contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სლოვაკიის შესახებ: სამი კაკალი კონკიისთვის

სლოვაკია განლაგებულია აღმოსავლეთ ევროპაში; ქვეყანას კვეთს ტატრას და კარპატების მთების ქედები. სლოვაკიის ტერიტორია ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზეა. უმაღლესი მწვერვალი გახლავთ გერლაჰოვსკი-შტიტი, რომლის სიმაღლე შეადგენს 2655 მ.

სლოვაკია ესაზღვრება 5-თ ქვეყანას: პოლონეთს, უკრაინას, ავსტრიას, ჩეხეთს და უნგრეთს. სახელმწიფოს მთლიანი ტერიტორია შეადგენს 49 ათასს კმ ². სლოვაკეთს არ აქვს ზღვის პორეთზე გასასვლელი. სატელეფონო კოდია +421, ინტერნეტის დომენი- Sk.

ზაფხულის სეზონი საკმაოდ თბილია, საშუალო ტემპერატურა აღწევს + 21 C◦, ზამთარი კი თოვლიანია და ცივი, დაახლოებით -2 C ◦. მთიანი რეგიონი თოვლით არის დაფარული 130 დღე წელიწადში. ქვეყნის ცნობილი სათხილამურო კურორტებია: ცენტერ-იასნა, ტატრანსკა, ლომნიცა და ა.შ.

სლოვაკიის დედაქალაქია დიადი ქალაქი ბრატისლავა.

სლოვაკიის შესახებ

თქვენ გელოდებათ 170 -მდე სასახლე თუ ციხე-სიმაგრე, რომლების დათვალიერებაც რაინდების ტურნირების ერაში გადაგანაცვლებთ. უამრავი მინერალური წყარო, სათხილამურო კურორტი, მღვიმეების კომპლექსი და სხვა ისტორიული მომუმენტები იზიდავენ ქვეყანაში უამრავ ტურისტს თუ სტუმარს.

ბრატისლავა მდინარე დუნაის სანაპიროზეა განლაგებული, ძველი და ახალი ხიდების შორის ისტორიული კუთხით ყველაზე საინტერესოა. ბრატისლავას სასახლე, აშენებული კლდეზე 85 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. სლოვაკიის ისტორიის მუზეუმი, რომელიც სთავაზობს სტუმრებს იშვიათ ექსპოზიციებს და მეფურ საგანძურს. სასახლის ტერიტორიის ნაწილი უკავია პრეზიდენტის აპარტამენტებს და პარლამენტს. აუცილებელი სანახაობების სიაში შედის გოტიკური წმ. მარტინის კათედრალური ტაძარი, რომელიც თარიღდება 13 საუკუნით.

ეგრეთ წოდებულ ბაზრის მოედანს ამშვენებენ ქალაქის რატუშა, მუზეუმი და რენესანსის ეპოქის როლანდის შადრევანი. არაჩვეულებრივი ბრინჯაოს კაცის ქანდაკება, რომელიც ლუკიდან იხედება, და პაპარაცის ქანდაკება კი ქუჩის კუთხიდან გითვალთვალებთ, ეს ყველაფერი ძალაუნებურ ღიმილს იწვევს. სლოვაკებს ნამდვილად განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვთ.

ბრატისლავას მახლობლად ბევრი სიხე-სიმაგრეა: დევინის სასახლე ვიტრას სოფელთან, ძველი სემინარიის სააბატო, რომელიც შუასაუკუნეების არქიტექტურის მოყვარულებს მიიზიდავს.

ტრნავას ქალაქს კიდევ ეძახიან "სლოვაკურ რომს", რადგან აქ განლაგებულია ტრნავის საარქიეპისკოპო.

ქვეყნის დიდი ქალაქებია: კოზიცე, პრესოვი, ნიტრა, ზილინა, ბანსკა-ბისტრიცა, ტრენჩინი და სხვა.

ტრენჩინის სასახლის ვეება კედლები, უმაღლესი მატუშ ჩაკის კოშკი, აგრეთვე "სიყვარულის ჭა" განსაკუთრებულ ელფერს მიანიჭებენ თქვენს მოგზაურობას. ამ ღირშესანიშნაობების ისტორიას მოგითხრობთ ტრენჩინის მუზეუმი.

საიდუმლოებების მოყვარულებს იზიდავთ მღვიმეები, რომლების რაოდენობა 4 ათასს აღწევს: დემანოსკას მღვიმეების სისტემა, ბელიანსკაიას გამოქვაბული, ჰარმანეჩის მღვიმეების, დოჟინსკას ყინულის მღვიმე და სხვა. რამოდენიმე მღვიმე, მაგალითად აგტელეკის და სლოვაკის კარსტის გამოქვაბული შედის იუნესკოს ბუნებრივი ძეგლების მემკვიდრეობაში.

პატარა ქალაქ პრეშოვში XIV საუკუნის წმინდა ნიკოლოზის გოტიკური ეკლესიააა, და არაჩვეულებრივი ღვინის მუზეუმი.

ლევოჩა განსაკუთრებულია ადგილია, ვიწრო ქუჩებით, წმინდა ჯეიმსის ლამაზი ეკლესიით, მარიანსკა-გორა და სხვა იდეალური ადგილებია რომანტიული გასეირნებისთვის.

სლოვაკიის სამზარეულო მოიცავს რამოდენიმე ევროპული ქვეყნის ტრადიციებს. ყველაზე გავრცელებული და გამორჩეული კერძია სპიშსკის პოჰუტკა – სოკოს გულიაში გრენკებით. აგრეთვე ცომის გუფთები გახეხილი ყველით, მოხრაკული ხახვით და ხრაშუნა ბეკონით, ხორცის პაშტეტები და სხვადასხვა ხორცის ცხელი რულეტები, და, რა თქმა უნდა, ძეხვეული.

ძალიან პოპულარულია ადგილობრივი ცხვრის ყველი "ოშტეპკი" ან "პარენიცი". სხვა ცნობილი ნაციონალური კერძებია შემწვარი ბატი ან იხვი კომბოსტოს მწნილის გარნირთან. მგონი უკვე მოგაშიეთ, ასე რომ სასმელებით გავარგძელებთ.

ადგილობრივ ღვინოებს საპატიო ადგილი უკავიათ სხვა ევროპული ღვინოების რეიტინგში: "ტოკაი", "ლიმბაშის სილვანი", "ვლასის რისლინგი" და სხვა. ადგილობრივ ლუდს "შარიშს" ჩინებული გემო აქვს, ძლიერი ალკოჰოლური სასმელებიდან – ვოდკა "ბოროვიჩკა" და ბალახებზე დაყენებული ბალზამები.

კომარნოს ქალაქის მშვენებაა "ევროპის ბაღია", გახსნილი 2000 წელს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ 40-მდე ევროპული ქვეყნის სასახლის ნაგებობით. "ევროპის ბაღი" -ს ტერიტორია იკავებს 6 ათასს კმ ² და მდებარეობს ქალაქის სამ ჭიშკართან: წმინდა სტეფანეს ჭიშკარი, ბელო 6-ს და მარია ტერეზიას ჭიშკარი.

ბრანსკა-სტავნიცას ისტორიული ცენტრი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

სლოვაკია რეალობად ქცეული ზღაპარია, სადაც სასახლეში თითქოს პრინცესას ან თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს მოჰკრავთ თვალს!