contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მაკედონიის შესახებ: რომის იმპერიის მემკვიდრე

მაკედონიის სახელმწიფოს არ აქვს გასვლა ზღვის პირეთზე, მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მაკედონიის ყველაზე მაღალი წერტილია – მწვერვალი კორაბი, რომლის სიმაღლეა 2753 მ. მაკედონიაში ზომიერ-კონტინენტალური ჰავაა. წელიწადის დღეების უმეტესობა მზიანია.

მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე დაარსებულია ანტიკურ დროს. ქალაქი სეისმურ ზონაში მდებარეობს და 1963 წელს იყო დანგრეული ძლიერი მიწისძვრის შედეგად. აღდგენის შემდეგ თანამედროვე შენობები ერწყმის ძველებური უბნების ვიწრო ქუჩებს. ჩარშიას უბანში XI საუკუნის ციხე-სიმაგრის კალეს მახლობლად თქვენ გელით ევროპაში ყველაზე კოლორიტული აღმოსავლური ბაზარი. სკოპიეში უამრავი საინტერესო ადგილებია: თურქული აბანოები XV ს, მუსტაფა-ფაშას მეჩეთი, XVII-XVIII სს. წმინდა სპასის მართლმადიდებლური ეკლესია, ქარვასლები. ქალაქის ახალ ნაწილში განლაგებულია მუზეუმები: ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და სხვა.

მაკედონიის შესახებ

ქვეყნის მეორე ქალაქი ბიტოლაა. ქალაქში ანტიკური „ჰერაკლე ლინცეტი“ციხე-სიმაგრის ნანგრევებია შემორჩენილი, რომლის დაარსება ჯერ კიდევ IV ს. ფილიპე მაკედონელს მიეწერება.

ოქრიდი ქალაქიც და ტბაც გახლავთ, აგრეთვე მაკედონიის თვალსაჩინო ადგილი და იუნესკოს ლულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. ქალაქი ალბანეთს ესაზღვრება, საზღვარი ტბაზე გადის. ორქიდის ტბა ბრწყინვალე ზურმუხტის ფერია. მაქსიმალური სიღრმე 288 მ. ქალაქის ცენტრს წმინდა სოფიოს ბაზილიკა ამშვენეს, რომელიც აგებულია 11 ს., აქ ინახება უნიკალური ხატები. ოქრიდის ყველაზე საკრალური ადგილია – მკურნალის და განმანათლებლის წმინდა ნაუმის მონასტერი. ლეგენდის თანახმად თუკი ყურს მიადებთ წმინდანის სარკოფაგს მის გულისცემას გაიგონებთ. რომის იმპერიის დროს ოქრიდს ლიქნიდა ექოდებოდა და მასზე გადიოდა რომიდან მცირე აზიაში მიმავალი სავაჭრო გზა. ამიტომ ბევრი ღირშესანიშნაობა იმ პერიოდს ეკუთვნის, როგორიცაა ვაროშის უბნის თეატრი. ქრისტიანული მონუმენტებიდან: XI ს. სამუილის ციხე-სიმაგრე, რომელიც IX ს-ში წმინდა პანტელეიმონის ეკლესია გახლდათ, მეჩეთად გადაკეთებული წმინდა ჯოვან კანეოს ეკლესია, თარიღდება XIII ს და ა.შ.

ოქრიდიდან 15 კმ-შია ქალაქი სტრუგა, განლაგებულია მდინარე შავი დრიმის სანაპიროებზე, ეს მდინარე ოქრიდის ტბას ადრიატიკის ზღვასთან აერთებს. ქალაქში ტარდება ცნობილი პოეტური ფესტივალები, რომლის დროსაც პოეტები და თეატრალები ლექსების დეკლამაციას ცნობილი ხიდიდან ახორციელებენ. ქალაქის ყველა შენობა ერთ და ორსართულიანია და ლამაზი წითელი კრამიტით არის გადახურული. ყველა შენობა ჩაფლულია ბაღებში და ვენახებში. სტრუგაში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო ბაზრობა, სადაც ხალხური რეწვის ოსტატები იყრიან თავს.

საშობაო არდადეგების დროს სოფელ ვევჩანში, სტრუგას მახლობლად ტარდება მხიარული საშობაო საყოველთაო კარნავალი.

სტრუგას ამინდი ნიშნავს 240 მზიან დღეს წელიწადის განმავლობაში. პრესპანის ტბა ალბანეთის საზღვარზე მდებარეობს. ტბის შუა ნაწილში „გოლემ გრადის ან გველის“ უკაცრიელი კუნძულია, სადაც წმინდა პეტრეს მონასტრის ნანგრევებია შემორჩენილი.

ნაციონალურ სამზარეულოს გურმანებიც კი ვერ დაიწუნებენ. მთავარი კერძია – დაკეპილი შემწვარი ხორცი თურქუკად. ძალიან გავრცელებულია “გრავჩე ნა ტაფჩე” – ლობიო, მომზადებული ტაფაზე და ცნობილი ოქრიდის ტბის შემწვარი კალმახი.

სლავური სული, უგემრიელესი სამზარეულო, მართლმადიდებლური და რომაული კულტურის ძეგლები და ბუნებრივი საოცრებანი – ეს მხოლოდ რამოდენიმე მიზეზია, რომლის გამოც თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი კვლავ და კვლავ ეწვიოთ მაკედონიას.

მობრძანდით და თავად დარწმუნდებით!