contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




პოლონეთის შესახებ: გაცოცხლებული გოტიკა!

პოლონეთი ყოველთვის აღმოსავლეთის და დასავლეთის გზა-ჯვარედინზე იმყოფებოდა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ქვეყანა უნდა ამაყობდეს თავისი ცნობილი თანამემამულეებით: ნიკოლაი კოპერნიკი, იგნატიუს კრასიცკი, ადამ მიცკევიჩი, ჰენრიკ სენკევიში, ფრედერიკ შოპენი, კშიშტოფ ზანუსია, ანდჯეი ვაიდა და ბევრი სხვა.

პოლონეთის რესპუბლიკა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიკის ზღვას. აგრეთვე ესაზღვრება რუსეთს (კალინინგრადი), ლიტვას, ბელორუსიას და უკრაინას, სლოვაკიას და ჩეხეთს, დასავლეთით კი გერმანიას. ქვეყნის მსხვილი ქალაქებია ლოძი, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლიუბლინი.

ვარშავის ულამაზესი მეფის სასახლე და ცენტრალური მოედანი, იოანე ნათლისმცემლის მთავარი კათოლიკური ტაძარი და სხვა ღირშესანიშნაობები და არქიტექტურული ფასეულობები ვარშავის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. დედაქალაქის ისტორიული ცენტრი, აღდგენილია მეორე სამამულო ომის შემდეგ, და იუნესკოს დაცვის ქვეშ არის.

О Польше

ჩენსტოხოვი გამოირჩევა არაჩვეულებრივი იურული პერიოდის მთიანი პეიზაჟებით. ცნობილი მონასტერი იასნა გორაში მდებარეობს. ქრისტიანების თაყვანისცემის შავი მადონას სასწაულ მოქმედი ხატი ჩეხონსტოვოში გახლავთ.

გდანსკის ზღვის პირეთი თავისი რბილი კლიმატით შემოგთავაზებთ საუკეთესო პლიაჟებს. გდანსკის მახლობლად განლაგებული სოპოტი ცნობილი მუსიკალური ფესტივალების და პლიაჟების ქალაქია.

პოლონეთის ყოფილი დედაქალაქი კრაკოვი ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული დანიშნულების ქალაქია. კრაკოვის სტუმრები მოიხიბლებიან მისი ჯადოსნური ატმოსფეროთი და არაჩვეულებრივი არქიტექტურით. შუა საუკუნეების ეკლესია, რენესანსის პერიოდის სასახლე, მოდერნ-თეატრი (Art Nouveau) და ბევრი სხვა რამ. ნაირფეროვანი ღამისცხოვრება უამრავი ბარის, ღამის კლუბის თუ რესტორნის წყალობით სჩქებს.

მაზურის მიდამოებში 3,000 მდე ტბაა, როლმელიც იზიდავს წყლის სპორტის სახეობების მოყვარულებს და მეთევზეებს. აქ წარმოდგენილია ბევრი ძველებური სასახლე: რიშელე, ნიძიცა და გიჟიცკო, ულამაზესი ეკლესია სვენტა ლიპკეში.

ტორუნი ცნობილია პირველ რიგში როგორც ნიკოლაი კოპერნიკის დაბადების ადგილი. აქ თქვენ გელოდებათ უამრავი საოცარი შენობა-ნაგებობა და საინტერესო მუზეუმი. ქალაქი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ტორუნში პიზის მსგავსი დახრილი კოშკიც არის, "ქსივა ვეჟა" – ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკს წარმოადგენს, აგებულია XIII საუკუნეში. იმის აქეთ, ის გადაიხარა ვერტიკალიდან დაახლოვებით ნახევარი მეტრით.

პოლონეთის სამზარეულო ფარტოდ არის ცნობილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. უსათუოდ უნდა დააგემოვნოთ ნაციონალური კერძი, "ცურეკი" (განსაკუთრებული წვნიანი), აგრეთვე "ბიგოსი" (კომბოსტოს მწნილის და ხორცის ჩაშუშული) და"ფლიაკი" (სუპი). სათხილამურო კურორტების ცნობილი სასმელია – "გჟანეცი" (ცხელი ლუდის მაგვარი სასმელი თაფლით და სპეციებით).

უაღრესად ადვილია შეიყვარო პოლონეთი, გაცილებით ძნელია ქვეყნიდან გამგზავრება! მეგობრული და სტუმართმოყვარე პოლონელი ხალხი გელით!