contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




უზბეკეთი – ათას ერთი ღამე

ნაცნობი და ამავე დროს იდუმალებით მოცული აზია ყველას იზიდავს მდიდარი ბაზრებით, სადაც ტკბილეულის და ხილის სიმრავლე, ჰაერში კი მადის აღმძვრელი აზიური კერძების არომატი ტრიალებს. უზბეკეთი განლაგებულია აბრეშუმის გზის გადაკვეთაზე და მოქცეულია მდინარე ამუდარია და სირდარიას ხეობებში. ეს გახლავთ ყველაზე დიდი მდინარეები აზიაში. მშრალი კლიმატის გამო მდინარეების უმრავლესობა ზაფხულში შრება. ყველაზე მსხვილი და ქვეყნის ერთადერთი ზღვის წყლის მდინარე – არალის ზღვა გახლავთ, რომელიც ყაზახეთს ესაზღვრება. ტბის დასახელება "არალი" ნიშნავს "კუნძულს". უძველესი დროიდან არალი ითვლებოდა ყარაყუმის და ყიზილყუმის უდაბნოების ოაზისად. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე არალის ზღვის ნაპირი 80 კმ დაიხია უკან და სამი პატარა მდინარე შეიქმნა.

რესპუბლიკის განვითარებული ეკონომიკა ინდუსტრიის მრავალი დარგით არის წარმოდგენილი. მისი ძირითადი მიმართულებებია: ბუნებრივი აირის, მეტალურგიის, ბამბის და საფეიქრო ინდუსტრია. მთავარ სიამაყეს წარმოადგენს ბამბა, რომელსაც „თეთრ ოქროს“ უწოდებენ.

უზბეკეთი - ათას ერთი ღამე

დედაქალაქთან და თუნდაც ქვეყანასთნ პირველი გაცნობა იწყება აეროპორტიდან. საერთაშორისო აეროპორტი უმასპინძლდება ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავებს პლანეტის უმსხვილესი ქალაქებიდან. ტაშკენტი გახლავთ ჭრელი ყვავილი, რომლის ფურცლები შედგება სხვადასხვა კულტურის, კონფესიის თუ ტრადიციებისგან. ქალაქი ყოველთვის ინარჩუნებდა ტოლერანტობას ნებისმიერი სიახლეების და უცხოელების მიმართ. ის გახლავთ დასავლური და აღმოსავლური კულტურების სიმბიოზი, რაც განასხვავებს ტაშკენტს სხვა ქალაქებისგან. უზბეკეთის დედაქალაქის ისტორია 2200 წელს შეადგენს, მან გამოსცადა როგორც აყვავების ასევე განადგურების პერიოდები. ძველი ტაშკენტი მდინარე ჩირჩიკის ხეობაშია განლაგებული, 440-480 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონეზე. დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოჩანს ტიან-შანის მთები: დიდი და მცირე ჩიმგანის თოვლით დაფარული მწვერვალები.

ტაშკენტი ცოცხალი ლეგენდაა. წარმოიდგინეთ ირანული, ინდო-ბუდისტური და არაბული კულტურების ნაზავი ქალაქის დაარსების პერიოდში, რომელსაც შემდეგ დაემატა ებრაული, რუსული და სხვა კულტურული ტრადიციები და შეიქმნა განუმეორებელი კოლორიტი. ტაშკენტის ბაზარი ჩორსუ რამოდენიმე ასეული წლისაა და ესკი-ჟუბას მოედანზე მდებარეობს. თითქოს ციდან გადმოშვებული ლაჟვარდოვანი გუმბათები ამშვენებენ ბაზრის დარბაზებს. ცხელი ნახევარ-უდაბნოს კლიმატის პირობებში ბაზრის სივრცე დაცულია სიცხისგან და მტვრისგან. ბაზარში საუკეთესო ხილი და ბოსტნეული, ახალი ხორცი და უზბეკური დელიკატესები იყიდება: სამსა, ცხენის ძეხვი და სხვა. აგრეთვე ხელითნაკეთი ადგილობრივი სუვენირები.

ტაშკენტი იყო სავაჭრო ცენტრი, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოვაჭრეები და ამ ფაქტმა განაპირობა ქალაქის არქიტექტურა: უმეტეს წილად ეს ქარვასლებია, მეჩეთები და მავზოლეუმები.

მედრესე კულკედაში ააშენა ტაშკენტის ვეზირმა კულკედაშმა XVI საუკუნეში, განლაგებულია ჩორსუს მოედნის მიდამოებში. მის ულამაზესს ფასადს ორ-იარუსიანი ლოჯები და კოშკები-„გულდასტა“ ამშვენებენ. შენობა აგებულია აგურით.

