contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




კონპანია ნანიკოს შესახებ

საერთაშორისო კომპანია NANIKO მსოფლიოს მაშტაბით ცნობილია როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მანქანების გაქირავების სფეროში. კომპანიის კონცეფციამ, სიახლეებმა, მენეჯმენტის შეუპოვარმა დადაუღალავმა შრომამ, მომხმარებელზე მუდმივმა ზრუნვამ გახადა იგი ლიდერად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

საერთაშორისო კომპანია NANIKO-ს შექმნის ისტორია.

ამ კომპანიის შექმნის ისტორია იწყება საქართველოში, 1994 წლიდან. ახალგაზრდა ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მენეჯერებმა, რომლებიც ამავდროულად იყვნენ CONCORD GROUP- ის დამაარსებელნი, გადაწყვიტეს შეექმნათ მანქანის გაქირავების კომპანია. ეს იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავდროულად რისკიანი გადაწყვეტილება, გამომდინარე იმ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც იმ დროისათვის არსებობდა ქვეყანაში. ამ სფეროში არ არსებობდა არცერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ ბიზნესში მოღვაწობდა. აქედან გამომდინარე დიდ დეფიციტს წარმოადგენდა ადგილობრივი პროფესიონალი დაგამოცდილი კადრი. ეს გარემოება ერთის მხრივ ქმნიდა დიდ სიძნელეს, რაგდან ყველაფერი უნდა დაწყებულიყო ახალ ბიზნესში პრაქტიკასთან ერთად, ხოლო მეორეს მხრივ იყო უზარმაზარი ბიძგი სიახლეებისკენ. სწორედ აქ იწყება კომპანიის ყველაზე საინტერესო ისტორია. მონდომებულმა და ენთუზიაზმით აღსავსე ჯგუფმა ჩამოაყალიბა სრულიად განსხვავებული, ახალი ინოვაციებით გაჯერებული მართვის მექანიზმი და იგი აღმოჩნდა ადგილობრივი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერი.

მენეჯერებმა ჩამოაყალიბეს ავტომანქანების გაქირავების კომპანია CONCORD MOTORS. ავტო პარკის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ ხუთი მანქანა: ორი სედანი, ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი და ერთი მინი ვენი. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პარტნიორების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მაღალი სერვისის დაბალ ფასებში მიწოდება, ისე რომ კომპანია არ წასულიყო ზარალზე. მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი და უცხოელი მუდმივი მომხმარებლების მოზიდვა და შენარჩუნება, ასევე საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა კორპორატიული კლიენტების მოძიება. ბიუროკრატიული სისტემის გამო დამაარსებლები უამრავ სირთულესა და დაბრკოლებას აწყდებოდნენ, მაგრამ თავდაუზოგავმა შრომამ, მონდომებამ, პრინციპულობამ, რწმენამ, შეუძლებელი შეძლო და კომპანია გახდა წარმატებული ამ სფეროში.

2004 წელს CONCORD MOTORS- ის ავტო პარკი გაიზარდა 100 მანქანამდე, იგი ემსახურებოდა მრავალ ტურისტსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს, ასევე მოიპოვა ბევრი კორპორატიული მომხმარებელი.

