contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ატლანტა – ქალაქი, სადაც ცოცხლდება ისტორია

ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია თავისი ხმაურიანი და მოჩუხჩუხე ქალაქებით, სადაც ყველგან ბიზნესის, წარმოების და პროგრესის თავისებური სული ტრიალებს. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ატლანტა, სხვადასხვა სახის წარმოებით მდიდარი, მეტწილად დიდი რაოდენობთ ადამიანების შრომაზე დაფუძნებული, რომლებიც სხვადასხვა წლებში გადმოსახლდნენ აქ საცხოვრებლად. მიუხედავად ცხოვრების აქტიური ხასიათისა და პროგრესისა, ატლანტამ ბევრი ცვლილება განიცადა, ბევრი ძველიც შემოინახა. 1800-იანი წლების შუა წლებში ხანძრის შედეგად ქალაქის დიდი ნაჭილი გადაიწვა, ეს ისტორიული მომენტი ქალაქის ცხოვრებიდან, საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები ცნობილ ფილმში, რომელიც გადაღებულია მარგარეტ მიტჩელის რომანის „ქარწაღებულნის“ მიხედვით. ვის არ ახსოვს შესანიშნავი სკარლეტ ო’ხარა და მისი გატარებული დღეები ატლანტაში. მაგრამ მოდით ჩვენც თანმიმდევრობით აღვწეროთ რა შეიძლება ინახოს ამ ქალაქში, რომელიც ასე მდიდარია ისტორიული ფაქტებით.

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან  შეიძლება ატლანტაში ჩასვლა თვითმფრინავით. ადგილობრივ კლიმატზე აისახება ეკვატორის გავლენა, რაც ხელს უწყობს სითბოს და ტენიანობას მთელს რეგიონში. ქალაქი ცნობილია თავისი მეტროს სადგურებით, სადაც დუღს ატლანტის მიწისქვეშა ცხოვრება, აქვე შეგიძლიათ კაფეში გემრიელად ისადილოდ ან უბრალოდ მიირთვათ ყავა. გადაადგილების ალტერნატიული სახეობაა ავტობუსი, მაგრამ ვისაც სურს თავისუფლად იმოძრაოს ქალაქში და მის გარეთაც მათთვის ხელმისაწვდომია ატლანტის მანქანების გაქირავება.

 

ყველაზე აღსანიშნავი და ცნობილი ადგილია ქალაქის ცენტრი, ხუთ პუნქტად წოდებული რაიონი, სადაც შეიძლება ეწვიოთ ფაბრიკას, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ყველასათვის საყვარელ უალკოჰოლო სასმელს. აქ ასევე შეიძლება მოინახულოთ CNN-ის ადგილობრივი ქსელები, რომლებიც გახსნილია საყოველთაოდ და შესაძლებელია ამ ქალაქისათვის ისტორიულად დამახასიათებელი სუვენირების შეძენაც. ამ ქალაქის მკვიდრი იყო ნობელიანტი მარტინ ლუთერ კინგი, აქვეა მისი სახლი და საფლავიც, აქვე შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმები მის საოცარ და არც თუ ისე ხანგრძლივ ცხოვრებაზე.

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული Peachtree road წარმოადგენს უძველეს ადგილს, სადაც შეგიძლიათ სიამოვნება მიიღოთ ძველი ნაგებობებით და ვილებით. აქ, ამ მდიდარ სახლებში ცხოვრობენ ატლანტის ყველაზე მდიდარი ოჯახების შთამომავლები.
არ დაკარგოთ შანსი რომ არ ეწვიოთ ატლანტის ციკლორამას, რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კმ-ში, სადაც წარმოდგენილია შთამბეჭდავი ზომების სურათი –  14 მ სიმაღლეში და 120 მ სიგანეში. მასზე სამ განზომილებაში გამოსახულია სამოქალაქო ომის ერთერთი სცენა. შეგიძლიათ ისადილოთ სტეიკ ჰაუსებში ან მიუძღვნათ დრო საყიდლებსაც სხვდასხვა სადღეღამისო მაღაზიებში.