contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




აზერბაიჯანის შესახებ: მსოპლიოს ქვეყნები

ამიერკავკასიის მშვენიერი ქვეყანა აზერბაიჯანი შეიცავს 9 კლიმატურ სარტყელს არსებული 11-დან. აქ წარმოდგენილია სუბტროპიკული ტყეები და მაღალმთიანი ალპური მდელოები, თოვლით დაფარული ქედები და შაჰდაღის და მუროვდაღის მყინვარები. ერთდროულად გადადიხართ ერთი სეზონიდან მეორეში, მოგზაურობთ იზმაილაჰის და ქელბაჯარას უღრან ყეებში, მუჰანის და შირვანის ტრამალებში და კასპიის პირეთის საზღვაო ზონაში. ფანტასტიკური მთიანი პეიზაჟები ცნობილი მხატვრების ტილოებიდან გეგონებათ ჩამოსული.

აზერბაიჯანის ისტორიული ძეგლების უმეტესი ნაწილი შემორჩენილიაქვის ხანის პერიოდიდან დღემდე. ჰეროდოტის თანახმად ძეგლები არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს წ.ა.5-ე საუკუნეში. უნიკალური გობუსტანის მთის ნახატები, აფშერონი – ისტორიის ცოცხალი მომწენია. ქვეყანაში ქრისტიანული რელიგია სუფევდა VII ს-მდე, როდესაც აზერბაიჯანი არაბეთის ქალიფატმა დაიპყრო. ქალიფატმა ქვეყანაში ისლამი დააარსა. შეიქმნა ახალი ტრადიციები. მაგრამ აზერბაიჯანი საკმაოდ ტოლერანტული სახელმწიფოა სხვა რელიგიური თანმიმდევრების მიმართ.

აზერბაიჯანული ხელოვნების ერთ-ერთი ცნობილი სახეობაა ხალიჩების ქსოვა. იგი გავრცელდა შირვანში, განჯაში, ყარაბაღში და ქვეყნის სხვა რეგიონებში. ექსპერტების აზრით, სპარსული ხალიჩები, ხშირად სინამდვილეში აზერბაიჯანული წარმოშობისაა.

about azerbaijan photo

აზერბაიჯანის მიწაზე ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტეს შობამდე შეიქმნა უძველესი ზოროასტრიზმის ძეგლი – "ავესტა", შუა საუკუნეების ეპიკური "კიტაბი დედე დუდუხტი" და "ქეროღლი". აქედან გამომდინარე ცნობილი გახდაასეთი მწერლები: ნიზამი, ჰაგანი, მეხსეთი, ფიზული, ობსერვატორიის დამაარსებელი ნასრედინ თუი, მინიატურების მხატვარი ბეხზადი. მხატვრულ მინიატურას თვალსაჩინო ადგილი უკავია მსოფლიო ისტორიის ფერწერაში. სასახლეები, მავზოლეუმები, კოშკების და ციხე-სიმაგრეები უთვალავია ქვეყანაში. ცნობილი ხუროდმოძღვარი აჯამი, რომელმაც შექმნა შედევრი -მომინე -ხათუნის მავზოლეუმი.ძველი ქალაქის ნაწილი „იჩერი შექერი“, ბაქოს სიმბოლო ქალწულის კოშკი „ყიზყალასი“VII-XII ს., (არქიტექტორი მასუდ იბნ დავუნი), მინარეთი სინიკ- კალა (XI ს.), 7 თეატრი, 30 მუზეუმი, მუზეუმ-ნაკრძალი "შირვანშაჰის სასახლე „ (XV ს.) ეს გახლავთ აზერბაიჯანული კულტურის თვალსაჩინო მარგალიტები.

დაივინგის მოყვარულები კასპის ზღვის ქვეშა საიდუმლოებით დაინტერესდებიან აგრეთვე ძველებური ჩაძირული ხომალდების ნარჩენებით. მდიდარი ფლორა წარმოდგენილია უნიკალური ენდემური სახეობებით, როგორებიცაა: ელდარის ფიჭვი, კასპიის ლოტოსი, აბრეშუმის აკაცია. გირქანის ნაკრძალის ტყე წარმოადგენს დღემდე ხელუხლებელ მესამეული პერიოდის მაგალითს, რომელსაც არ შეჰხებია პლანეტის გამყინვარება. პლანეტის ჯეირანების ყველაზე დიდი პოლულაცია აზერბაიჯანშია.

მომინე-ხათუნს მიძღვნილი ნახიჩევანის მავზოლეუმი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლი გახლავთ. XIX-ე საუკუნეში აქ იყო ჯუმა-მეჩეთი, რომელიც მავზოლეუმზე მაღალი გახლდათ. სამწუხაროთ, მეჩეთი აღარ არსებობს. დეკაგონის ფორმის მავზოლეუმი შუასაუკუნეების ცათამბრჯენი იყო (უწინ შეადგენდა 34 მ).

მავზოლეუმის კედლებზე შემორჩენილია კუფიური წარწერები.

ათკუთხედის მხარეები შემორტყმულია ყურანის ტექსტებით. ოთხი სფერული ფორმის მედალიონი შევსებულია ორნამენტით. ამ მავზოლეუმშია მომინე-ხათუნის ნამარხია. შენობა ნამდვილად მეფური სიუხვით არის გაფორმებული.

