contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ანდორის შესახებ: სიურპრიზების ქვეყანა

ანდორა დამოუკიდებელი სამთავროა და იგი მდებარეობს პირენეეს მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ანდორაში სუბტროპიკული კლიმატია, ბევრია მთიანი რეგიონი. სიდიდით ანდორა იმდენად პატარაა, რომ იგი მხოლოდ მონაკოს , სან მარინოს აღემატება. მისი სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან, ando ნიშნავს ზემოს, ხოლო ore – რკინას. ქვეყანა მდიდარია რკინის მადნებით და სწორედ ამიტომ, ეწოდა მას ანდორა. ანდორა მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანადაა ცნობილი.
ანდორაში დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობაა, საკანონმდებლო ორგანო არის ერთპარლამენტიანი საბჭო. მოსახლეობის საერთო რიცხვი არის 71,8 ათასი, უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ასევე ანდორაში ცხოვრობენ ფრანგები, ანდორელები. სახელმწიფო ენა არის კატალონური, ასევე მოსახლეობა საუბრობს ესპანურად, ფრანგულად. რელიგია არის კათოლიციზმი,რომის კათოლიკური ეკლესის დიდ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის რელიგიურ კულტურაზე. ანდორის დედაქალაქი არის ანდორა ლა ველა.
ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყობს, თამბაქოს ექსპორტი, რკინის მადნეული, მინერალური და თერმული წყლების სიუხვე, საშენი ხე-ტყე მასალა, ტვიის წარმოება და ბოლოს ტურიზმი. ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი ჩადის ანდორაში.
ტურისტები ანდორაში ჩასვლისს შანს არ უშვებენ ხელიდან, მარტივი და მოსახერხებელია ანდორაში მოხვედრა ესპანეთიდან, საფრანგეთიდან.
იმის გამო რომ, ანდორაში უხვადაა მთები, სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ზაფხულში კი საუკეთესოა ტრეკერებისთვის. ზაფხულში ანდორაში ტარდება ფესტივალი სახელწოდებით სოფლის ფესტივალი, რომლის დროსაც მთელი მოსახლეობა იკრიბება მთავარ მოედანზე, სადაც ცეკვავენ, სვავენ…….
ანდორა პატარა , მაგრამ ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის , ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ამ ქვეყანას.
გაემგზავრეთ წლის ნებისმიერ სეზონზე და მიიღეთ სიამოვნება.