contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




რუსეთის შესახებ: ფენომენების ქვეყანა

რუსეთს უკავია მსოფლიოში პირველი ადგილი ფართობით, მოიცავს უამრავ კლიმატურ და საათობრივ სარტყელებს და ევრაზიის კონტინენტის 2/3 იკავებს. ქვეყანა ესაზღვრება 12 ზღვას. რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი – უდიდესი მეგაპოლისია.

ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების და ეტნოსების წარმომადგენლები. რუსეთის ბუნება გაგაოცებთ სილამაზით და მრავალფეროვნებით. სახელმწიფოს ისტორია რამოდენიმე საუკუნე არსებობს. კულტურულ-ისტორიული ძეგლები იზიდავს პროფესიონალების და მოყვარულების დიდ რაოდენობას.

ქვეყანა გადაჭიმულია 4,000 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, თითქმის 10,000 კმ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ქვეყანა ესაზღვრება 16 სახელმწიფოს: კორეას, ჩინეთს, მონღოლეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას, ბელორუსიას, ლატვიას, ესტონეთს, ფინეთს, ნორვეგიას, ლიტვას და პოლონეთს. რუსეთის სიმბოლოებია: წითელი მოედანი, წმინდა ბასილის ტაძარი, პეტერბურგის ცნობილი თეთრი ღამეების, დოსტოევსკის და ტოლსტოის რომანები, იდუმალებით მოცული ბაიკალის ტბა და რა თქმა უნდა რუსული არაყი და თეთრი არყის ხეები.

რუსეთის შესახებ

რუსეთი ექსტრემალური და სათავგადასავლო მოგზაურობებისთვის საუკეთესო ყვეყანაა. აქ უხვად არის წარმოდგენილი ღირშესანიშნაობები, 100 ნაციონალური პარკი და ნაკრძალი. ევროპის ყველაზე გრძელი მდინარე ვოლგა რუსეთის ტერიტორიაზე მიედინება. უნიკალური ფლორის და ფაუნის მქონე ამოუცნობი ბაიკალის ტბა, რომლის წყალქვეშა სამყაროს ჯერ კიდევ სწავლობენ მეცნიერები და რომელიც შეიცავს პლანეტის მტკნარი წყლის 20% -ან მარაგს. ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი ელბრუსია (5642 მ.), კლიუჩევსკაია სოფკა – მოქმედი ვულკანი გახლავთ (4750 მ.), კამჩატკის გეიზერები. რუსეთმა მოავლინა მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი სახელები: მ. დოსტოევსკი, ა. ბლოკი, ლ. ტოლსტოი, ა. პუშკინი, ს. ესენინი, ა. ახმატოვი, მ.ცვეტაევი, ბ. პასტერნაკი, ი. ბუნინი და სხვა მარავლი. რუსეთის ძეგლების დიდი რაოდენობა შეტანილია იუნესკოს სიაში: სანკთ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟების არქიტექტურული ანსამბლი, ნოვგოროდის ნაგებობები, კომის ხელუხლებელი ტყეები, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები და სხვა.

სლავური კულტურის შესასწავლად გაემგზავრეთ «ოქროს რგოლის» მარშრუტის გზაზე: დიდი როსტოვი, სუზდალი, იაროსლავლი, ვლადიმერი, კოსტრომა, „კიჟების მუსეუმ-ნაკრძალი. უძველესი სათავადო ქალაქი ვლადიმერი. ანდრეი ბოგოლიუბსკის რეზიდენცია და ნერლის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი. ქალაქ-მუზეუმი სუზდალი, შუასაუკუნეების ეკლესიებით, ლეგენდარული სოფელი კიდექშა ბორისის და გლების ტაძრით, ორიგინალური კედლის მოხატულობით.

რუსეთის ბევრი საოცარი ადგილები შეტანილია რუსეთის საოცრებათა წიგნი: დერბენთის კედელი — სასანიდების პერიოდში აშენებული, რომლის სირგძე შეადგენს 3600 მეტრს. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები პარალელურად არის აგებული. აქ ვე კავკასიაში აღმოჩენილია დოლმენები (მეგალითები),რომლებიც გვხდევა ტამანის ნახევარკუნძულიდან კრასნოდარის და ადიღეის მაღალმთიან ტერიტორიებამდე..

ურალის მთები ცოცხალ საზღვარს წარმოადგენენ რუსეთის აზიური და ევროპული ნაწილებს შორის. ურალის კლდეებზე ნაწერები (პეტროგლიფები) 5 ათას წელს ითვლიან, დაახლოვებით 90 ადგილია ცნობილი, სადაც პეტროგლიფებია აღმოჩენილი ჩუსოვის, ტაგილის, უფის და სხვა რაიონებში. მანსიის სვეტები განლაგებულებია მან-პუპუ ნერის პლატოზე, კუნღურის ყინულოვანი გამოქვაბული – ურალის ღირშესანიშნაობები უთვალავია!

უნიკალური და უზარმაზარი ციმბირის რეგიონზე მთელი ტომის დაწერა შეიძლება, ამიტომ შემოვიფარგლებით ალტაის მხარის სალიმაზეებით, პირველ რიგში ეს არის ჩე-ჩკიშის ხეობა, ეგრეთ წოდებული «მთების სულების ხეობა», კორბუს ჩანჩქერი, რომელიც ჩაედინება ტელეცკის ტბაში, ჯჰჯქტოის ყინულოვანი მღვიმე — ალტაის ერთ-ერთი ცნობილი მღვიმე. სიღრმე შეადგენს 25 მ. კარაკოკშინის მღვიმე შეტანილია წითელ წიგნში, მისი დათვალიერება თუ მოისურვეთ მხოლოდ ცხენით აარის მისასვლელი გზა. სიგრძე 490 მ, სიღრმე 24 მ. გაზაფხულზე მღვიმე იტბორება. მღვიმეს ერთ-ერთი დიდ დარბაზს არწივის დარბაზი ეწოდება, მისი სიმაღლე 7 მეტრია. სასწაულებრივი ლენსკის სვეტები, რომლების მახლობლად მამონტის და მარტორქის ნაწილები. ალტაის ოქროს მთები (Golden Mountains of Altaiშედგება სამი ნაწილისგან: ალტაის და კატუნის ნაკრძალ და უკოკის მდელო.

