contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




უნგრეთი შესახებ: მადიარების ქვეყანა

უნგრეთი ნიშნავს თითქმის 1000 წლიან კულტურას, შეუდარებელ ბუნებას, ევროპის სამკურნალო წყლებს, ცნობილი კომპოზიტორების სამშობლოს, მშვენიერ ბუდაპეშტს, ბალატონოს ტბას და სხვას.

საპარლამენტო რესპუბლიკა უნგრეთი და ბუდაპეშტი ერთერთი ულამაზესი დედაქალაქია ევროპაში და მას „დუნაის მარგალიტს“ უწოდებენ, რომლის ცენტრალური პანორამა (ბუდაის ნაწილი) და ძველებური ხიდები შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

უნგრულ სტეპში პუსტაში ტარდება უამრავი ღონისძიება-ცხენებით ჯირითი, ნაციონალური და ფოლკლორული ადათ-წესების ინსტალაციები, რომლების შემორჩა დღემდე.

დღეისათვის უნგრეთში ათასზე მეტი ტერმალური წყაროა, რომლებსაც „ჯადოსნურ წყალს“ უწოდებენ, აგრეთვე ბალნეოლოგიური სანატორიუმები, სამკურნალო აბანოები და მღვიმეები. ეს სია ნამდვილად ულევია.

ჩინებული ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო და სტუმართმოყვარე ხალხი თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის წინაპირობაა.

About hungary

პირველ რიგში უნგრული სამზარეულო დაიკვეხნის ხორცის ნაციონალური კერძებით: პომიდორში მოთუშული ხორცი, უკვე ბევრ ქვეყანაში პოპულარული ცხარე გულიაში, ქათმის პაპრიკაში, ხორციანი ბლინები ხორტობადსკი. ტოკაის ღვინომ, რომელსაც აწარმოებენ მხოლოდ უნგრეთში უმაღლესი შეფასება მიიღო: „ღვინოების მეფე- მეფეების ღვინო“. ჩამოთვლილი კერძების და ღვინოების დაგემოვნება შეიძლება საკულტო რესტორან „კარპატიაში“— ეს ტრადიციული პეშტური რესტორანია, სადაც ინტერიერიც და კერძებიც ძველებური სტილის მიხედვით არის შესრულებული.

ბუდაპეშტი შეიქმნა სამი ქალაქის შერწყმის შედეგად: პეშტას, ბუდას და ობუდას 19 საუკუნის ბოლოს. უძველესი დროიდან აქ კელტების დასახლება იყო, შემდეგ კი 1-4 სს. ძველი რომალელების-აკვინიკუმი.

სასტუმრო გელერტი ეს პირველ რიგში მინერალური სანატორიუმია უამრავი აუზით, სადაც ხელოვნური ტალღები თერმული წყაროს წყლით არის შექმნილი. ბუდაპეშტში ბევრი სამკურნალო აბანოა. ყველაზე პოპულარული “სეჩენი”-ს აბანო გახლავთ, რომელიც განლაგებულია “ვაროშლიგეტის“ პარკში. აქ არის ხელოვნური ტბა, სადაც ადგილობრივები და სტუმრები ატარებენ დროს, დაცურავენ ნავებით, ზამთრის პერიოდში კი ციგურებით. 13,5 ჰექტარის ფართობზე განლაგებულია ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი, სადაც 4000 ცხოველის და 10 000 სხვადასხვა მცენარის ნახვა შეიძლება. ცხოველები და ჩიტები ბინადრობენ ბუნებრივთან დაახლოვებულ პირობებში. იქვე შეგიძლიათ ეწვიოთ ატრაქციონების პარკს, სადაც ისიამოვნებთ „ამერიკულ გორკებზე“, ლაბირინტებში თუ სხვა დიდებისთვის და ბავშვებისთვის არსებულ ატრაქციონებზე . გმირთა მოედანზე თქვენ გელოდებათ ხელოვნებათა მუზეუმი, სადაც იხილავთ ძველი ეგვიპტეს, ძველი საბერძნეთის და რომის ექსპოზიციებს. ამის გარდა მუზეუმში გაფენილია ესპანელი მხატვრების ფერწერის საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც პრადოს მუზეუმს თუ შეედრება.

ბუდაპეშტის ყველაზე ცნობილი ქუჩაა — ვაცი, ნამდვილი გართობის ცენტრია. აქ ბევრი ფეშენებელური სასტუმროა, კაზინოები და რესტორნები და შოპინგის საუკეთესო ადგილები .

დუნაის მდინარეზე ყველაზე ძველი ხიდი ლანგსხიდია, აშენებული ჯერ კიდევ 1849 წ. ბუდაპეშტის შუაგულში კუნძული მარგიტია განლაგებული, სადაც გელოდებათ სასტუმროები, რესტორნები, პლიაჟები და ზაფხულის ოპერის შენობა, სადაც თეატრალური ფესტივალები ტარდება. ბევრ ტურისტს იზიდავს მშვენიერი იაპონური ბაღი.

ამფითეატრის და ძველი რომის ნაქალაქევი— დედაქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა. ფესტივალი “ბუდაპეშტის გაზაფხული”, თეატრალური ფესტივალები, კლასიკური მუსიკის კონცერტები და სხვა ხშირადტარდება მარტონვაშარში, სადაც ადრე სტუმრომდა ბეთხოვენი. ქალაქის ყველაზე ძველი შენობაა- 11 საუკუნის სამრევლო ეკლესიაა. სამწუხაროდ თურქების დაპყრობის პერიოდში ეკლესია მეჩეთად იყო გადაკეთებული.

ბალატონი ანუ მადიარული ზღვა გახლავთ 600 კმ² ფართის მტკნარი წყლის ტბა, უნგრეთის დასავლეთ მხარეს. მილიონი წლის წინ აქ იყო ზღვა, მაგრამ გეოლოგიურ-ტექტონურმა ცლილებებმა განაპირობა თანამედროვე ლანდშაფტი. შესანიშნავი ტურისტული ინფრასტრუქტურა იზიდავს ტბაზე უამრავ დამსვენებელს. აქტიური დასვენების ბევრი საშუალებაა: იახტით გასეირნება, კატერები, წყლის თხილამურები. ექსკურსიები ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ცხენის ტურები, თევზაობა და სხვა.

უნგრეთის უნიკალური ადგილები, ალპის და კარპატის მთები, ბალატონის ტბა და დუნაი ელიან თავის ტურისტებს. „კუნძული თერმალური ზღვიში“ გელით, რათა ახადოს საფარველი თავის ძველ ისტორიას!