contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ესტონეთის შესახებ: დამშვიდება და ევროპული კომპორთი

ესტონეთის რესპუბლიკას უკავია 45 000 კმ², მოსახლეობა შეადგენს 1,3 მილიონს.

ქვეყნის დედაქალაქი ტალინია, მსხვილი ქალაქები — ტარტუ, ნარვა, აგრეთვე კუნძულები — საარემაა, პრანგლი, ჰიუმაა, ვორსმი, ოსმუსაარ, რუხნუ.

საკმაოდ პატარა ესტონეთში უამრავი ღირშესანიშნაობებია განლაგებული. ზაფხულში შეგიძლიათ გაირუჯოთ და იბანავოთ პიარნუს, ჰააფსალუს, კურესაარეს, და ტოილას პლიაჟებზე ან ვიარსკას და პიუჰაიარვას ტბებზე, აღადგინოთ ჯანმრთელობა უამრავ კურორტებსა და სანოტორიუმებში. მთელი ესტონია ერთ დიდ კურორტს წარმოადგენს: სასტუმროები და სამკურნალო სანატორიუმები არის ყველგან, სადაც ამისთვის შესაბამისი პირობები არსებობს. მშვიდი დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ დაისვენონ კუნძულებზე, აგრეთვე ოჯახურ ფერმებზე ესტონეთის პროვინციაში.

About Estonia

ქვეყნის ყველა ქალაქი ავტობუსით უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ საკუთარი ავტომობილით მოგზაურობა გაცილებით კომპორტულია, რათა აღარ ხარ დამოკიდებული ავტობუსების გრაფიკებზე. გზები უმაღლესი ხარისხისაა, ბევრი მაჩვენებელია, ასე რომ არ დაიკარგებით. კლიმატი იცვლება ზომიერიდან კონტინენტალურამდე. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა +18..+20°C, იანვრის კი −4..-7°C.

წყალი ზღვაში და უამრავ ტბებში კარგად თბება, ივლისში წყლის ტემპერატურა თბება +20..+24°C გრადუსამდე.

ესტონური სამზარეულოს ძირითადი კერძები ხორციანია (განსაკუთრებით ღორის ხორცის), კარტოფილიანი, ზღვის პროდუქტების და სხვა. ესტონეთი განსაკუთრებულად ცნობილია თავისი ცომეულით: არაჩვეულებრივი ტკბილი ფუნთუშებით, კრემიანი ნამცხვრებით და ტორტებით. ესტონეთში აწარმოებენ არაჩვეულებრივ თხილიან შოკოლადს, მარციპანს, კანფეტებს ლიქიორიანი, ყავიანი, თხილიანი და სხვა შიგთავსით. ნაციონალური სასმელი ლუდი გახლავთ: თეთრი „საკუ“ და შავი „საარე“, აგრეთვე პოპულარულია თაფლის ლუდი, ნაციონალური ლიქიორი „Vanna Tallinn“ და გლინტვეინი. თითქოს შუასაუკუნეების ტალინი მიმზიდველია როგორც რომანტიული მოგზაურობისთვის ასევე საოჯახოსთვის. არ გამოტოვოთ დომსკის ტაძარი, კადრიორგსკის სასახლე, რატუშის მოედანი და სხვა დაუვიწყარი ადგილები. პატარა მყუდრო კურორტი ნარვა-იესუ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული, ულამაზეს ფიჭვნარში ფინეთის ყურეში. ფიჭვნარის და ზღვის ჰაერის წყალობით შექმნილი უნიკალური სამკურნალო მიკროკლიმატი, აგრეთვე აუგას მინერალური წყლები დასვენების და სამკურნალო პროცედურების კომპლექსს გვთავაზობენ. თეთრ ქვიშიანი კომფორტაბელური პლიაჟები 13 კილომეტრიან სანაპიროს იკავებენ.

პიარნუს პოპულარული კურორტი შემოგთავაზებთ ევროპული დონის ნაირფეროვან გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს და ჩინებულ პლიაჟებს, ღირშესანიშნაობებიდან საინტერესოა წმინდა ეკატერინეს და წმინდა ელისაბედის ეკლესიები, სადაც დატკბებით ორღანული მუსიკით, ქალაქის რატუშა, ტალინის ჭიშკარი, წითელი კოშკი 15 საუკუნის უძველესი კედლის ნაწილით, ჩაპლინის სამხატვრო ცენტრი და ა.შ.

ლაუსლასმაა უამრავ გასართობს გთავაზობთ: აკვაპარკს, ატრაქციონებს და პლიაჟის ფრენბურთის მოედნებს, სერფინგს და გოლფის მოედანს.

ესტონეთის ჩრდილო ნაწილშია დაკვირვების კოშკი და მემორიალური ჯვარი სინიმიაეში, ლანდშაფტური პარკები და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ჩანჩქერი ვალასტე (25 მ), ციხე-სიმაგრეები და ეკლესიები, ჩუდსკის ტბა.

ჰააფსალუს ცნობილი სამკურნალო ტალახები იწვევს ყველა მსურველს. საარემას კუნძულზე შემორჩენილია ძველი წისქვილები, შუასაუკუნის პერიოდის ეკლესიები და ძველებური ტიპის სოფლები თივით გადახურული სახურავებით. კუნძულის ცენტრში ეპისკოპოსის სასახლე კურესაარე — ბალტიის რეგიონის ერთადერთი ციხე სიმაგრე, რომელიც უცვლელად შემორჩენილია ჩვენს დრომდე.

სამხრეთ ესტონიის კურორტი ტარტუ, სადაც უამრავი ღირშესანიშნაობებია, ეკოტურიზმის, ველოტურების და ჯომარდობის მოყვარულთათვის.

ესტონეთის ყველა ღირსებას ერთიანად ვერ ჩამოვთვლით! ამიტომ მობრძანდით და თვითონ დარწმუნდით! იქირავეთ ავტომანქანა და გახდით თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის ავტორი!