contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ელ-პასო – ტეხასის შტატის სასაზღვრო ქალაქი

ელ-პასო არის ტეხასის შტატის სიდიდით მეექვსე  ქალაქი და განლაგებულია ზუსტად მექსიკის საზღვარზე, მექსიკურ ქალაქ სუიდად-ხუარესის მოპირდაპირე მხარეს და მასთან ერთად ქმნის 3 მილიონიან ელ-პასო-ხუარეს  ტრანსნაციონალურ მეტროპოლიას, შუა გაყოფილს სასაზღვრო მდინარე რიო-გრანდეთი.

ის დასავლეთ ნახევარსფეროში უდიდესი ორ ენოვანი რაიონია, სადაც მოსახლეობის 40% ესპანურ ენოვანია.  ქალაქი ელ-პასო გარშემორტყმულია უდაბნო ჩიუაუათი, მდებარეობს სამი შტატის ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ჩიუაუას გადაკვეთაზე, აგრეთვე ორ სახლმწიფოს აშშ-სა და მექსიკას შორის. ციცაბო მთა „ჩრდილოეთ ფრანკლინი“ 2192 მ-იანი მწვერვალით ელ-პასოს რეგიონის უმაღლესი პიკი შეიძლება დვინახოთ ყოველი მხრიდან 100 კმ-იან რადიუსში.

ელ-პასოში შეიძლება ეწვიოთ აშშ-ში უდიდესს 9700 ჰა-ზე გადაჭიმულ საქალაქო პარკს, რომელიც  გთავაზობთ შეუდარებლად ულამაზესს ხედებსა  და ატმოსფეროს დასასვენებლად.

იმისათვის რომ დაიწყოთ მოგზაურობა ელ-პასოში, ღირს ეწვიოთ არქეოლოგიის მუზეუმს, განლაგეულს უდაბნოს ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილია კოლუმბამდელი ეპოქის არტეფაქტები და ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ ამ რეგიონში. აქ არის ღია გასასვლელები, რომლებიც წარმოადგენენ ამ რეგიონის ფლორა და ფაუნის ღია ილუსტრაციას და გეოლოგიურ მიმოხილვას. არც თუ ისე შორს მდებარეობს სასაზღვრო პატრულის ნაციონალური მუზეუმი, რომელიც ეძღვნება სასაზღვრო პოლიციის მუშაობას. აქ თავმოყრილია სხვადასხვა  ჩამორთმეულ ნივთებსა და ავტომობილებს, ირიგინალურ ვიდეო ფილმებს და აშშ-ში კონტრაბანდის სხვადახვა სახის მტკიცებულებებს.
ელ-პასოს საინტერესო ადგილებს შორის უნდა აღინიშნოს ქალაქის ცენტრში არსებული ხელოვნების მუზეუმი, სადაც 5 სექციად არის დაყოფილი ნამუშევართა დიდი კოლექცია. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ევროპული ხელოვნების ნიმუშები – კანალეტოს, ვან დეიკის, გოიას, სეზანის და პიკასოს მიერ შქმნილი ნამუშევრები.

დაათვალიერეთ ტეხასის ქალაქი ელ-პასო და შეიგრძენით ორენოვანი ქალაქის ხიბლი!

ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებისას მხედველობიდან არ გაუშვათ 1680 წ-ს მექსიკურ სტილში აშენებული Ysleta Mission ეკლესია, რომელიც აღიარებულია ტეხასის შტატის უძველესს ეკლესიად. ცოტა მოშორებით დგას 1917 წ-ს რომანულ სტილში აშენებული წმინდა პატრიკის სახელობის ეკლესია. მისი ფასადი შემკულია ვიტრაჟებით, ხოლო  ინტერიერი რომაული კოლონებით, ფრესკებით და ბიბლიური სიუჟეტის  ბარელიეფებით.

გადაადგილების ხელსაყრელი საშუალებების შესარჩევად ტურისტების უმრავლესობა იყენებს ავტო არენდას, შეიძლება წახვიდეთ  348 ჰა-ის მქონე, მთიანი ადგილმდებარეობის, ქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარე საელმწიფო ისტორიული ნაკრძალის გახსნაზე. აქ შეიძლება ნახოთ უზარმაზარი მცოცავი,  5000 წლიანი პიქტოგრამებით აღჭურვილი, ათასობით  ვულკანური ქანების ბლოკები და ამ რეგიონში 14-ე საუკუნემდე მაცხოვრებელთა, კლდეზე შესრულებული ასობით ფერწერა.