contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლიტვას შესახებ: არქიტექტურაში გაშეშებული მუსიკა

ლიტვა ჩრდილო ევროპის ბალტიის პირეთის ერთ-ერთი სახელმწიფოა კომფორტაბელური ქვიშიანი პლიაჟებით, კრისტალურად სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებით, არქიტექტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობებით. პალანგას პლიაჟები, უნიკალური კურშსკის კოსა (შეტანილია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძურში), ცნობილი ბირშტონასის, ნერინგას და დრუსკინინკაის სანატორიუმები და სხვა დაუვიწყარი ადგილები დააინტერესებს ნებისმიერს, რათა გაეცნოს ქვეყანას, დაისვენოს ლიტვაში ან ბიზნესი აწარმოოს.

ქვეყანა განლაგებულია აღმოსავლეთ-ევროპულ დაბლობზე. აღმოსავლეთიდან რესპუბლიკა ესეზღვრება ბელორუსიას, სამხრეთიდან — პოლონეთს, სამხრეთ-დასავლეთიდან — რუსეთს (კალინინგრადი). ქვეყნის დედაქალაქი ვილნიუსია. სხვა მსხვილი ქალაქებია: კაუნასი, კლაიპედა, პანევეჟისი და შაულიაი. ლიტვის ტერიტორია შეადგენს 65 300 კმ², მოსახლეობა კი 3,6 მილიონს. ლიტველების გარდა აქ ცხოვრობენ ბელორუსები, რუსები, უკრაინელები და სხვ. ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებად რჩება ბუნებრივი რესურსების დაცვა და სუფთა ეკოლოგია.


О Литве

ზომიერი კლიმატი, სამკურნალო პროცედურები, მისაღები ფასები, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი ღირშესანიშნაობების უამრავი რიცხვი განაპირობებენ ტურიზმის განვითარებას. ქვეყნის შესვლა ევროკავშირში დამათებით უპირატესობას გვაძლევს: მოგზაურობა პრიბალტიკაში და მას შემდეგ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ერთი ვიზის მიღებით. ვილნიუსი ითვლება დიდი ლიტველი თავადის გედემინასის ქალაქად, როგორც ლიტვის სახელმწიფოს დამაარსებლის. გედემინასმა გადაიტანა დედაქალაქი ვილნიუსში 1323 წელს ტრაკაიდან. ამ მოვლენას მოჰყვა ვილნიუსის აყვავება. იმ პერიოდში ქალაქმა ევროპული იერი მიიღო, არქიტექტურამ კი იტალიური ზეგავლენა განიცადა. ვილნიუს ხშირად უწოდებენ ჩრდილოეთის იერუსალიმს, რათა ძველ ქალაქში ოთხი კვარტალი ესაზღვრება ერთმანეთს– კათოლიკური (ლიტველები და პოლონელები), პროტესტანტური (გერმანელები), ებრაული და მართლმადიდებლური (რუსები). ძველი ვილნიუსის ისტორიული ცენტრი ბაროკოს არქიტექტურული შედევრებით იუნესკოს მემკვიდრეობის დაცვის ძეგლებშია შეტანილია. ქვაფენილიანი ქუჩები, აყვავებული ხეივნები, მშვიდი მოსახლეობა და უამრავი ყვავილები ყველგან. წმინდა ანას კათოლიკურმა ეკლესიამ ჩვენამდე მოაღწია თითქმის პირვანდელი სახით და გახლავთ ვილნიუსის ერთ-ერთი სიმბოლო. ნაპოლეონი ბონაპარტი ისე მოიხიბლა ამ ტაძრით. რომ მისი პარიზში წაღება უნდოდა „ხელის გულზე“.

ლიტვა გაგიმასპინძლდებათ „შიუპინისით“, ფაფის განსაკუთრებული ნაირსახეობით, რომელსაც ამზადებენ კარტოფილით, ბარდით და შემწვარი ხორცით, აგრეთვე განთქმული შავი პურით, და სახლში დამზადებული ძეხვით, დესერტზე კი არომატული ჭვავის ბურახი.

დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ტრაკაი, რომელიც ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით. ეს ქალაქი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ტრაკაის „მარგალიტი“ გახლავთ — წყალზე განლაგებული ციხე-სიმაგრე. თავადების რეზიდენცია დრეს-დღეობით მუზეუმი და მუსიკის სამყაროს ვარსკვლავების კონცერტების ჩატარების ადგილი გახდა. ახლად რესტავრირებული მშვენიერი ციხე-სიმაგრის ექსკურსიის გარდა თქვენ

შემოგთავაზებენ ძველებური რეცეფტებით დამზადებულ ლიტვურ კერძებს.

მობრძანდით ლიტვაში, სადაც თქვენ ევროპის ნაწილს იპოვით, და, შესაძლებელია, შთაგონებასაც. იმოგზაურეთ ტბების და ეკო-ტურიზმის ქვეყანაში. ავტომანქანის ქირავნობა მოგცემთ საშუალებას საკუთარი უნიკალური მარშრუტი შექმნათ.