contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სარაევო – ერის საამაყო დასაყრდენი და მომხიბვლელი ევროპული დედაქალაქი!

ტყუილად არ აღინიშნება, რომ სარაევო მისი პრეისტორიული ხანით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობით გახლავთ –  ერთერთი საინტერესო ისტორიული ადგილი ევროპაში. გამოიარა რა ოსმალეთის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთის მონარქიის და  კომუნისტური წყობილებათა ეტაპები, სარაევო დღევანდელ დღეს მნახველებს წარუდგება ამ ეტაპებისათვის დამახასიათებელი მრავალ საუკუნოვანი არქიტექტურით  და სიმბოლიკით.

ტრადიციებისა და რელიგიური მრავალფეროვნების გამო, მას ხშირად უწოდებენ ევროპის იერუსალიმს, სადაც ყოველთვის  გვერდი გვერდ ცხოვრობდნენ: კათოლიკები, მართლმადიდებლები და ბოსნიელი მუსლიმები.

ძნელბედობის პერიოდი პრაქტიკულად მთლანად უკან დარჩა და შეიძლება ითქვას რომ ქალაქი მთლიანად გაუმკლავდა გასული საუკუნის 90-იანი წწ ომისა და კომფლიქტების შედეგად მიყენებულ ჭრილობებს. დღეს უკვე საეაევო თავის სტუმრებს ხვდება თავისი კულტურითა და მომხიბვლელობით, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ეს ქალაქი.

ქალაქის დათვალიერებას თუ დაიწყებთ ცენტრიდან, შეიძლება მოხვდეთ ცნობილ ბაზარში – „ბაშჩარშია“, რომელიც ძველთაგანვე იყო პოპულარული სავაჭრო ადგილი – რეწვის ოსტატებსა და მოვაჭრეთა შორის, ხოლო დღეს ის წარმოგიდგენთ თანამედროვე მაღაზიების, რესტორნებისა და კაფეების სპექტრს.

შეიგრძენით სარაევოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა და მოინახულეთ უნიკალური ღირსშესანიშნაობანი, რომლებიც არ დაგტოვებთ გულგრილს!

სარაევოს მახლობლად, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს გავლით, მდინარე ნერეტვას ხეობაში შესაძლებელია ეწვიოთ საინტერესო ქალაქ დუბროვნიკს. ამავე გზაზე დუბროვნიკსა და სარაევოს შორის, შუასაუკუნოვან ქალაქ პოჩიტელეში შეიძლება დატკბეთ თავისებური ატმოსფეროთი და დამახასიათებელი არქიტექტურით.
ქალაქის საინტერესო ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ე.წ. იმედის გვირაბი, რომელსაც 1992 – 1995 წწ ომიში, სარაევოს ალყის დროს ქალაქის მცხოვრებთათვის  ჰქონდა განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა. სერბული ძალების მიერ მთლიანად იზოლირებულ ქალაქს, მხოლოდ ამ გვირაბით ჰქონდა ერთადერთი შესაძლებლობა მიეღო საკვები პროდუქტები და სხვა მომარაგება. ამ გვირაბის მშენებლობა ქალაქის მოსახლეობამ  თავისი ძალებით დაამთავრა 1993 წ-ის შუა პერიოდში. ასევე ამ გვირაბით შემოდიოდა შეიარაღება ქალაქის დამცველთათვის.

ძველი ქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ქალაქის თანამედროვე რაიონიც. აქ ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა მერიის შენობა, რომელიც წარმოადგენს ავსტრია-უნგრეთის მონარქიის მიერ განხორციელებულ ულამაზეს ნაგებობას, რომელიც 1992 წ-მდე გამოყენებული იყო როგორც ეროვნული ბიბლიოთეკა, სამწუხაროდ ომის დროს ის დაიწვა. მასთან ერთად საბოლაოდ განადგურდა მისი აქტივების 90%. 2014წ-ის საფუძვლიანი რემონტის შედეგად შენობა იქნა აღდგენილი და თავიდან გაიხსნა საზოგადოებისათვის.

საფეხმავლო ფერხადიას ქუჩაზე შესაძლებელია შესანიშნავი გასეირნების მოწყობა, სადაც უამრავი მყუდრო ბარები და ძვირფასი მაღაზიებია.