contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბაქო – აზერბაიჯანის თანამედროვე დედაქალაქი

ბაქო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გადაიქცა ერთერთ თანამედროვე დედაქალაქად და მსოფლიოს  ულამაზეს ქალაქად. ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობა, მას უამრავი ქვეყნის ტურისტებისათვის მიმზიდველ ქალქად ხდის. მდებარეობს რა აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ზუსტად ეს რეგიონი გახლავთ ნავთობით მდიდარი.

ბაქო გახლავთ აზერბაიჯანის კულტურული, სამრეწველო და პოლიტიკური ცენტრი. ქალაქში არის მეტროპოლიტენი რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1967 წლიდან. ის ასევე არის კასპიის ზღვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი.

ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ძველი სახელწოდებიდან სპარსული ენიდან Badu-Kube და ითარგმნება როგორც ქარების ქალაქი.

შუა საუკუნეებში ქალაქი ცნობილი იყო სახელწოდებით აბაკო ან აბაკუ. XII საუკუნეში ქალაქი იმართებოდა შირვანშახების მიერ, მათ მიერ იქნა არჩეული როგორც დედაქალაქი. შემდეგ XVI საუკუნეში ბაქო გადავიდა ირანის სეფიანთა დინასტიის ხელში, შემდგომში კი ოსმანთა იმპერიის ნაწილი გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში  1723 წ დაპყრობილი იქნა პეტრე პირველის მიერ. შემდგომ ათწლეულებში ბაქო გახდა რუსეთ-ირანის გაფრთებული ბრძოლების ეპიცენტრი და საბოლაოდ 1806 წ საბოლაოდ შევიდა რუსეთის იმპერიაში.

გამოიარა საბჭოთა პერიოდი და 1991 წ ბაქო გახდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი.

შეიტყვეთ უფრო მეტი საინტერესო ისტორიული ფაქტები ულამაზეს  ქალაქ  ბაქოს  შესახებ!

ბაქოს ისტორიული ცენტრი, სადაც წარმოდგენილა ძველი, ძვირფასი ნაგებობები, იმყოფება იუნესკოს დაცვის ქვეშ. აქ შეგიძლიათ იხილოთ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე „იჩერი შეხერი“, სადაც ერთმანეთზე გადახლართული ვიწრო ქუჩები იწვევს ანტიკური ხანის ატმოსფეროს.
თვალწარმტაც ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს „ქალწულის კოშკი“, აშენებული XII საუკუნეში და წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს. ამ კოშკის სიმაღლიდან თქვენ წინ იშლება ძველი ქალაქის და კასპიის ზღვის ყურეს მომხიბვლელი სანახაობა.
საინტერესო, მოსანახულებელ ადგილებს შორის ითვლება „შირვანშახების სასახლე“, XV საუკუნის დასაწყისში აგებული, სადაც შესანიშნავად არის შემონახული გუმბათი, თაღები, მოზაიკა და სკულპტურები. საინტერესოა ასევე მავზოლეუმი, თურქული აბანო და დივან-ხანა. კომპლექსის ამ ტერიტორიაზე  ხშირად იმართება სხვადსხვა ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.

ქალაქი მდიდარია უამრავი მუზეუმებით,  ყველაზე საინტერესო გამოფენები შეგიძლიათ იხილოთ ხალიჩების  და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია აზერბაიჯანული ხალიჩების ძვირფასი კოლექციები, ოქრომჭედლური ნამუშევრები, მეტალისა და ხის ნაკეთობათა ნიმუშები. ასევე საინტერესოა აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი, სადაც საკმაოდ დიდი სექცია ეძღვნება არქეოლოგიას და გობუსტანის სიახლოვეს მოპოვებულ  კლდეზე არსებულ გამოსახულებებს.