contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ტალინი – განახლებული მხატვრული სილამაზისა და შუა საუკუნეების ხიბლის მქონე ქალაქი.

გონივრული და ძალიან რაფინირებული რესტავრაციის წყალობით ტალინმა შეინარჩუნა მთელი თავისი შუა საუკუნეებრივი ხიბლი – ფინეთის ყურის პეიზაჟებით. აქ თანამედროვე ქალაქს, გორაკიდან ამაყად გადმოყურებს უძველესი ქალაქის ტოომპეას ისტორიულ ცენტრი, ხოლო ქვემოთ ვრცელდება All-Linn ანუ ქვემო ქალაქი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მთელი თავისი ისტორიული ღირებულებები.  ბალტიის ეს ქვეყანა, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი წარმოგვიდგენს კულტურათა მიმზიდველ ნაზავს.   ევრო კავშირში გაწევრიანებით კი ტალინმა თავის მდიდარ ისტორიაში ჩაწერა კიდევ ერთი ახალი ფურცელი, რითც ის მთელი ენთუზიაზმით მიემართება კიდევ უფრო ნათელი მომავლისაკენ.
ქალაქის მოსახლეობისაგან იგრძნობა ნამდვილი ინტერესი და გულწრფელი მონაწილეობის სურვილი ქალაქის განვითარებასა და მრავალი სფეროს დახვეწაში – მომავალ თაობას ნამდვილად აქვს სურვილი თავისი ხელით შექმნას თავისი მომავალი. განსაკუთრებული მიდგომა შეიმჩნევა ტურიზმის მიმართ, რომელიც ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი რესურსი.

ტალინის არქიტექტურაში უნდა აღინიშნოს ძირითადად სამი ტიპი: „ძველი ევროპული ხასიათის მხატვრული სტილი“, „საბჭოთა ეპოქის სვეტებიანი, მასიური სტილი“ და „თანამედროვე და პროგრესული ახალი ევროპული ტენდეციები“.

ტოომპეაში შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეში, რომელიც ეკუთვნოდა კეთილშობილ დანიელ მბრძანებლებს – ტევტონთა ორდენის მეთაურებს დღეს განთავსებულია ესტონეთის მთავრობა. ბალტიის მითოლოგიური ლეგენდების თანახმად ეს ციხე-სიმაგრე ამ გორაკზე აშენდა ესტონელი მითოლოგიური გმირის  კალევის საფლავზე.

ტალინში  მოგზაურობისას  წინ  გელოდებათ  საოცარი  აღმოჩენები  და  წარსულის  მნიშვნელოვანი  ისტორიები!

ტოომპეას ძირში და მთლიანად მის ირგვლივ გადაჭიმულია ქვემო ქალაქი All-Linn, შემოსაზღვრული ორ კმ-ზე მეტი შუა საუკუნოვანი კედლით. მისი ცენტრი რაეკოია ანუ ქალაქის მოეადანი მდიდარია პარკებით და სიმწვანით, რაც გრძელდება ძველ დამცავ თხრილებამდე.
ტალინის ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ევროპაში ყველაზე ძველი აფთიაქი – რატუშის აფთიაქი, რომელიც აქ არსებობს 1422 წლიდან. მის უკან თაღოვანი გასასვლელის გავლით გადიხართ უამრავ ვიწრო გასასვლელებში – რომელთაც თავისებური სახელწოდებები: Saia käik და Saia kang – პურის გზა, ალბათ ოდეზღაც აქ განლაგებული იყო პურის საცხობები. დღევანდღელ დღეს ამ ადგილას განლაგებულია მოდური და მყუდრო ბარები.

რეალურად ტალინი არის საინტერესო და მდიდარი ქალაქი, სადაც თქვენ ვერაფრის ნაკლებობას ვერ იგრძნობთ. ტალინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკვირვებს თავის მნახველებს თავისი ესტეტიური, ისტორიული და არქიტექტურული მრავალფეროვნებით. მრავალი კულტურული ღონისძიება ხდება საერთაშორისო ინტერესის ცენტრში.