contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ჩეხეთის შესახებ: ბოჰემიური ლეგენდა

უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული ადგილების სიმრავლე, სტუმართმოყვარეობა და შესანიშნავი სამზარეულო ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი შეაყვარებენ ჩეხეთს. თუნდაც ერთი ვიზითის შემდეგ თქვენ მოგინდებათ კვლავ დაბრუნება ამ ქვეყანაში!

ქვეყნის დედაქალაქი პრაღაა. ჩეხეთის მსხვილი ქალაქებია: ბრნო, ოსტრავა, პლზენი, ოლომოუცი, ჩესკე-ბუდიოვიცე ,პარდუბიცე და სხვა

პრაღა განსაკუთრებული ქალაქია, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ევროპაში. მისი ჯადოსნური ატმოსფერო უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქი განლაგებულია მთიან ტერიტორიაზე. აქ ბევრი ულამაზესი პარკი და ბაღია, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის ნახევარს იკავებენ. გაზაფხულის პრაღა ჩაფლულია აყვავებული ალუბლის, იასამნის და მაგნოლიის ბაღებში. პრაღის ისტორიული ღირშესანიშნაობები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ: ძველი ქალაქი (Staré Město) და ებრაული უბანი, სტარომესტკის მოედანი (Staroměstské náměstí), ცნობილი ასტრონომიული საათით და კარლოვის ხიდი (Karlův most), აგრეთვე მალა სტრანა (Malá Strana) და გრადჩანი. ძველი პრაღის ცენტრი იუნესკოს მემკვიდრეობის მფარველობის ქვეშ არის. ერთი სიტყვით ფოტოსურათების მასალა ულევია. საფრანგეთის ეიფელის კოშკის ანალოგი პეტრშინსკის კოშკია (Petřínská věž) და ა.შ.

ჩეხეთის შესახებ

განსაკუთრებული პრაღის კაფეები, ლუდის ბარები და რესტორნები აგრეთვე ქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენენ, დააკმაყოფილებენ ნებისმიერ გემოვნებას, რომლის უმეტესობას საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია.

ჩეხეთის სამზარეულო გახდა ცნობილი პირველ რიგში კნედლიკების, ძველებური რეცეპტებით მომზადებული ჩაშუშული ღორის ხორცის შეჭამანდით, კომბოსტოს მწნილის და შემწვარი ღორის ბარკლის წყალობით.

VII საუკუნის ლეგენდის თანახმად სლავური თავადი ქალი ლიბუშა თავისი გამოცხადება-სიზმრის შემდეგ უბრძანა ციხე-სიმაგრის და ქალაქის აშენება (ჩეხურად práh ნიშნავს სახლის ზღურბლს). ორასი წლის თავზე პრაღა გახდა პრშემისლოვიჩების სამეფო დინასტიის რეზიდენცია.

ქვეყანაში ზომიერი კლიმატია, გარდამავალი ზღვის კონტინენტალურამდე. ზაფხული არც ისეთი ცხელია, ივლისის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +19..+21 °C. ზამთარში დიდი ყინვები არ იცის, დაახლოვებით −2..-4 °C. სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. მოგზაურობა ჩეხეთში ნებისმიერ სეზონში მიზანშეწონილია.

ორი ცნობილი სათხილამურო კურორტის ტრასებია — წმინდა პეტრეს და მედვედინის ტრასები, სადაც მთლიანობაში 11 ტრასაა, დიდებისთვის და ბავშვებისთვის, აგრეთვე სნოუბორდის მოყვარულთათვის. ტრასების საერთო სირდძე შეადგენს 13 კმ.

შუასაუკუნეების რაინდების ციხე-სიმაგრეები ქვეყნის განსაკუთრებულ იერს ქმნიან. ჩეხური სასახლეების „მეფედ“ ზვიკოვის ციხე-სიმაგრეა მიიჩნევა, აშენებული XII საუკუნეში, სასახლე განლაგებულია გორაზე, მდინარეების ვლტავასი და ოტავას შესართავთან.

ჩეხეთის ბუნება იდეალური არეალია როგორც ფეხით მოსიარულე და ლაშქრობების მოყვარული ტურისტებისთვის, აგრეთვე ალპინისტებისთვისაც. სხვა პოპულარული ზამთრის კურორტებია კრკონოშე, ესენიკი, ეზერის მთები და სხვა, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან იტალიის და შვეიცარიის ცნობილ კურორტებს. სასტუმროების ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული და მაღალი დონის სერვისით გამოირჩევა, რის გამოც ქვეყანა იდეალურ პირობებს გთავაზობთ ზამთრის არდადეგების გასატარებლად. ადგილობრივი სუვენირების შეძენა შეგიძლიათ პრაღის ცენტრში ძველებურ „გაველაქსის“ ბაზარზე. ბაზარს 700 წლიანი ისტორია აქვს.მახლობლად წმინდა ჰავლეს ეკლესიაა.

იმის მიუხედავად, რომ ჩეხეთი შენგენის ზონაში შედის, რესპუბლიკამ შეინარჩუნა საკუთარი ვალიუტა – ჩეხური კრონა, კურსი დაახლოვებით შეადგენს 100 CZK = 4 Euro.

დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ შვებულების ან არდადეგების ადგილის ძებნით, იმოგზაურეთ ჩეხეთში და თქვენი გულის ნაწილი სამუდამოდ აქ დარჩება! გეპატიჟებით ჩეხეთის ზღაპრულ სამყაროში!