კომპანიის მომხმარებლები იყვნენ ისეთი ბრენდის სასტუმროები როგორებიცაა: Marriott, Sheraton, Starwood, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, იაპონიის, ამერიკის, ინგლისის საელჩოები. ამ პერიოდისთვის საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ სხვა ავტოგაქირავების კომპანიები, მაგრამ CONCORD MOTORS -ი გამოცდილების, ინოვატორული იდეების, მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიკიტის წყალობით რჩებოდა ლიდერად და მედგრად მიიწევდა წინ. 2004 წელს კომპანიის მენეჯერებმა და მათმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ერთობლივი საერთაშორისო მანქანების გაქირავების კომპანია – NANIKO. ჩნდება ლოგიკური კითხვა რატომ სახელწოდება NANIKO? პასუხი არის მარტივი და ამავდროულად ძალიან საინტერესო. ერთერთი მენეჯერის სახლში სტუმრობისას, პარტნიორები ბევრს ფიქრობდნენ და ბჭობდნენ თუ რა სახელი უნდა დაერქმიათ ახალი კომპანიისთვის. გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რომ საერთაშორისო კომპანიის შესაქმნელად საჭირო იყო სხვადასხვა ქვეყანაში არსებული თავისუფალი დომეინებისა და სავაჭრო ნიშნის არსებობა, ეს ამოცანა გართულდა. მოფიქრებული იყო სხვადასხვა სახელწოდება, მაგრამ პრობლემას აწყდემოდნენ მაშინვე, როგორც კი იწყებოდა დომეინებისა და სავაჭრო მარკის რეგისტრაციის შემოწმება. ამ ფიქრის პროცესში ოთახში შემოვიდა ერთერთი დამფუძნებლის ქალიშვილი, რომელმაც სტუმრებს შესთავაზა ჩაი და ტკბილეული. სახელით ნანიკო მიმართვისას ყველამ ერთად წამოიძახა Naniko? შეამოწმეს დომეინები და საბედნიეროდ ყველა საერთაშორისო დომენი და სავაჭრო ნიშანი აღმოჩნდა თავისუფალი. ერთხმად გადაწყდა ახალი კომპანიის სახელწოდება – NANIKO. აღსანიშნავია ამ სახელის უძველესი ისტორია. ეს არის ქართული ქალის სახელის ნანას მოფერებითი ნაირსახეობა. ნანა იყო საქართველოს მეფის მირიანის მეუღლე, სწორედ მისი მეფობისას ქართველებმა პირველად მიიღეს ქრისტიანობა IV საუკუნეში. ეს სახელი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში.

ამ დღიდან იწყება NANIKO -ს ისტორია. იგი ჩამოყალიბდა იმავე კონცეფციაზე, გამოცდილებასა და მართვის მოქნილ სისტემაზე დაყრდნობით, რაზეც მისი წინამორბედი. ოფისები თანმიმდევრობით გაიხსნა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ამას მოყვა ფრანჩაიზები. კომპანიამ თავისი პირველი ფრანჩაიზი გაყიდა სომხეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლიტვასა და ლატვიაში. დამფუძნებლები ყოველთვის ზრუნავდნენ თავიანთ პარტნიორებზე. ახალ ბაზარზე შესვლისას კომპანია NANIKO, ბაზრის სპეციპიკიდან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, იძლეოდა განსხვავებული ოპერირების საშუალებას. დაწყებული მანქანების კომპლექტაციით, თანამშრომლების ტრენინგითა და საფასო პოლიტიკით, დამთავრებული კომპანიის ბრენდინგით. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კომპანია მედგრად მიიწევდა წინ, სწრაფად ვითარდებოდა, ხდებოდა უფრო და უფრო პოპულარული და კონკურენტუნარიანი.

NANIKO-ს თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით აქვს მართვის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა. ფრანჩაიზის მქონე ქვეყნებში გამოცდილი მენეჯერები გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობენ, მუშაობენ და მონაწილეობას იღებენ კომპანიების მართვაში, დამწყები კადრების განათლებასა და განვითარებაში. კომპანიის შედეგი გვაძლევს საშუალებას ამაყად ავღნიშნოთ, რომ ამ კომპანიამ შექმნა ბიზნესის მართვის უნიკალური მოდელი.

სამომავლო გეგმები.

ავტოგაქირავების კომპანია NANIKO -ს გრძელვადიანი, სიახლეებით გაჯერებული გეგმები აქვს დასახული. მისი სამომავლო პროგრამა მოიცავს: ფილიალების გახსნას სხვადასხვა ევროპულ, აზიურ და ლათინოამერიკულ ქვეყნებში, იმ მეთოდებისა და პოლიტიკის გატარებით, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა უკვე არსებულ ბაზრებზე. კომპანიის მენეჯმენტი და მთლიანი გუნდი ცდილობს სხვადასხა ინოვაციებითა და იდეებით უფრო მიმზიდველი და მომხმარებლისათვის საინტერესო გახადოს Naniko, ამით კი შეინარჩუნოს არსებული კლიენტურა და ხელი შეუწყოს ახალი მომხმარებლის მოზიდვას.
ჩვენ კომპანიაში მოხვედრისას, თქვენ აღმოჩნდებით სიმშვიდისა და კომფორტის სამყაროში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინოვაციების სივრცეში, სადაც თქვენზე მუდმივად ზრუნავენ თავისი საქმის პროფესიონალები.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »