contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლატვიის შესახებ: ლატვიური არდადეგები!

ლატვია ხალხური ტრადიციების ქვეყანაა, აქ წარმოდგენილია არაჩვეულებრივი არქიტექტურა, ბალტიის პირეთის უამრავი კურორტი, ძველებური სასახლეები, მინერალური წყლები და ქარვა. ულამაზესი ლანდშაფთი მიჰყვება დაუგავას და გრძელდება რიგის ყურეს ვიძემის სანაპირომდე. მშვენიერი ტბები ლატვიის სიამაყეა.

რიგა განლაგებულია მდინარე დაუგავას ორივე სანაპიროზე, რიგის ყურეს მახლობლად. დედაქალაქი თვითონ წარმოადგენს ღირშესანიშნაობას და პრიბალტიკის უდიდესი ქალაქი გახლავთ, რომლის მოსახლეობა აღწევს 700 ათას მოქალაქეს. რიგის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში. ძველი რიგის ეკლესიები, შუასაუკუნეების ხუროთმოძღვება და განუმეორებელი იუგენდსტილი, უამრავი ვიწრო ქვაფენილი ქუჩა და კრამიტით გადახურული სახლები, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ნახოთ საკუთარი თვალით.

ლატვიის შესახებ

წმინდა პეტრეს ეკლესიის თავზე განლაგებული ტერასიდან თავბრუდამხვევი ხედები იშლება 72 მეტრის სიმაღლიდან, საიდანაც მშვენივრად ჩანს ძველი ქალაქი, რიგის ცენტრი, აგრეთვე მდინარეები დაუგადა და პარდაუგავა (ზადვინიე). თან მშვენიერ სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებთ!

გრანდიოზული დომსკის ტაძარი, სადაც ტარდება ორღანული მუსიკის კონცერტები გაგაოცებთ თავისი სიდიადით.

ახლა კი სადილის დრო დადგა. უამრავი რესტორანი გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ნაციონალური კერძებით, სადაც თბილ ამინდში ზაფხულის ტერასაზე მოეწყობით და დატკბებით ქალაქის ხედებით. არაჩვეულებრივი ადგილობრივი ფუნთუშები თუ ნამცხვრები, განთქმული პურის სუპი ნაღებით, ღორის ხორცის „რულკა“, ცივი ზაფხულის სუპეპი-ყველანაირ ქებას იმსახურებენ.

ალბერტის ქუჩა, სადაც შენობების უმეტესობის პროექტი მიხეილ აიზენშტეინს ეკუთვნის (ცნობილი რეჟისიორის სერგეი აიზენშტეინის მამას) და ეგრეთწოდებული «საელჩოების უბანი», სადაც უხვად წარმოდგენილია „იუგენდსტილი“.

იაუნიელა ან კინემატოგრაფის ქუჩა, სადაც გადაიღეს საბჭოური ფილმების ბევრი კადრი -ბეიკერ სტრიტი და ყვავილების ქუჩა ფილმში “გაზაფხულის 17 წამი”, ბავშვობიდან ცნობილია ყველა საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქესთვის.

თუ კი არ ნახავთქვეყნის ბაზარს, ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ ქალაქის კოლორიტს. ვესტუმროთ რიგის ბაზარს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში, შედგება 4 პავილიონისგან, რომლის გარეთაც უამრავი კიოსკი და პატარა მაღაზიაა. ბაზარი გაგაოცებთ თავისი მასშტაბით, სისუფთავით და აქ წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნებით: შებოლილი ქათამი, ნაირნაირი ხორცის დელიკატესები, შებოლილი თევზი, ცნობილი შავი პური, კვლიავის ყველი და ბევრი სხვა.

რიგის სასახლეები, პარკები და ციხესიმაგრეები ცნობილია მთელ ევროპაში: თავადი კურლიანდსკების სასახლე ცნობილი იტალიელი არქითექტორის რასტრელის შედევრია. ულამაზესი ცეისვანის სასახლე , აშენებულია 1890 წ. ტურისტების საყვარელი ადგილები ვიდძემეს მიდამოებში, სადაც უამრავი კოხტა სოფელია. ამ პროვინციაში პოპულარულია

აგროტურიზმი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიმშვიდე. ამ რეგიონის ცენტრი გახლავთ ქალაქი ელგავა.

იურმალა არ საჭიროებს წარდგენას, იკავებს რიგის ყურეს 32 კმ სანაპიროს და გეპატიჟებათ დასასვენებლად უამრავ კურორტსა და პანსიონატში. მუსიკალურმა ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ ბევრ ქვეყანაში დაიმსახურა პოპულარობა.

სუვენირებიდან არ დაგავიწყდეთ ლატვიიდან ჩამოიტანოთ ცნობილი შავი ბალზამი (Rīgas Melnais balzams).

დრო არის ვეწვიოთ მუზეუმებს, რომლების რიცხვი 150-მდე აღწევსЖ "გლიუკის ბიბლია", ფიტინგჰოფის საკარმიდამო, რიგის ისტორიის და საზღვაო ნავიგაციის მუზეუმი, ერთადერთი პრიბალტიკაში ფაიფურის მუზეუმი, თოჯინების მუზეუმი. ლატვიაში ძველი დროიდან მზის კულტს სცემდნენ ტაყვანს, ამიტომ მზის გამოსახულების ბევრი ძეგლი შეგხვდებათ. ამასთან დაკავშირებით რიგაში გახსნილია მსოფლიოში ერთადერთი მზის მუზეუმი, სადაც მიხვდებით, რომ ყოველი ადამიანი სხვანაირად აღიქვამს მზეს. მუზეუმის ექსპოზიციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრის და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნიმუშები ინახება. დაახლოვებით 400 მზე. მუზეუმი თითქოს ატანს თავის სტუმრებს სითბოს და სინათლის ნაწილს და სამახსოვროდ ყველა ვიზიტიორს პატარა მზით ასაჩუქრებს, რომლის მოხატვა აქვე შეიძლება თქვენი გემოვნების მიხედვით.

ერთი სიტყვით ლატვია საუკეთესო ადგილია როგორც ოჯახური მოგზაურობისთვის, აგრეთვე რომანტიული ტურისთვის.

ოცნებები უნდა ახდეს, ამიტომ დრო არის განახორციელოთ თქვენი ნატვრა-მოიწყეთ ლატვიური არდადეგები!