contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ყაზახეთი: ჩინგიზხანის შთამომავლები

ყაზახეთის რესპუბლიკა – ნამდვილი მუზეუმი გახლავთ ღია ზისქვეშ. თქვენ გელით ბუნებრივი საოცრებანი, ლეგენდარული ტბა ბურაბაი, ალატაუს ალპური მდელოები, მდინარე ჩარინის არაჩვეულებრივი კანიონი, ეგრედ წოდებული ამერიკის დიდი კანიონის „უმცროსი ძმა“. კანიონს უნიკალური რელიქტური წიფლნარი ამშვენებს. ალმატი განლაგებულია ტრანს-ილის ალატაუს მთებთან, აქ ნაციონალური სტილი და თანამედროვე არქიტექტურის საინტერესო მომუმენტებია წარმოდგენილი. ალმატი ნიშნავს „ვაშლის მამას“, დაფუძნებული 19 საუკუნეში სოფელ ალმატის ადგილზე, რომელიც დარბევების და ომების შედეგად განადგურდა და ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი გახლდათ 1998 წლამდე. ტრანს-ილის ალატაუს მთები კედელივით იცავს ალმატის სამხრეთ საზღვარს. ქალაქი აოცებს ყველა სტუმარს თავისი სილამაზით, გამწვანებით, უამრავი შადრევნებით, დიდებული გამზირებით და სხვა. ქალაქში უხვად არის წარმოდგენილი თეატრები, მუზეუმები, რესტორნები, ღამის კლუბები და ასე შემდეგ. პანფილოვის ცნობილი ოთხკუთხედის ფორმის პარკი- ახარებს ალმატელებს გამწვანებული მასივით, მდებარეობს ზენკოვის ტაძართან–ღმერთის წყალობით ეს ეკლესია გადაურჩა 1911 წლის მიწისძვრას. ტაძარი თავიდან ბოლომდე აშენებულია ხის მასალისგან ლურსმნის გამოყენების გარეშე. პარკის დასავლეთ ნაწილში არასანის აბანოებია, სადაც წარმოდგენილია ტურქული, ფინური და რუსული ტიპის აბანოები. სახელმწიფო მუზეუმში ქვეყნის ისტორიის მრავალი ექსპოზიცია ინახება და მათ შორის „ოქროს კაცის“ ზუსტი კოპიო, რომლის სამხედრო ჩაცმულობა/აბჯარი ნაკეთია 4000 ოქროს ფილისგან და წარმოადგენს ქვეყნის არქეოლოგიურ საგანძურს.

ყაზახეთი: ჩინგიზხანის შთამომავლები

ყაზახეთში უამრავი წიაღისეული მოიპოვება: ფერადი და შავი ლითონი, ურანის საბადო, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და სხვა. ქვეყანას უკავია მოწინავე პოზიციები მსოფლიო ეკონომიკაში ცინკის, ტყვიის, ვოლფრამის, ვერცხლის, ქრომის და სხვა საბადოების მოცულობაში. აღსანიშნავია რომ ყველა საბადო ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ყაზახეთის გადაკვეთის დროს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში აღმოვჩნდებით, სადაც მრავალფეროვანი და უნიკალური ფლორა და ფაუნა არის წარმოდგენილი. აქტაუს მიწისქვეშა მეჩეთი-ბეკეტი უკავშირდება 18 საუკუნის მქადაგებელს ბექეთ-ატას. მეორე მიწისქვეშა მეჩეთი შაქფათ-ატა 10 – 13 საუკუნეებშია აგებული. მეჩეთს ლათინური ჯვრის ფორმა აქვს და კლდეშია ნაკვეთი.

ქალაქი თურქესტანი 1500-წლის არის, სადაც ხოჯი ახმედ-იასავიმ დაარსა სასულიერო სკოლა. ასე თურქესტანმა შუასაუკუნეენის ყაზახეთის განათლების ცენტრის სტატუსი.

XIV საუკუნეში მავზილეუმის გარშემო მრავალი შემობა იყო აგებული თემურის მიერ. მუსულმანურ სამყაროში ხოჯი ახმედის მავზოლეუმი მეორე მეკის სახელით არის ცნობილი. ტურისტებს შეუძლიათ ცნობილი თურქესტანის ბაზრობა დაათვალიერონ და ტამგალის ბრინჯაოს ეპოქის ბუდისტური პეტროგლიფები .

ბაბაჯა-ხათუნის და აიშა-ბიბის მავზოლეუმები UNESCO-ს სიაშია შეტანილი.

ასტანა თანამედროვე ყაზახეთის დედაქალაქი გახდა.ეს მყუდრო და მწვანე ქალაქია. აქ ბევრი უმაღლესი სასწავლებებია: ევრაზიის უნივერსიტეტი, მუზეუმები, ორი დრამატული თეატრი .ტრანს- ილის ალატაუ და კიუნგეი-ალატაუ 4000 მ სიმაღლეზე განლაგებული ტურისტული სამოთხე გახლავთ.

ხან-ტენგრის მწვერვალი – ჩრდილოეთი ტიან-შანის ულამაზესი მწვერვალია და ყველა ალპინისტის ოცნება, რათა დაიპყროს 7000 სიმაღლის მთა.

აქტაუ ისეთ ლანდშაფტშია განლაგებული, სადაც ადამიანის არსებობა თითქმის შეუძლებელი გეჩვენებათ უდაბნოს სიახლოვის გამო. ქალაქი დაარსდა, როდესაც აქ ურანის საბადო აღმოაჩინეს.

ბალხაშის ტბა დიდ ტერიტორიას იკავებს, მარგამ ტბის ნაწილი მარილიან წყალს შეიცავს, ხოლო მეორე ნაწილი კი მტკნარს, რამაც განაპირობა თევზის ასეთი განსხვავებული ჯიშების ნაირსახეობა. ქვეყანაშუ სულ 7 ათასამდე ბუნებრივი ტბა არის.

საქორწილო ცერემონია ერთ-ერთი უმალაზესი ცერემონიალია ყაზახეთში.

ნავრუზის დღესასწაული ჯერ კიდევ შუა აზიის ისლამინდელ ხალხებს შორის იყო გავრცელებული. დღესასწაულის არსი ბუნების გაღვიძების და გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს. ამ დღს დაბადებულ ვაჟიშვილებს ხშირად ნავრუზბაიებს ან ნავრუზბეკემს არქმევენ, ხოლო გოგოებს კი ნავრუზებს ან ნავრუზგულების სახელებს ანიჭებენ. ნავრუზის დადგომამდე ყველა აწესრიგებს თავის სახლ-კარს, ისტუმრებს ვალებს, ურიგდება ახლობლებს, რადგან, როგორც ბერები იძახიან ნავრუზის დროს სნეულებანი და უსიამოვნებანი ახლოს არ უნდა მოაკარო სახლს.

სადღესასწაულო სუფრა დასტარქანი ყოველ ოჯახში იშლება. ნავრუზის დღეებში ტარდება სხვადასხვა ხალხური თამაშები, ტრადიციული დოღი, რადგან ცხენს ყაზახურ ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყაზახები მომთაბარე ერი იყო და ცხენის კულტი გასისხლხორცებული აქვთ საუკუნეების მანძილზე.

ხელგაშლილი და მრავალფეროვანი ყაზახეთი გელით! მობრძანდით წელიწადის ნებისმიერ დროს, იმოგზაურეთ ჯგუფთან ერთად ან დამოუკიდებლად, იქირავეთ ავტომანქანა და მერწმუნეთ, ეს თავგადასავალი სამუდამოდ დარჩება თქვენს მოგონებებში.