contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დალასი – სავსებით სხვა ტეხასი

ამ შემთხვევაში თქვენი არჩევანი მოგზაურობაზე შეჩერდა ტეხასზე? ასე რომ არ იფიქროთ, რომ თქვენ აქ ნახავთ მხოლოდ დიდ მდელოებს, დეზებით ცხენებზე ამხედრებულ  სომბრეროებიან კოვბოებს, ძროხების ჯოგებს ან ნავთობის ჭაბურღილებს. საკმარისია ეწვიოთ ქალაქ დალასს, მაშინვე შეიტყობთ, რომ ამ აშშ-ს ღრმა სამხრეთშიც კი იმალება დასავლური კუთხე, იმდენად თანამედროვე და ინოვაციური, რამდენადაც შესაძლებელია ეს წარმოიდგინოთ. დალასი წარმოადგენს ამ შტატში მოგზურთათვის მთავარ  გზაჯვარედინს. ქალაქში არის ქვეყანაში სიდიდით მესამე საერთაშორისო აეროპორტი „დალას-ფორტ-უორტი“, აქედან გამომდინარე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უპრობლემოდ შეიძლება აქ მოხვედრა. მით უმეტეს ეს ტეხასური მეგაპოლისი დღეს ითვლება როგორც ახალი ტურისტული მიმართულება და აუცილებლად უნდა დაგეგმოთ აქ ჩამოსვლა. დალასში აუცილებლად ნახავთ 200 მ-ზე მეტი სიმაღლის მაღლივ შენობებს,  ამ მიზეზით ის დასახელებულია მსოფლიოში 15-ე ქალაქად ყველაზე მაღლივ ქალაქთა შორის.

თანამედროვე არქიტექტურული კომპოზიციებიდან უმრავლესობა დაპროექტებულია თანამედროვე და პოსტმოდერნისტული მხატვრული მოძრაობის არქიტექტორების  მიერ, რომელთა შორისა „პლაზა ბენქ ოფ ამერიკა“, „რენესანს თაუერი“ და „რეუნიონ თაუერი“. ცნობილი ჩინური წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორის იოხ მინგ პეის მიერ არის დაპროექტებული, ქალაქის აგლომერაციაში სიმაღლით მეორე Fountain Place. ასევე პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ნათელი მაგალითია JPMorgan Chase Tower და Comerica Bank Tower.

დალასში ჩასვლისას დატკბით თანამედროვე ატმოსფეროსა და ძველი დასავლეთის ისტორიის გასაოცარი სიმბიოზით!

თანამედროვე ნაგეობათა გვერდით დალასი გთავაზობთ ასევე მეოცე საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნეო-გოთიკური სტილის, არც თუ ისე მაღალ ისტორიულ შენობებს, როგორებიცაა შენობა კირბი – The Old Girl ან ნეო-კლასიკური სტრუქტურის 1800 წ-ის Davis and Wilson Building. დღევანდელ დღეს ეს სასახლეები გადაკეთებულია მდიდრულ აპარტამენტებად და იმ შენობათა შორის არის რომლებიც მოგვაგონებენ ძველი დასავლეთის ისტორიას. მაგალითისათვის შეიძლება ეწვიოთ Old Red Courthouse, რომელშიც ახლა არის მუზეუმი, ტურიზმის მთავარი ოფისი და ქალაქის მოქმედი რკინიგზის სადგური.

დალასში ყოფნისას ღირს ყურადღება მიაქციოთ Dallas Art District, სადაც გაერთიანებულია 19 მუზეუმი. დალასის ხელოვნების მუზეუმი ამ რეგიონის ერთერთი ღირსშესანიშნაობაა და იქ წარმოდგენილია 23 ათასი ხელოვნების ნიმუში. ამ გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კონტინენტების 5000 წლიანი ისტორია. პარკის 120 ჰა-ზე განლაგებულია რვა მუზეუმი, რომლებიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში. ყველაფერ ამასთან ერთად დალასი გთავაზობთ შესანიშნავ რესტორნებს და სავაჭრო ცენტრებს, სადაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სამახსოვროდ  შეგიძლიათ შეიძინოთ საინტერესო ნივთები.