contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ინფორმაცია ქალაქებზე: Naniko – მსოფლიოს ქალაქები

სან-ანტონიო – ტეხასის შტატის განსაკუთრებული შარმის მქონე ქალაქი

აშშ-ში მოგზაურობა ბევრისათვის სანუკვარი ოცნებაა და ამ ოცნების აღსრულებისას უმრავლესობა გეგმავს იმოგზაუროს ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი, ლოს-ანჟელესი, ლას-ვეგასი და სხვა დიდი ქალაქი, მათი მიმზიდველი ფოტოებით ხშირად აჭრელებულია ნიუსები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.

დაწვრილებით

ბალტიმორი – მერილენდის შტატის დამოუკიდებელი ქალაქი

ბევრი მოგზაური, ვინც აშშ-ში გეგმავს მოგზაურობას, ბალტიმორს არ ითვალისწინეს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს, ძირითადად აქ ჩერდებიან ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის გზაზე მხოლოდ ხანმოკლე ვადით. სინამდვილეში აქ თუ შეჩერდებით რამდენიმე დღით მაინც,  შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ბალტიმორი გთავაზობთ უამრავ საინტერესო ღირსშესანიშნაობას და არ გაგიცრუებთ იმედებს არავის.

დაწვრილებით

ნიუ-ორლეანი – ჯაზისა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალების დედაქალაქი

შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს ამერიკის რუკაზე ზუსტად სად მდებარეობს ნიუ-ორლეანი, იციან მხოლოდ ის, რომ ის სადღაც სამხრეთშია. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ამ შესანიშნავ ადგილს, მაშინ დავაზუსტოთ – ქალაქი განლაგებულია შტატ ლუიზიანაში, აშშ-ს ღრმა სამხრეთში, მექსიკის ყურეში ჩამავალ მდინარე მისისიპის დელტაში.

დაწვრილებით

ოსტინი – კაპიტოლიუმის და ტეხასის შტატის უნივერსიტეტის ქალაქი

ეწვევით თუ არა ქალაქ ოსტინს, პირველ რიგში იგრძნობთ რომ ქალაქი გადავსებულია ცოცხალი მუსიკით და დიდი დაკვირვება არ უნდა რომ ეს მართლაც ასეა. შეუძლებელია დათვალოთ პაბების რაოდენობა სადაც ცოცხალი მუსიკა და მუსიკალური ჯგუფებია და შეუძლებელია თავით არ გადაეშვათ მე-6-ე ქუჩის მხიარულებაში, რომელიც ფესტივალის დღეებში მთლიანად გადაიქცევა ერთ მთლიან დიდ სცენად ღია ცის ქვეშ.

დაწვრილებით

სან-დიეგო – ძველი ქალაქი და ულამაზესი ადგილი კალიფორნიაში

სან-დიეგოს უწოდებენ „მზიან“ ქალაქს, სადაც ჩასვლიდან პირველივე წუთებში თქვენ გიპყრობთ არაჩვეულებრივად თბილი ატმოსფერო და ეს არა მარტო მზის მიზეზით ხდება, რომელიც წელიწადის უმეტეს ნაწილში ანათებს, არამედ თბილ მზესთან ერთად ამის მიზეზი არის  წყნარი ატმოსფერო.  ეს სითბო იგრძნობა არა მარტო მის ქუჩებში, პარკებში და პლაჟებზე არამედ სადაც არ უნდა მოხვდეთ, ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

დაწვრილებით

ჰიუსტონი – ჭეშმარიტად დიდი ინტერესების ამერიკული ქალაქი

ჰიუსტონი, განლაგებულია  ჰარისის საგრაფოში და ტეხასის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია  დაახლოებით ორი მილიონი მოსახლით. ქალაქის თანამედროვე ისტორიის თანახმად მისი ორგანიზაცია ეფუძნება მის ეკონომიკურ სიძლიერეს, რაც აისახება ამ სფეროს სწრაფ განვითარებაზეც. ჰიუსტონი იქნა დაარსებული 1836 წ-ს ძმებ ალენების მიერ და მის ძლიერ მხარეებად შეიძლება აღინიშნოს ნავთობის წარმოება, ავია მშენებლობა და ნასა. ასევე ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო პორტს. ყოველწლიურად ქალაქს მილიონობით სტუმარი სტუმრობს, რომელიც დამთვარიელებლებს იზიდავს: მუზეუმების სიმრავლით, მსოფლიოში მოწინავე არქიტექტურული კომპოზიციებით და ტექნოლოგიებით.

დაწვრილებით

დეტროიტი – საავტომობილო ავანგარდის და ამერიკული სოფლის მეურნეობის განვითარების ქალაქი

დეტროიტი – ეს არის მიჩიგანის შტატში განლაგებული დიდი ქალაქი და წარმოადგენს ამერიკული ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოს, რაც დასტურდება სამი უდიდესი სავტომობილო  ქარხნის ისტორიით – General Motors, Chrysler და Ford – რომლებიც გახდნენ ამერიკული ოცნების ისტორიის ნაწილი. ასევე ყველას ახსოვს შავი მუსიკის ხმის ჩამწერი სტუდიები Motown, დეტროიტისათვის დამახასიათებელი კილომეტრობით ტერასული სახლები. რაც დრევანდელ დღეს  იქცა ლეგენდად.

დაწვრილებით

ფილადელფია – ძმური სიყვარულის ქალაქი!

ფილადელფიას ამერიკის ისტორიაში უკავია ცენტრალური ადგილი, ის ბრიტანული იმპერიის პერიოდიდან  გვევლინება როგორც თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლო, ინტელექტისა და სულიერების უშრეტი წყარო. ზუსტად ფილადელფია გახდა ის ისტორიული ადგილი სადაც 1774 წ-ს მოეწერა ხელი ადამიანის უფლებების დეკლარაციას და 1776 წ-ს გამოცხადდა დამოუკიდებლობა. ის ასევე არის აშშ-ს პირველი დედაქალაქი.

დაწვრილებით

ზურმუხტოვან ქალაქში ანუ სიეტლში მოგზაურობა!

ქ.სიეტლი მდებარეობს ვაშინგტონის შტატში, არის მისი მთავარი ქალაქი და უკავია არა მარტო სტრატეგიული პოზიცია წყნარი ოკეანის სანაპიროზე, არამედ მთლიანად ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით. ეს ტერიტორია ძირძველი ამერიკელებით დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ 4000 წლის წინ და პირველი ევროპელი ჯორჯ ვანკუვერი აქ 1792 წელს გამოჩენილა.

დაწვრილებით

ჩიკაგო – ცათამბრჯენების ქალაქი გრანდიოზულ ტბაზე

ჩიკაგო აშშ-ს ერთერთი უდიდესი ქალაქი, განლაგებული მიჩიგანის ტბის სანაპიროზე – დღევანდელ დღეს ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ დიდ ფინასურ – ინდუსტრიულ ცენტრს.

ჩიკაგოს არა მარტო ისტორიულ ცენტრში, არამედ მის გარეუბნებშიც შეგიძლიათ  ნახოთ 108 სართულიანი ცათამბრჯენები, მათ შორის ყველაზე მაღალი 400 მ-მდე აღწევს სიმაღლეში. ქალაქში არის უთვალავი რაოდენობის მობილური ხიდი. ასევე ჩიკაგო აღიარებულია ბლუზის მსოფლიო ცენტრად.

დაწვრილებით