contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბულგარეთის შესახებ: ახალი მსოფლიო საოცრებანი

ბულგარეთი ევროპის ერთერთი უძველესი ქვეყანაა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით და მდიდარი ისტორიით. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანების ნახევარ კუნძულზე. ბულგარეთის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას განაპირობებს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის გზაჯვარედინზე განლაგება. ქვეყანაში ბევრი კულტურული თუ ისტორიული კომპლექსი და ძეგლია. თვალწარმტაცი და მრავალფეროვანი ბუნება უნიკალური ნაკრძალებით და ზამთრის კურორტებით, შავი ზღვისპირეთი იზიდავენ ტურისტებს მთელ მსოფლიოდან.

ყველაზე პოპულარული ზაფხულის კურორტებია: ოქროს ქვიშა, ნესებრი, სოზოპოლი, სათხილამურო კი: პამპოროვო, ბანსკო და ბოროვეცი.

ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა, ბალკანეთის ცენტრი. ალექსანდრე ნევსკის ტაძრის სამრეკლოს ზარების რეკვა 20-30 კმ მანძილზე ისმის. წმინდა სოფიოს ეკლესია, რომელიც ოსმანეთის იმპერიის დროს მეჩეთად იყო გადაკეთებული, ჩვენამდე მოღწეული წმინდა გიოგრის როტონდა X ს. ფრესკებით, ბანია-ბაშის მეჩეთი სოფიას ღირშესანიშნაობა უთვალავია. მეჩეთის წინ მინერალური წყლების შადრევნებია.

ივანე ვაზოვის სახელობის ნაციონალური თეატრი ძველ ტაძარს უფრო ჰგავს. ცენტრალური სინაგოგა ცრუ-მავრიტანულ სტილშია აგებული და ყველაზე დიდი გახლავთ მთელ ბალკანებზე.

ბულგარეთის შესახებ

ვიტოშის ბულვარზეა განლაგებული ბევრი სავაჭრო ცენტრი, რესტორანი თუ კაფე; ეს გახლავთ მყუდრო ფეხით მოსიარულე ზონა. აქვეა შეგვიძლია ვესტუმროთ სასულიერო აკადემიას და ისტორიულ მუზეუმს.

ქვეყნის კოლორიტის შეგრძნება შეიძლება საკონდიტროში (ბულ. სლადკარნიცე), ან ნაციონალურ რესტორანში. ყველაზე ცნობილი ბულგარული კერძებია: შოპსკი სალათი, მჟავე რძის ცივი სუპი (რუსული აკროშკის ანალოგი), ბანიცა – პეროგი ბოსტნეულის და ყველის შიგთავსით.

მრავალფეროვანი ხორცის კერძებია: “ქებაბჩი” ბულგარული სანელებლებით , “შიშჩეტა” – ქათმის, ღორის ან ცხვრის ხორცის მწვადი, რომელიც მზადდება გრილზე, როლემსაც ბულგარეთში ეწოდება სკარა. ყველი ბრინზა (“სირენე”) ცალკე სტატიას იმსახურებს, რომელიც წახემსების დროს გამოიყენება და ძირითადი კერძების თუ ცომელულის შემადგენელი ნაწილია.

შესანიშნავი ქვიშის პლიაჟები, უამრავი კომფორტაბელური ოტელით, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას თუ ბიუჯეტს დააკმაყოფილებს, ისტორიული ძეგლები და ტაძრები.

წმ. ივანეს რილას მონასტერს ბულგარეთის იერუსალიმს უწოდებენ, ის მთებში მდებარეობს. ხსენებული ტაძარი ბევრჯერ ცეცხლმა გადაბუგა და თავიდან აღადგინეს. ქანდაკებები, ხუთი გუმბათი და ზღაპრული ადგილმდებარეობა ეკლესიას განსაკუთრებულს ხდიან.

ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი პლოვდივი გახლავთ, რომელიც 6,000 წ. წინ დაარსდა შვიდ გორაკზე, რომელთაგანაც ერთი დანგრეულიყო 20-ე საუკუნის დასაწყისში. ქალაქის უძველესი

კოშკები სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნის და მათ შორის რომის ამფითეატრიც კი გახლავთ. ამიტომ პლოვდივი ძალიან პოპულარული ქალაქია ტურისტების შორის. ბელოგრადჩიკის ციხე-სიმაგრე აგებულია კლდეზე და სამართლიანდ გახდა ახალი მსოფლიო საოცრებათა სიის კანდიდატი. შესანიშნავი კურორტი და იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქი ნესებრი შავი ზღვის მარგალიტი გახლავთ. აქ დაახლოებით 40-მდე აგურის ეკლესიის ნანგრევებია, რომლებიც თარიღდებიან 5 საუკუნით.

ბალჩიკი დაარსებულია 26 საუკუნის წინ. ადრე ატარებდა დიონისოპოლის სახელს, რადგან ბერძნული კოლონია იყო. აქ განლაგებულია რუმინეთის დედოფლის მარია დი ედინბურგის სასახლე, დიდი ტერასიანი პარკით, ფანჩატუბით, ხეივნებით, პარკის საერთო ფართობი შეადგენს 36 ჰექტარი.

ქალაქი ვარნა დაარსებულია ჩ. წ. IV ს-ში. თანამედროცე ვარნას ღირშესანიშნაობას ზღვის ბაღი წარმოადგენს -უმალაზესი ზღვისპირეთა პარკი. აგრეთვე მშვენიერ დროს გაატარებთ პლანეტარიუმში, არქეოლოგიის, ისტორიის და სამხედრო-საზღვაო მუზეუმებში.

ბულგარეთში ბევრი ღირშესანიშნაობაა– მღვიმეები, თვალწარმტაცი კლდეები. ერთერთ ესეთ ადგილს წარმოადგენს პობიტი-კამნი, 18 კმ-ში ვარნადან. კლდეების სიგრძე 700 მ-ს აღწევს და შედგება ბუნებრივი კოლონებისგან, რომლის სიმაღლე 6-ი მეტრია. კოლონების შიგნით სიცარიელეა.

მეგალიტური კომპლექსი – ენერგეტიკულ წრეს წარმოადგენს და დღემდე ამოუცნობი დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.

უამრავი კურორტი არ საჭიროებს ზედმეტ წარდგენას, ესენია: ალბენა, ვარნა, მზის სანაპირო, აქელოი, ბიალა, ელენიტე, ნესებრი და სხვა, სადაც ზღვის და გარუჯვის მოყვარულენი იკრიბებიან.

ანტიკური ორსართულიანი ტაძარი ალაჯა და კლდეში ამოკვეთილი კატაკომბები, რომლის წარმოშობა 13-14 სს მიეკუთვნება.

ბულგარეთის ბუნებრივ ღირშესანიშნაობას მდინარე როპოტამო წარმოადგენს, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა და უწოდებენ ბულგარეთის ამაზონს. მდიდარი ფლორა და ფაუნა გულგრილს არავის დატოვებს.

ბულგარეთი აუცილებელი პუნქტია თქვენი აღმოჩენების მარშრუტზე!