მედრესე ბაკაქ-ხანა ჩორსუს ბაზართან არის განლაგებული ძველი ქალაქის უბანში. მედრესეს მშენებლობა 1532 წ. დასრულდა. მედრესე წარმოადგენს ტრაპეციის ფორმის შენობას და ოვალური ფორმის შიდა ეზოს, სადაც დაკრძალულია რამოდენიმე ემირი.

უზბეკეთის ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი შუა აზიაში და 140 წლისაა. მუზეუმის კოლექცია შეიცავს 250 ათას ექსპონატს, 60 არქეოლოგიურ და 80 ათას ნუმიზმატურ და ეთნოგრაფიულ ნიმუშს, რიმლებიც უზბეკეთის ისტორიას პირველყოფილი პერიოდიდან დღემდე ასახავენ.

დედაქალაქში იმპერატორ ნიკოლოზ II -ის ბიძაშვილის თავად ნიკოლოზ რომანოვის (1850-1917) 19-ე საუკუნის სასახლეა. რომანოვი ტაშკენტში ძვირფასი ქვების საბადოების მისახედათ იყო მივლინებული.

მედრესე ბარაკ-ხანა აშენებულია XVI საუკუნის ბოლოს სიუნიჯ-ხანის მიერ, სადაც განთავსებულია აღმოსავლური ნაწერების უმდიდრესი ბიბლიოთეკა. განსაკუთრებულ პირობებში ინახება ქალიფა ოსმანის ყურანი– ეგრედ წოდებული ოსმანის ყურანი და ბიბლიოთეკის საამაყო მარგალიტი, რომელიც წარმოადგენს ისლამის წმინდა წიგნის ორიგინალს და შექმნილია VII საუკუნის პირველ ნახევარში. მანუსკრიფტი შედგება 353 ყურანის ტექსტის უდიდესი ზომის ტყავის ფურცლებისგან , რომელიც საუკინეების მანძილზე ქალიფების საგანძურში ინახებოდა. თემურის მმართველობის დროს წმინდა წიგნი მოხდა ბაღდადიდან უზბეკეთში, ХIХ საუკუნეში გადაიგზავნა პეტერბურგში, საიდანაც 1971 წ. რევოლუციის შემდეგ ცენტრალურ აზიაში დააბრუნეს.

სამარკანდი გახლავთ მსოფლიოს უძველესი ქალაქი. მისი ასაკი 2750 წ. აღემატება ქალაქი დაპყრობილი იყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ, შემდეგ არაბეთის ქალიფატის მიერ, მონღოლეთის ურდოს ჯარმა დაიპყრო და ჩინგიზხანის ამალამ. მაგრამ მრავალი განადგურებების შემდეგ ქალაქი აღორძინდა და ბევრი შუასაუკუნოვანო სახელმწიფოს დედაქალაქიც იყო.

ქალაქი ფერგანა დაარსდა 1876 წ., მდებარეობს უზბეკეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ტაშკენტიდან 420 კმ მოშორებით. ფერგანა ქვეყნის მესამე ქალაქია სიდიდით და 320 მოსახლეს იტევს. ფერგანა გახლავთ ნავთობის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი.

მდინარე პალტაუს მიდამოებში ჩარვაკთან პირველყოფილი ადამიანების დიდი სადგომია ნაპოვნი, რომელიც უამრავ ტურისტს და მეცნიერს იზიდავს.

წმინდა ბუხარა ისლამის „საყრდენი“ ქალაქია. ლეგენდა გვიამბობს ამ ქალაქზე: ყველა მუსულმანურ ქალაქებზე ზეციდან ჩამოდის ნათება, ხოლო ბუხარის ქალაქიდან ზეციური ნათება თვით მიწიდან ცაში აღემართება. აქ უამრავი მეჩეთი და მედრესე გაგაოცებთ თავისი სილამაზით და მასშტაბით. ქალაქი დაახლოებით 2000 წლისაა და როგორც უამრავი დამარბეველი ომის მოწმეა, ასევე სამანიდების ქალიფატის აღორძინების ხანის.

სამანიდების მმართველობის პერიოდში აიგო უამრავი სასახლე, მავზოლეუმი, ქარვასლა, მედრესე თუ მეჩეთი. ქალაქის სიმბოლოებად ითვლება მედრესე კალიანი და სამანიდების მავზოლეუმი. ბუხარის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობაში.

უზბეკეთი უმდიდრესი მემკვიდრეობის და ისტორიის მქონე ქვეყანაა. აქ ცხოვრობენ სტუმართმოყვარე, ნიჭიერი და დიდსულოვანი ადამიანები, რომლებიც უფრთხილდებიან საუკუნოვან ტრადიციებს და წინაპრების ადათ- წესებს. უზბეკეთის მზიანი ამინდი, რაც ნიშნავს წელიწადში 300 მზიან დღეს, იზიდავს ბევრ სტუმარს.

აღმოსავლური ზღაპარი გეპატიჯებათ!