contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ხორვატიის შესახებ: Naniko

რესპუბლიკა ხორვატია განლაგებულია ცენტრალურ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დედაქალაქი ზაგრები ყველაზე მსხვილი ქალაქია. სახელმწიფო ესაზღვრება სლოვენიას, ბოსნიას, ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, უნგრეთს და სერბეთს, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.

ხორვატია ჯადოსნური ქვეყანაა უნიკალური ბუნებით, უამრავი ნაციონალური პარკით (პლივიცის ტბები, კრკა, ბრანჟაკაის მღვიმის ნაკრძალი და სხვა.). ქვეყანას აგრეთვე უწოდებენ ადრიატიკის „გულს“ ან “იმედის სანაპიროს“: ერთხელ აქ თუ მოხვდებით, სამუდამოდ დატოვებთ აქ თქვენი გულის ნაწილს. ქვეყნის სიმბოლო არის ზამბახი. ხორვატია გახლავთ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანა .

აქ ტარდება არაჩვეულებრივი და უცნაური გასართობი ღონისძიებები:

* "სამყაროს ცენტრის დღე"ს ყოველწლიურად აღნიშნავენ ლუდგრეგში. ამ დღეს ქალაქის შადრევნიდან იფრქვევა ღვინო წყლის ნაცვლად;

* ზაგრებში საფხულში ყვავილების ფესტივალი ტარდება "ფლორა-არტი" .

ხორვატიის შესახებ

ზაგრები ჩამოყალიბდა ორი ქალაქის შეერთებით: კაპტოლას და გრადეცას. ქალაქის ცენტრში წმ. მარკოზის ეკლესიაა და პრეზიდენტის სასახლე „ბანსკი-დვორი“.

განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ ფეხით მოსიარულე ივანე ზამკარდიას სახელობის ხეივანი, Lotrscak-ის კოშკთან ფუნიკულიორზე ასვლა, საიდანაც არაჩვეულებრივი ქალაქის ხედი იშლება.

გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. წინ გველის წმ. შტეფანეს ტაძარი, შემდეგ ბაროკოს სტილის არქიეპისკოპოსის ტაძარი, და ბოლოს ი. ელაჩიჩის სახელობის მოედანი თაღით.

დოლაჩის ბაზარი ძალიან ხმაურიანია, აქ შეიძლება ნამდვილად შეიგრძნო ძველი ხორვატიის სილუსკვეთება, ევაჭრო მეგობრულად განწყობილ განყიდველებს და შეიძინოთ ბევრი დელიკატესი.

კომედიის თეატრში ყოველ საღამოს ანშლაგია.

ზაგრების პარკები ბევრ ტურისტს იზიდავს. ყველაზე დიდი მათგანი „მაქსიმირია“, გაშენებული ჯერ კიდევ 19 ს. და ქალაქის ბოტანიკური ბაღი.

ზაგრების ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა – ანტე მომარას მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ეგვიფტური და ძველ-ბერძნული ხელოვნების ნიმუშები, და აგრეთვე რენესანსის ეპოქის მხატვრების ტილოები: ვან დეიკის, რაფაელის, რენუარის ან სხვა.

შტროსმაიერის გალერეაში ძველი ოსტატების ნიმუშებია წარმოდგენილი.

ხორვატიის სხვა ქალაქები გელით, რათა გაგაოცოთ თავისი სილამაზით, მდიდარი ისტორიით და უგემრიელესი სამზარეულოთი.

„ის, ვინც ეძებს სამოთხეს დედამიწაზე, უნდა წავიდეს დუბროვნიკში“- ეს სიტყვები ეკუთვნის ბერნარდ შოუს.

არსებობს ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქების რეიტინგი, რომლის სამეულში შედის დუბროვნიკი, ვენეცია და ამსტერდამი. ქალაქი შედის იუნესკოს მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა სიაში. ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობებია: მთავარი ქუჩა-სტრადუგი, ლოჟის

მოედანი, სპონცის სასახლე (16 ს.), დომინიკანის მონასტერი (14 ს.), წმინდა ვლასიას ეკლესია (18 ს.), ფრანცისკანერების მონასტერი (14 ს.) დუბრობნიკში უამრავი საინტერესო ადგილია: ფრანცისკანური მონასტრის ბიბლიოთეკა, სადაც ინახება ძველი ალქიმიკოსების წიგნები, კათედრალური ტაძარი, აშენებული არქიტექტორ ბუფალინის პროექტით 1713 წ. შუასაუკუნეების ქანდაკებებით.

ხორვატიის ნაციონალური სამზარეულო ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. კერძების ნაირსახეობა, დალმაციური პრშუტი, ისტრიული სუპი მანეშტრა, ლიჩის და ცხვრის ყველი, სხვადასხვა კულენები (ძეხვის ნაირსახეობა) და ა.შ – ნამდვილი ხორვატიული კერძებია.

სასმელებიდან აღსანიშნავია წითელი ღვინოები „ტერანი“, „მერლო“, „ოპოხლო“, „პლავაცი“, თეთრი ღვინოები „მალვაზია’, „პოშიპი“, „ჟლახტინა“ და სხვა. მაგარი სასმელებიდან „სლივოვიცა“, „ტრავარიცა“ და „მარასკინო“.

მყუდრო კაფეების და რესტორნების ფასები საკმაოდ მისაღებია. ვახშამი ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით დაგიჯდებათ დაახლოებით 20-25 ევრო. ულუფები ძალიან დიდია, განსაკუთრებულად ნაციონალურ რესტორნებში „კონობე“-ში.

ქალაქ ისტრში არის „დახრილი“ კოშკი -სამრეკლო, რომლის სიმაღლე აღწევს 22 მ, გადახრის კუთხე კი 40 см.

მახლობლად განლაგებულია ქალაქი-ციხე, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 23 კაცს შეადგენს და შეტანილია გინესის რეკორდის წიგნში როგორც ყველაზე პატარა ქალაქი პლანეტაზე.

ტროგირი აღსანიშნავია იმ ფაქტით, რომ მისი ცენტრი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ქალაქი განლაგებულია კუძულზე და მატერიკს ხიდით უერთდება. დაარსებულია ბერძნების მიერ ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ანტიკური დროიდან ტროგირში შემორჩა ქალ-ღმერთის ჰერას სამსხვერპლო, რომის აბანოების-თერმების ნანგრევები, პანის და ბაქუსის გამოსახულებიანი სტელები და სხვა რელიკვიები.

ტროგირის ძველი ცენტრი კედლებით არის გარშემორტყმული, რომლებიც იტევენ სასახლეს, რამოდენიმე შენობას და სხვადასხვა არქიტექტურული სტილის კოშკებს. ქალაქის ყველაზე ცნობილი შენობაა – წმ. ლოვროს კათედრალური ტაძარი.

სპლიტი მეორე ქალაქია ზაგრების შემდეგ. ქალაქი დაარსებულია დიოკლეტიანის სასახლის ნანგრევების ადგილზე, რომლის კედლებს გაღმა VIII საუკუნეში მეზობელი ქალაქების მაცხოვრებლები პოულობდნენ თავშესაფარს ავარიელი და სლავი შემოსევების დროს.

სპლიტში ტარდება უამრავი ფოლკლორული დღესასწაული: მეთევზეების ღამეები, როდესაც ყველა მსურველს შეუძლია დააგემოვნოს ზღვის პროდუქტის დელიკატესები, მუსიკალური ფესტივალები და სხვა.

ხორვატია გელით!