contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




საქართველოს შესახებ: დაკარგული სამოთზე

ქათქათა თეთრი კავკასიის მყინვარები იალქნიან ხომალდებს ჰგვანან. ამაყი კავსიის მთები იეროგლიფებს წააგავს, რომლებიც ყველას არ უმხილავენ თავის მისტერიებს. მთები საიდუმლო ჯაჭვის ნაწილებია, სადაც მარადისობის ექო გაისმის. ფერებიც სხვაგვარად აღიქმება მთებში. მთის ნაოჭებზე გადაჭიმულ ლაჟვარდოვან ცას ხელით შეეხები.დ რო თითქოს ანელებს თავის ნაბიჯს ამ თავბრუდამხვევ სიმაღლეზე.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანა გახლავთ. იგავის თანახმად, როდესაც უფალი მიწებს ანაწილებდა, ქართველებმა დაიგვიანეს, რათა ქეიფი ჰქონდათ გაჩაღებული. მაგრამ სუფრის ყველა სადღეგრძელო მამა ზეციერის სახელს ადიდებდა, ამიტომ უფალმა თავისთვის შემონახული მიწით დააჯილდოვა. ეს არის საქართველოს ფანტასტიური სილამაზის ფენომენის საიდუმლო.

საქართველოს შესახებ

ქვეყნის ტერიტორია პატარაა, როგორც ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი, ზუგდიდი, გორი და სხვა.
დედაქალაქი თბილისი თავისებური კოლორიტით გამოირჩევა. სხვადასხვა ერების, არქიტექტურული მიმართულებების, სამზარეულობების და კულტურის ნაზავი განასხვავებენ თბილისს სხვა დედაქალაქებისგან. პატარა ქალაქები იზიდავენ ადამიანებს საინტერესო ძეგლების მრავალფეროვნებით, ძველებური სტილით და სიმყუდროით. შუადღის საათებში თქვენ არ მოგასვენებთ მწვადის და ღვინის მადის აღმძვრელი არომატი. ნამდვილი ქართული მწვადი მხოლოდ წალამზე შემწვარი უნდა იყოს. საქართველოს რეგიონები გამოირჩევასტუმართმოყვარეობით და ტოლერანტობით. ქვეყანა ეპატიჟება ყველა ტურისტს. თავიდან გირჩევთ დაათვალიეროთ უფლისციხე, რომელიც ქალაქ გორიდან 10 კმ-ით არის მოშორებული. გამოქვაბულების ქალაქი მოიხსენიება ჯერ კიდევ 1 ს ჩ. წელთაღრიცხვამდე., უფლისციხის აყვავების ხანა კი ჩ. წელთაღრიცხვის 9-10 საუკუნეებშია ცნობილი. ყველა შენობა კვერნაკის ვულკანურ კლდეშია ნაკვეთი.

საქართველოს უნიკალურობა ტურიზმისთვის ამაშია, რომ მას მინიატურულ კონტინენტს უწოდებენ. საკმარისია გადაუხვიოთ სადმე და მოულოდნელ ობიექტს წააწყდებით. ქვეყანა თითქოს დაარსებიდან ტურისტულ ზონად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მძიმე წლების დარბევები, პოლიტიკური კატაკლიზმები ხშირად აფერხებდენ მის განვითარებას.

მეორე მნიშვნელოვანი უძველესი ძეგლია დავიდ გარეჯი. ეს ადგილი ეგვიპტის უდაბნოს წააგავს და მართლმადიდებლური მონაზვნობის აკვანს წარმოადგენს. ერთ-ერთმა ასურელმა მამა დავითმა აქ გაატარა თავისი წლები. მონაზვნების კელიების როლს კლდის სენაკები ასრულებდნენ, რიმლებიც მღვიმეებშია ნაკვეთი. სამწუხაროდ 20-ე საუკუნის დასაწყისში მონაზვნები განდევნეს დავით-გარეჯიდან, ეკლესიები ნაწილობრივ დაანგრიეს, ბევრი მღვიმე გადათხრილიყო ოქრის მაძიებელთ მიერ, ზოგი ააფეთქეს, მაგრამ მონასტერმა დღემდე შემოინახა უწინდელი სასულირო პირების მადლი. დავიდ-გარეჯი ისევ მოქმედი მუზეუმია და ეპატიჯება ყველა მსურველს!

საქართველოს ჩრდილო ნაწილი უკავია დიდ კავკასიონს, რომლის უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მ), შემდეგი კი ყაზბეგია (5047 მ). მრავლადაა მყინვარწვერები. დიდი კავკასიონის მთებში 500 მღვიმემდეა ცნობილი.

მაღალმთიანი ზონის საპირისპირო ნაწილი გახლავთ კოლხიდის დაბლობი, განლაგებული დიდი და მცირე კავკასიის შორის. ძველ კოლხიდას ახსოვს არგონავტების ჩამოსვლა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, აგრეთვე რეგიონი გახდა რუსი მწერალი პაუსტოვსკის მოთხრობის მოქმედების სცენა.

