ დაუვიწყარი განათების შოუ.
პარიზი – ეს უსაზღვრო ქალაქი, მხოლოდ მეტროპოლიის ტერიტორიაზე,  დაახლოებით 15 ათას კვადრატულ კმ-ზე ცხოვრობს 11 მილიონი მცხოვრები. ქალაქს ყოფს მდინარე სენა, რომელიც სხვადასხვა დროს ასულდგმულებდა თავისი საქმის ისეთ დიდ ოსტატებს როგორებიც იყვნენ კლოდ მონე, ალბერტ  მარკე, ეჟენ ბუდენი და ბუატელი. საუკუნეების განმავლობაში პარიზსს  „უმღეროდნენ“ ხელოვნების ისეთი ოსტატები როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო, ვან გოგი, ვიქტორ ჰიუგო, ამადეო მოდილიანი და სხვა.

პარიზი ასევე იძლევა ფანტასტიურ შესაძლებლობას მთელი ოჯახის გასართობათ. ქალაქიდან მხოლოდ 30 კმ-ზე გაშენებულია ზღაპრული სამყარო – დისლეილენდი, სადაც არა მარტო პატარები არამედ დიდებსაც შეუძლია საკმაოდ მხიარულად გაატარონ დრო.