contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ზაგრები – როგორც კლასიკური მუსიკის შესანიშნავი კომპოზიცია ხორვატიის დედაქალაქის როლში

ზაგრების სილამაზე შეიძლება აღიწეროს ძალიან რომანტიულად, ის შეიძლება შევადაროთ შუბერტის კომპოზიცებს ან შტრაუსის ვალსებს და სიამოვნებას რომელსაც მიიღებთ ამ ულამაზეს ქალაქში ვიზიტით იქნება უსაზღვრო.

ზაგრები ყოველთვის გვევლინებოდა არსებით სატრანზიტო პუნქტად ცენტრალურ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის კულტურებს შორის.

მიუხედავად იმისა რომ ზაგრები ხორვატიის დედაქალაქი მხოლოდ 1991 წ გახდა, მისი მთავარი როლი, როგორც ნაციონალური ცენტრი – უძველესი დროიდან არსებობდა, კერძოდ 900 წელზე მეტია. დღევანდელ დღეს ზაგრების მოსახლეობა წარმოადგენს მთელი ხორვატიის მოსახლეობის 1/4 ნაწილს, მისი აქტუალური გეოგრაფიული განლაგება გადამწყვეტ როლს უზრუნველყოფს  სხვადასხვა სფეროებში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურლ ცხოვრებაში. ზაგრებში შეიძლება ნახოთ სხვადასხვა სტილების სიმბიოზი, რომლებმაც შეიძლება შეგვახსენოს ავსტრია, უნგრეთი, ცოტათი ტრიესტი ან სხვა. ერთი სიტყვით თანამედროვე ზაგრები – თანამედროვე ელეგანტური და ცოტათი თავხედური სტილის  დედაქალაქია.

ზაგრბში პირველად რომ მოხვდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ქალაქი დაჯილდოებულია ორმაგი სულისკვეთებით, რაც ქმნის ერთიან კომპოზიციას. ქალაქი შესდგება ორი ძირითადი ნაწილისაგან და ზედა – Горни град  და ქვედა Дони град-საგან.  ორივე რაიონში მოვექცევით  შთაბეჭდილებათა გავლენის ქვეშ,  სადაც ეს შთაბაჭდილებები  თავისთავად არიან უძველესი კულტურული ტრადიციების მატარებლები.

უპრობლემოთ იმოგზაურეთ ზაგრებში და თავისუფლად იმოძრავეთ საინტერესოს ძიებაში!

ზაგრები მდებარეობს მთა მედვენის სამხრეთ ფერდობსა და მდინარე სავას შორის. ქალაქის ორი მთავარი ნაწილი გორნი და დონი გრადი ერთმანეთს უკავშირდება საბაგირო გზით, რომელიც 1864 წლიდან ფუნქციონირებს და ამ მანძილს 64 წამში გადის.  ქვედა და ზედა ქალაქის ქუჩების უმრავლესობაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაკეტილია, რაც მრავალრიცხოვანი ტურისტებისათვის ძალიან მოსახერხებელია. გაისეირნებთ ფეხით და თქვენ თავისუფლად მოხვდებით სხვადასხვა მუზეუმებში, გზად შეჩერდებით მყუდრო კაფეებსა და რესტორნებში – ღია ცის ქვეშ დააგემოვნებთ გემრიელ საკვებს.

 

ქალაქის ქვემო, ძალიან მხიარულ ნაწილში მდებარეობს პრერადოვიცას მოედანი, სადაც შეიძლება მოინახულოთ ყვავილების ბაზარი და კარგ ამინდში ნახოთ ქუჩის მსახიობების და მუსიკოსების გამოსვლები. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ბუნებრივი პარკი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე დიდია Zagabriail Maksimirski Perivoj.

 

საინტერესო ფაქტია რომ ტერიტორიის 300 ჰა-ზე მეტი მიეკუთვნება ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, რომლებიც მდიდარია შეუდარებელი ბუნებით: მდელოებით, ტყეებით და ნაკადულებით.

ამავე დროს გორნი გრადში შეიძლება დაათვალიეროთ სხვადასხვა ისტორიული შენობები და ეკლესიები, ასევე მოდური გასართობი ადგილები, ხოლო დონი გრადში კონცენტრირებულია მუზუმები, პარკები და სავაჭრო ქუჩები.

აქვეა ბაროკკოს არქიტექტურულ სტილში შესრულებული მოედანი, ასევე ძალიან თავისებური და სახასიათო ქუჩები თავისი რესტორნებითა და კაფე ბარებით.