ალპური მდელოები, სუბტროპიკული ტყეები, ბორჯომის ხეობის საუკუნოვანი ნაძვნარი, აღმოსავლეთში ელდარის ფიჭვნარი – ეს ყოველი წარმოადგენს 15-ი ნაკრძალის სიამაყეს, რომელთა შორის არიან– ლაგოდეხის, ბორჯომ-ხარაგაული, ყინწვისის და სხვა ნაკრძალები. ნაკრძალების ზონაში მოწყობილი ეკო ტურები ბევრ მსურველს იზიდავს.

უამრავმა მინერალურმა წყაროებმა განაპირობეს 40-მდე სამკურნალო კურორტის დაარსება, როლემთაგანაც ყველაზე ცნობილია ბორჯომის და წყალტუბოს კურორტი.

უნიკალური ქართული ანბანი მსოფლიოში 14 არსებულ ანბანთა რიცხვში შედის. უძველესი ნაწერები ეხლაც თავისუფლად წასაკითხია თანამედროვე ქართველისთვის.

VII-XIII საუკუნეების ფრესკები, წარმოდგენილია გელათის, ატენის, ბეთანიის, ყინწვისის და სხვა მონასტრებში. ქართველი მხატვრების მცირე რიცხვი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს: ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი. ქართული ხელოვნება მოიცავს როგორც ქართულ აგრეთვე ევროპულ კოლორიტსაც.

ნაციონალური ფოლკლორი უპირველეს რიგში ცნობილია პოლიფონიური ხალხური სიმღერებით აკომპანემენტის გარეშე, რომლის არსებობა აღწევს თითქმის 3000 წელს. იუნესკომ შემოიტანა წინადადება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში შესულიყო ქართული პოლიფონიური სიმღერები.

ამოირჩევთ მოგზაურობას ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც დღემდე შუასაუკუნეების ცხოვრების რიტმს ირგნობთ და სვანურ კოშკებს ნახავთ, თუ ბათუმის ლაჟვარდოვან სანაპიროს, განსაკუთრებულ არქიტექტურას და ღამის კლუბებს მიანიჭებთ უპირატესობას, მიუხედავად რეგიონისა, თქვენ მოგაჯადოვებთ აქაური ატმოსფერო.

ქართული სამზარეულო მაღალ ხელოვნებას წარმოადგენს. მწვადი ხელით უნდა მიირთვათ, რათა ძირითადათ პიკნიკზე სეექცევიან, აგრეთვე ხინკალიც არ საჭიროებს დანა-ჩანგალს, ამ კერძის მთავარი ეშხი წვენი გახლავთ.

ნამდვილ ქართულ სუფრას ყოველთვის წინ უძღცის თამადა, ის თითოეული სტუმრის გართობაზე პასუხისმგებელია და საინტერესო სადღეგრძელოებით უნდა წარმადთოს დღეობა.

საქართველოს სახვადასხვა კუთხეებში განსხვავებული ყველი იციან. სამეგრელოში რბილი ყველი სულგუნი, რომლისგანაც პიტნით შეკმაზულ შეჭამანდს ამზადებენ –

დაგაზელილს, მთიან რეგიონებში უპირატესობას ანიჭებენ გუდის ყველს, რომლის სახელიც დამზადების ჭურჭლისგან მოდის-გუდა-ტომარას ნიშნავს.

საქართველოში მრავლადაა წარმოდგენილი ხორციანი კერძები: ბატკნის ხორცის კერძი, მწვანილებით და თეთრი ღვინით– არომატული ჩაქაფული, ხინკალი, კუჭმაჭი და ტრადიციული ჩახოხბილი (პომიდვრის წვენი მოხარშული ქათამი) – უწინ ხოხბის ხორცით მზადდებოდა, ამიტომაც სახელად ჩახოხბილი ჰქვია. და რა თქმა უნდა მწვადის ნაირსახეობა: ხბოს მწვადი, ღორის, ზუთხის, რომელიც შამფურზე იწვება და სხვადასხვა სოუსებით არის დამშვენებული: ტყემლის სოუსი, ნარშარაფი ან საწებელი.

ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი დონე განაპირობებს ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ღამე ქუჩაში შეგიძლიათ თავისულად ისეირნოთ.

ნამდვილ ქართულ სულისკვეთებას რთველის დროს შეიგრძნობთ: რთველი გახლავთ ყურძნის მოკრეფის დღესასწაული, რომელიც შემოდგომის დასაწყისში ტარდება. საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის დაყენევა ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 5-ე ათასწლეულში დაიწყეს. თანამედროვე საქართველოში 500-მდე ვაზის ნაირსახეობა იზრდება, რომლისგან ნაირ-ნაირ ღვინოს აწარმოებენ: წითელი «ნახევრად მშრალი საფერავი», « ტკბილი ხვანჭკარა», «ნახევრად მშრალი ქინძმარაული», «მუკუზანი» და «ახაშენი», თეთრებიდან «წინანდალი», «მანავი» და სხვა მრავალი.

დესერთათ ჩურჩხელა დავაგემოვნოთ: ბადაგში ამოვლებული ნიგოზი ან კაკალი.

თუ კი ერთხელ მოგიწიათ ამ მოხვედრა, ვეღარ დაივიწყებთ ამ ქვეყანას! საქართველო გელით!