contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ჩიკაგო – ცათამბრჯენების ქალაქი გრანდიოზულ ტბაზე

ჩიკაგო აშშ-ს ერთერთი უდიდესი ქალაქი, განლაგებული მიჩიგანის ტბის სანაპიროზე – დღევანდელ დღეს ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ დიდ ფინასურ – ინდუსტრიულ ცენტრს.

ჩიკაგოს არა მარტო ისტორიულ ცენტრში, არამედ მის გარეუბნებშიც შეგიძლიათ  ნახოთ 108 სართულიანი ცათამბრჯენები, მათ შორის ყველაზე მაღალი 400 მ-მდე აღწევს სიმაღლეში. ქალაქში არის უთვალავი რაოდენობის მობილური ხიდი. ასევე ჩიკაგო აღიარებულია ბლუზის მსოფლიო ცენტრად.1871 წლამდე მთელი  ჩიკაგო ძირითადად ხის ნაგებობებისაგან შესდგებოდა და ჩიკაგოს დიდმა ხანძარმა შთანთქა. ცეცხლმა ქალაქის თითქმის 6 კმ² გაანადგურა და ეს კატასტროფა გრძელდებოდა  თითქმის სამი დღე და ღამის განმავლობაში, ეს იყო შეერთებული შტატების  19-ე საუკუნის უდიდესი უბედურება, სადაც დაიღუპა ასობით ადამიანი.

ამ შედეგების გათვალისწინებით, ჩატარდა მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები და ჩიკაგო გახდა აშშ-ს მნიშვნელოვანი ქალაქი, აქვე აშენდა პირველი ცათამბრჯენი.

ქალაქში გადაადგილებისათვის მოსახერხებელი ტრანსპორტია მეტრო ან მის ეფექტურ ალტერნატივად გვევლინება ჩიკაგოს მანქანების გაქირავების სერვისი.

რასაც ქალაქის მნახველი მოისურვებს პირველ რიგში არის –  გადავიდეს ლიფტით  Sears Tower-დან Skydeck-ზე და დატკბეს ქალაქის ჰორიზონტით.  აქედან ღამის ნებისმიერ  დროს იშლება აშშ-ს ყველაზე დიდი მიჩიგანის ტბის და ღამის ქალაქის  ულამაზესი ხედები. უსწრაფესი ლიფტით გასეირნების შემდეგ შეიძლება გავემართოთ მიჩიგან ავენიუს მიმართულებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Magnificent Mile. ქალაქის  ამ მთავარ ქუჩაზე შეიძლება ნახოთ ყველაზე ლამაზი შენობები, მაღზიები და სასტუმროები.

ქალაქში ასევე ნახავთ ხანძრისაგან შემორჩენილ ისტორიულ შენობებს, ძველ ეკლესიას ანუ მცირე ციხეს შუასაუკუნეების სტილში, მაგრამ აქ არსებულ შენობათა  უმრავლესობა მაღლივი შენობებია. ჩიკაგოს ქუჩათა უმრავლესობა ურთიერთ  პარარელურია, ქალაქის გამორჩეულობის ძირითადი ელემენტია ტბა. მიჩიგანის ტბა წარმოადგენს ამერიკის ხუთი დიდი ტბის შემადგენელ ნაწილს მდებარეს აშშ-ში, ხოლო დანარჩენი ოთხი კი მდებარეობს კანადის საზღვარზე. არ გაუშვათ შანსი ნახოთ ეს სახელოვანი ტბა. აქ ზაფხულში წყალი ღებულობს კარიბის ზღვის ფერს, პლაჟი დაფარულია თეთრი ქვიშით და გადავსებულია ზღვის ვანების მიმღები და სეირნობით სიამოვნების მიმღები დამსვენებლებით. ზამთრის პერიოდში ტბა იყინება და აქ შეიძლება დკავდეთ საყვარელი ზამთრის სპორტის სახეობებით. მიჩიგაის ტბას აქვს სანაოსნო მნიშვნელობაც და უამრავი მოსახლე ფლობს იახტას.

ეწვიეთ ამერიკის ულამაზესს ქალაქებს და მიიღეთ სიამოვნება ჩიკაგოში მოგზაურობით!

ქალაქს კვეთს იგივე დასახელების მდინარე – ჩიკაგო, რომელიც ასევე სანაოსნო მდინარეა. ჩიკაგო არის კარგად გამწვანებული ქალაქი და აქ არ არსებობს პარკებისა და გამწვანებული ზონების ნაკლებობა. მოსახლეობის აქტურობით გამოირჩევა და შესაბამისად ყველაზე პოპულარულია ორი პარკი: ცენტრალური Grant Park, სადაც ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და კონცერტები, და „ლინკოლნ პარკი“, სადაც ხელმისაწვდომია შესანიშნავი პლაჟები.