contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ესპანეთის შესახებ: ფლამენკოს ქვეყანა

ესპანეთი მდებარეობს ევროპის სამხრეთ დასავლეთში, მეზობელი ქვეყნებია: საფრანგეთი, პორტუგალია, ანდორა. მისი დედაქალაქია მადრიდი.
ესპანეთი მონარქიული ქვეყანაა, მოსახლეობა სამეფოში მრავალფეროვანია, უმცირესობას წარმოადგენენ ბასკები, კატალონიელები, მოსახლეობა შეადგენს 45,8 მილიონს. ქვეყნის სახელმწიფო ენა არის ესპანური, რელიგია კათოლიციზმი.
იგი შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილზეა მაღალმთიანი რეგიონების მიხედვით, მათთვის დამახასიათებელია ცივი ზამთარი, თოვლიანობა, გრილი ზაფხული. ესპანეთი ცნობილია, იმითაც , რომ აქ ძირითადად ჭარბობს მზიანი დღეები.
ესპანეთში საკმაოდ ბევრია პატარა ზომის მდინარეები, მდიდარია ფლორა, მარტო კანარის კუნძულებზე დაახლოვებით 8000 ჯიშის მცენარეა.
ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს მომსახურების სფერო, ძირითადად ტურიზმს, იგი დიდ როლს თამაშობს მრეწველობის განვითარებაში, დარგების მოდერნიზაციაში. ესპანეთი პირველ ადგილზეა ზეთისხილის წარმოებაში, ასევე განვითარებულია: აგრობიზნესი, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა.
ესპანეთი მდიდარია კულტურული ძეგლებით, საზღვაო კურორტებით, ტრადიციებით, რაც მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის ამ ქვეყანას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ქალაქი ტურისტული კუთხით: ბარსელონა და მადრიდი, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალაქი უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტისთვის ამ ორი ქალაქის მონახულებას. ბარსელონა უფრო აქტიური, მოხეტიალე მუსიკოსებით, ხმაურიანი, ხოლო მადრიდი უფრო კლასიკური, მშვიდი.
ფართოდაა ასევე განვითარებული გზების მშენებლობა, რაც კონფორტულს ხდის გადაადგილების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ესპანეთში სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძეა თხუთმეტი ათასი კილომეტრი, აეროპორტში წლის განმავლობაში დაახლოვებით 50 მილიონი მგზავრის გადაადგილება ხორციელდება. 2008 წლის მონაცემებით ესპანეთს დაახლოებით 59 მილიონამდე ტურისტი ესტუმრა. იგი მესამე ადგილზეა ტურისტების ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს შორის. აქ ქვეყანაში მოგზაურობა ასოცირდება მზესთან, არაჩვეულებრივ კერძებთან, ფლამენკოსთან, კორიდასთან, ტემპერამენტთან, კულტურულ სიმდიდრეებთან.
ესპანეთში მოგზაურობა არამარტო შანსს გაძლევთ გაეცნოთ ახალ ქვეყანას, არამედ ამდიდრებს მსოფმხედველობას, ემოციებს და გემოვნებას.