ახლა კი რუსეთის შუაგულს დავუბრუნდეთ.

ლოგიკური იქნება მოსკოვის გაცნობა კრემლით დავიწყოთ, რომლის ტერიტორია ტაძრებით და წითელი მოედნით არის ცნობილი. აგრეთვე არ შეიძლება არ დავათვალიეროთ დიდი თეატრი, პუშკინის ხელოვნებათა მუზეუმი, ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეა.

წმინდა ბასილის ტაძარი აშენებულია 1555-1561 წწ. ივანე მრისხანე 1552 წელს დათქვა რომ ყაზანის საომარო წარმატის შემთხვევაში წითელ მოედანზე ააგებდა საოცარი სილამაზის ტაძარს, რომელიც მის სახელს საუკუნეების მანძილზე ასახელებდა. ტაძარი აშენებულია როგორც ერთ ფუნდამენტზე აგებული ცხრა ეკლესია. ცენტრალური ნაწილის ულამაზესი გუმბათი ცეცხლოვანი დეკორით არის დამშვენებული. არც ერთი გუმბათი არ ჰგავს სხვას. რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე ტაძარს ის მთავარი მხარე გეგონება. ტაძრის სიმაღლე 65 მეტრს შეადგენს.

სანკთ-პეტერბურგს უწოდებენ „სამხრეთ ვენეციას“. ქალაქის ისტორიული ცენტრი და სასახლე-საპარკო კომპლექსები, მუზეუმები, ხიდები და ძეგლები იზიდავენ უამრავ სტუმარს. განსაკუთრებულ ღირშესანიშნაობას პეტერგოფის კომპლექსი წარმოადგენს, აგრეთვე ცნობილი თეთრი ღამეები და გასაშლელი ხიდები. ცნობილი ისაკიევის და ყაზანის ტაძრები, მარიინის სასახლე, უდიდესი ხელოვნების მუზეუმი –რუსული მუზეუმი– ეს ყველაფერი პეტერბურგის სიამაყეს წარმოადგენს. ერმიტაჟის კომპლექსი, სადაც ინახება უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სამეფო კარის ავეჯი, ქანდაკებები, ზაფხულის ბაღი. ხიდების გაშლა პეტერგურგის თეთრი ღამეების ღირშესანიშნაობაა. ყველაზე ცნობილი ხიდებია: სასახლის დიდი, სამების ხიდი, ხარების ხიდი. მდინარე ნევაზე გემის გასეირნების დროს თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ პეტერბურგის სილამაზით. იმპერატორის ფაიფურის მუზეუმს 3 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ადრე ქარხანას პორცელინის მანუფაქტურა ეწოდებოდა. XIX საუკუნის რუსი იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით სამეფო ოჯახის ყველა შეკვეთა ორ ელზემპლარად უნდა დამზადებულიყო, რათა ერთი მუზეუმის ექსპონატი გამხდარიყო.

მდინარე ნევის ეგვიფტის მზეს უწოდებენ უნივერსიტეტის სანაპიროზე განლაგებულ ორი სფინქსის ქანდაკებას. მათი ასაკი 3,5 ათასწლეულს გაცდა. რუსეთის მეფემ ნიკოლოზ 1 შეიძინა ეს სფინქსები. თითოეულის წონა 23 ტონაა, სიგრძე – 5,24 მეტრი და სიმაღლე 4,50 მეტრი. მთელი პერიმეტრის სიგრძეზე იეროგლიფებით არიან მოხატულები. პეტერბურგის მეჩეთი ყველაზე დიდია ევროპაში. ეს გახლავთ მინანქარის ფილების სასწაული ნაკეთობა. მეჩეთი ერთდროულად იტევს 5000 ადამიანს. მის აშენებაში წვლილი შეიტანა ბუქარის ემირმა, და ნიმუშად სამარკანდის ტამერლანის მეცეთი (გურ-ემირი) იყო აღებული. მინანქრის ფილები ცნობილი ხელოვანის პეტრე ვაულინის ნახელარია.

თოვლის ბაბუას ვესტუმროთ დიდ ყსტიუგში, თუმდაც აქ ბევრი სხვა საინტერესო სანახაობაა, მაგალითად ულამაზესი „საკათედრო შეკრების“ ტაძარი. "ზღაპრების ბილკს" თუ გავყვებით თოვლის ბაბუასთან სტუმრად მოვხდებით, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება.

როგორც იტყვიან რუსეთის არსს ლოგიკურად ვერ გაწვდები, მისი სულისკვეთება შეიძლება მხოლოდ იგრძნო! კონტრასტების და მოულოდნელობების ქვეყანაა! ევროპული სტილის დედაქალაქები – მოსკოვი და პეტერბურგი, რომლების შემდეგ ტაიგის ტყეები და ციმბირის სტეპები არ არსებული ზღაპრული სამყარო გეგონებათ! დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და შეიცნეთ მთების საიდუმლოებანი და მეგაპოლისების ფუფუნება, ვის რა იზიდავს! საოცარი ადგილები უხვადაა ხანგრძლივი მოგზაურობისთვისაც კი!