contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ტუსონი – არიზონას შტატის ყოფილი დედაქალაქი და ქალაქი სადაც არის ეკონომიკის ბუმი

ქალაქი ტუსონი განლაგებულია არიზონას შტატის სამხრეთში, მექსიკის საზღვრიდან 100 კმ-ში, 500 ათასზე მეტი მცხოვრებით. ქალაქის სახელწოდება მოდის ესპანურიდან და ნიშნავს „შავი ფერის დაფუძნებას“, რაც არის მკვეთრი მინიშნება აქ ვულკანური მთების არსებობის შესახებ.

ეს ადგილი ძველთაგანვე იყო უდაბური, რაც აიხსნება აქაური ცუდი ბუნებრივი  პირობებით და ცუდი წყალ მომარაგებით.  1775 წ-ს ესპანეთის არმიამ აქ ააგო თავისი პირველი ფორფოსტი, რომელმაც 1821 წ-ს მიიღო ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა, მექსიკამაც შექმნა თავის საზღვრებში  პატარა დასახლება ტუსონი, რომელიც დღემდე შორს არის რომ მას ქალაქი ეწოდოს. ქალაქი ტუსონი მხოლოდ 1853 წ-ს შევიდა აშშ-ს შემადგენლობაში და 1867 წ-ს მიიღო ახლად ჩამოყალიბებული შტატ არიზონას დედაქალაქის სტატუსი. ამ მომენტიდან იწყება სწრაფი სოციალ-ეკონომიკური  განვითარების პროცესი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. შემდეგ წლებში დედაქალაქი ტუსონიდან გადაიტანეს ფენიკსში, მაგრამ  რამდენიმე წლით ადრე დაწყებულმა განვითარების პოზიტიურმა  იმპულსმა უზრუნველყო ქალაქის კეთილდღეობა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

პირველი რაც იქცევს ყურადღებას ტუსონში ჩასვლისას, აშშ-ს სხვა ქალაქების ანალოგიურად,  ეს არის ქალაქის ცენტრი. აქ ნახავთ ისეთ მაღლივ ნაგეობებს როგორებიცაა 1986 წ-ს დამთავრებული Unisource Energy Tower, რამდენიმე ისტორიული შენობა, „კონგრეს“ ოტელი, 1919 წ-ს დაპროექტებული თეატრი „არტ დეკო ფოქსი“, 1920 წ-ს გახსნილი თეატრი რეალტო, 1896 წ-ს აშენებული სანქტ-ავგუსტინის ტაძარი და სხვა.

ასევე საინტერესო რაიონებს შორის ითვლება Broadway Village, თავისი ჯოაზიას ჯოსლერის მიერ დაპროექტებული  დიდი სავაჭრო ცენტრით. ასევე აქვეა ქალაქ ტუსონის სიამაყე – არიზონას შტატის უნივერსიტეტი, სადაც 1885 წ-დან სწავლობენ სტუდენტები მთელი ქვეყნიდან. ცოტა მოშორებით მდებარეობს დიდი რაიდ პარკი, სადაც მდებარეობს  ზოოპარკი.

ტუსონში ეწვიეთ საინტერესო ადგილებსა და მუზეუმებს და თან გაიგეთ შტატ არიზონას ყოფილი დედაქალაქის ისტორია!

უკეთ რომ გაიგოთ ქალაქის დაარსების ისტორია, ღირს ეწვიოთ არიზონას შტატის ისტორიულ საზოგადოებას, სადაც თავმოყრილია ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არტეფაქტები. ასევე საინტერესოა ХIХ ს ციხე-სიმაგრეში  მოთავსებული  ფორტ ლოუელ მუზეუმი, ტუსონის ხელოვნების მუზეუმი, სადაც მოთავსებულია  ექვსი ათასამდე ხელოვნების ნიმუში, კოსმონავტიკის მუზეუმი – 250 თვითმფრინავის მოდელით.

ტუსონში თუ თქვენი მოგზაურობა დაემთხვევა ფესტივალების პერიოდს, თქვენ მიიღებთ უზარმაზარ სიამოვნებას. აქ ყოველწლიურად  ხდება ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, როგორებიცაა Tucson Gem & Mineral Show – სასარგებლო წიაღისეულის მთელს პლანეტაზე ყველაზე დიდი გამოფენა, Tucson Родео – როცა ათობით ამხედრებული კოვბოები იწვევენ განრისხებულ ცხოველებს და სხვა.