ადრე გაბალა შირვანშაჰების და შეკინის ხალიფატის შემადგენლობაში შედიოდა. ქალაქის ისტორიას ახსოვს აყვავების პერიოდიც და ტრაგიკული მოვლენებიც. ერთის მხვრივ სპარსელების, ხაზარების და არაბების გამანადგურებელი შემოსევები და მეორეს მხვრივ ქალაქის განვითარება როგორც სავაჭრო და ხელნაკეთობების ცენტრი. ადგილობრივი ხელოსნები ამზადებდნენ სპილენძის შრომის იარაღებს, აბრეშუმის ტანსაცმელს და თავშალებს, დაკავებულნი იყვნენ მიწათმოქმედებით და მეცხოველეობით. მრავალ რიცხოვან ვაჭრებს გაჰქონდათ საქონელი შორეულ ქვეყნებში, მიუხედავად სახიფათო და მრავალკილომეტრიანი გზებისა. გაბალა კავკასიური ალბანეთის ჯერ კიდევ წაუკითხავი წიგნია. ეხლა გაბალაში შექმნილია განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქრურა, რომელიც იზიდავს ბევრ სტუმარს. გაბალაში ტარდება ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ჰეიდარ ალიევის ფონდის მეცენატობით.

ქვეყნის საინტერესო ადგილებს წარმოადგენენ გობუსტანი და ტალახოვანი ვულკანები.

გობუსტანის კედლის მხატვრობის ნიმუშები შესულია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. ნაკრძალში მეზოლითის ხანის 600-მდე ნახატია შემორჩენილი. პეტროგლიფები ამოტვიფრულია კლდეებზე. ნახატები ნადირობის სცენებს, რიტუალებს, ცხოველებს, ნავებს და სიმბოლოებს გვიჩვენებენ. გობუსტანის კედლის მხატვრობის ნავებს თავისებული ჩაზნექილი ძირით ნორვეგიელი მეცნიერი და მოგზაურის ტურჰიერდალის მიხედვით არ აქვთ ანალოგი მსოფლიოში.

აზერბაიჯანს უკავია მსოფლიოში პირველი ადგილი ტალახოვანი ვულკანების რაოდენობით, რომლებსაც უწოდებენ „იანარდაგს" (ცეცხლწაკიდებულ მთას).

ცეცხლთაყვანისმცელელთა ტაძარი ათეშგიაჰი ზოროასტრიზმის დროინდელ აზერბაიჯანულ ეკზოტიკას წარმოადგენს. ტარარი მდებარეობს 30 კილომეტრის მოშორებით დედაქალაქიდან სოფელ სურაჰანთან. აქ ადგილი ჰქონდა უნიკალურ ფენომენს: ბუნებრივი აირის ზედაპირზე გამოსვლისას ტაძარი თითქოს მუდამ ანთებული ჩირაღდანივით ანათებდა. აშენებულია XVII-XVIII სს. დაახლოებით 170 წლის წინ დედამიწის ზედაპირის ცვლილებების გამო ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა. ცეცხლთაყვანისმცემლებმა თავიანთი ჰვთაებების რისხვას მიაწერეს და დატოვეს ატეშგიაჰი. ტაძარი გახსნილია ტურისტებისთვის და სანახაობრივად ისევ განათებულია, ოღონდ უკვე ხელოვნური ცეცხლით.

ყიზყალასი“ გახლავთ დედაქალაქის ყველაზე იდუმალებით მოცული ძეგლი. კასპიის ზღვის პირას მდგარ კლდეზე აშენებული ქირქვებისგან კოშკი ვიწროვდება ზედა ნაწილში. კედლების სისქე 5 მეტრს აღწევს, ზედა იარუსების კი 4-ხ მეტრს. სიმაღლე 29,5მეტრია, დიამეტრი 16,5 მ. «ყიზ ყალასი» შედგება 8 უარუსისგან, რომლებიც გადაფარულია გუმბათებით. ზევით ასასვლელად სპირალურ კიბეს გავყვებით. ზედა იარუსიდან არაჩვეულებრივი ხედი იხსნება ბაქოს ყურეზე. კოშკის შიგნით არის 21 მეტრის სიღრმის ჭა. კოშკის ზუსტი დანიშნულების საგანზე მიმდინარეობს დისკუსიები. თავდაცვის მიზნებისთვის კოშნი არ გამოდგებოდა მცირე ფართის გამო. სავარაუდოთ კოშკი წარმოადგენდა ზოროასტრიზმის ტაძარს. XII საუკუნის შემდეგ კი შირვანშაჰების რეზიდენცია იყო და შუქურას როლს ასრულებდა.

ბიბლიური იგავის მიხედვით წმინდა ბართლომე ქალწულის კოშკთან აწამეს და ჯვართცმეს. წმინდანი მოსულიყო ალბანიაში, რათა ექადაგა ქრისტიანობა. 20-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ ააგო ამ წმინდა ადგილზე მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესიის

მშენებლობის ერთ-ერთი მეცენატი ბაქოელი ვაჭარი გაჯი ზაინალ-აბდინ ტაგიევიც გახლდათ. ტაძარში ინახება ბართლომეს წმინდა ნაწილები და ის ითვლება ბაქოს მფარველად – ეკლესიაში აღსანიშნავია თხვინის და კასპიის ცნობილი ხატები.

ეგრეთ წოდებული ბაქოს აკროპოლი «იჩერი-შეჰერი» ძველი ქალაქის ნაწილია. იჩერი-შეჰერი ქალაქის უძველესი საცხოვრებელი უბანია, რომელიც შეტანილია იუნესკოს სიაში. ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრის კედლები შეიცავენ: შირვანშაჰების სასახლეს, ნამარხებს და მეჩეთს, ქალწულის კოშკს, მინარეთებს, ქარვასლებს, აბანოებს და სხვა არქიტექტურულ ძეგლებს. ვიწრო ქუჩები და ჩიხები უწინდელი დიდების ისტორიებს გაგიმხელენ.

აზერბაიჯანი გელით რათა დაიკავოს თქვენს გულში განსაკუთრებული ადგილი და შესაძლებელია გაგიმხილოთ თავისი საუდუმლოებანი!