contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




კოლუმბუსი – უდიდესი აღმომჩენის სახელობის ქალაქი

თუ თქვენ დაგეგმავთ წასვლა ოჰაიოს შტატში, თქვენ ნამდვილად გექმნებათ მოსანახულებელი ადგილების დიდი არჩევანის საშუალება. ოჰაიოს შტატმა თავისი სახელწოდება მიიღო იმავე სახელწოდების მდინარისაგან, მის მიწაზე  ხელშეუხებელ და ველურ ლადშაფტებთან ერთად იხილავთ მოწინავე ინდუსტრიალიზაციას. შტატის დედაქალაქს – კოლუმბუსს –  სახელი ეწოდა უდიდესი მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის პატივსაცემად. ქალაქი კოლუმბუსი  730 ათასი მცხოვრებით  არის ასევე შტატის უდიდესი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, აგრეთვე რეგიონ ფრანკლინის ადმინისტრაციული ცენტრიც.

მთლიანად შტატი ოჰაიო  გთავაზობთ თავლწარმტაც ბუნებას, აქ ყველგან შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის საკვირველი ადგილობრივი ტრადიციები და ფოლკლორი, ეწვიოთ ისტორიულ ადგილებს, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და ისიამოვნოთ აქტიური ღამის ცხოვრებით.

კოლუმბუსის და მიმდებარე ტერიტორიების შესახებ, რომლის დედაქალაქიც მოგვიანებით ის გახდა, ისტორია მოგვითხრობს  რომ აქ მიმდინარეობდა სისხლის მღვრელი ბრძოლბი ევროპელ კოლონიზატორებსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის. Fallen Timbers-ის ბრძოლის შემდეგ, გრინვილის ხელშეკრულების ხელისმოწერით და ინდიელების დამრცხების აღიარებით ამ უსასტიკეს შეტაკებებს ბოლო მოეღო 1795 წ-ს. ოდნავ მოგვიანებით 1797 წ-ს ახალგაზრდა ვირჯინიელმა  გეოდეზისტმა ლუკას სალივანტმა, აქ მდინარე Scioto-ს სანაპიროზე დაარსა პატარა დასახლება, რომელიც შემდგომ 1812 წ-ის 14 თებერვალს გადაიქცა ახლად შექმნილ შტატ ოჰაიოს დედაქალაქად. კოლუმბუსი სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა ახალი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. პირველი რკინიგზის ხაზი აქ გაიხსნა 1850 წ-ს.

ისიამოვნეთ კოლუმბუსში მოგზაურობით და ეწვიეთ ცოცხალი მუსიკის მიმზიდველ ფესტივალებს!

მსვლელობა ქალაქში შეგიძლიათ დაიწყოთ ქალაქის ცენტრიდან, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უამრავი სამხატვრო გალერიები, რესტორნები, პაბები და სპეციალიზირებული მაღაზიები, ასევე აქ შესაძლებელია ნახოთ 1839 წ-ს ნეოკლასიკურ სტილში შესრულებული, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა – შტატის კაპიტოლიუმის რამდენიმე  კონსტრუქცია, რომლებიც აშკარად ძველ ბერძნული სულისკვეთებისაა: გამორჩეული შესასვლელი დორიული კოლონების სტრუქტურით, გუმბათოვანი როტონდებით დამშვენებული უდიდესი ცენტრალური ფრონტი და განათებული ინტერიერი. ასევე საკმაოდ საინტერესოდ გვევლინება ოჰაიოს სასამართლო ცენტრი, არტ-დეკოს სტილის ორიგინალური კომპლექსი, ვეკსნერ ცენტრი – სამხატვრო გალერია – არქიტექტურის ისეთი გიგანტის დაპროექტებული როგრიცაა პიტერ აიზენმანი და Greater Columbus Convention Center.

არქიტექტურული ღირსშესანიშნაობათა გარდა ქალაქ კოლუმბუსში შეიძლება ეწვიოთსაინტერესო მუზეუმებს, რომელთა შორის არ შეიძლება ხელიდან გაუშვათ 1931 წ-ს გახსნილი კოლუმბუსის ხელოვნების მუზეუმი. აქ თქვენ ნახავთ ადრეული მოდერნიზმის  ევროპულ და ამერიკულ მხატვრობას. ოჰაიოს ისტორიული ცენტრი ქალაქიდან სულ რაღაც რამდენიმე კმ-ში მდებარეობს და ორიენტირებულია შტატის ისტორიაზე. ქალაქის პარკებს შორის ღირს ეწვიოთ ვარდების პარკს და ხიდი Big Darby Creek.