contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სლოვენიას შესახებ: სლავური ევროპა

ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილში მყუდროდ არის განლაგებული პატარა, მაგრამ ულამაზესი სლოვენია, რომელიც ესაზვრება ოთხ სახელმწიფოს; იტალიას, უნგრეთს, ხორვატიას და ავსტრიას. ქვეყანას ადრიატიკის სანაპიროს ნაწილი უჭირავს.

სლოვენიაში ყველაფერს იპოვით: ალპებსაც, ადრიატიკულ სანაპიროსაც და ტბებსაც, მინერალურ წყლებს და არაჩვეულებრივ ბუნებას— ეს ყველაფერი სლოვენიის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

სლოვენიაში წარმოდგენილია სამი კლიმატური ზონა: ზომიერ-კონტინენტალური, ხმელთაშუაზღვის და ალპური. აქ არც ისეთი ცივი ზამთარი იცის (−2°C +5°C ) და თბილი ზაფხული (+23 +25 °C). მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს თერმული წყლების სანატორიუმები, სადაც შეიძლება დასვენება, მკურნალობა და პროცედურების გავლა.

სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა მდინარე ლიუბლიანიცეს სანაპიროზეა განლაგებული.

სლოვენიას შესახებ

ამ ტერიტორიაზე ადამიანები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ლეგენდის თანახმად ლიუბლიანას ადგილზე იაზონმა მოკლა დრაკონი, რომლის გამოსახულება ქალაქის ჰერბზეა დატანილი. აგრეთვე ერთ-ერთი ხიდი ატარებს ოთხი დრაკონის სახელს. მიუხედავად მრავალი მიწისძვრების ქალაქმა შეინარჩუნა შუასაუკუნეების სულისკვეთება. ძველი ქალაქი წარმოადგენს ფეხით სასიარულო ზონას. პრეშერნის მოედანი ცნობილია არქიტექტორის იოჟი პლეჩნიკის სამი უჩვეულო ხიდის გამო: აქ ერთი ხიდი გადადის მარაოს ფორმის სამ ხიდში. ამ ადგილზე ერთმანეთს ხვდებიან შეყვარებულები. ლიუბლიანას ყველაზე ძველი ქუჩა მეთევზის სახელს ატარებს.

რობას ბაროკოს სტილის ღირშესანიშნავი შადრევანი 18 საუკუნეს ეკუთვნის და ქალაქის მუნიციპალიტეტის წინ დგას.

ქალაქის ბაზარში ისევ იოჟი პლეჩნიკის ლამაზი არკები ხილის, ყვავილების და მწვანილების დახლებს მასპინძლობს.

არქიტექტურის შედევრად მიჩნეულია ბაროკოს ეპოქის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მარმარილოს საკურთხეველი.

ლიუბლიანას სასახლე თითქოს დროს უკან აბრუნებს და შორეულ 16-ე საუკუნეში გაბრუნებთ. სასახლე ხშირად მასპინძლობს კონცერტებს, ფესტივალებს და ქორწილებს.

ცნობილი იმპრესიონისტების ტილოებს იხილავთ ნაციონალურ გალერეაში.

„ტივოლის“ პარკში შეიძლება დაემალო ქალაქის ლიაქოთიან ცხოვრებას.

სლოვენიის თერმალური სამკურნალო კურორტები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და იზიდავენ ბევრ მსურველს სამკურნალოდ ან პროფილაქტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

ბლედი ერთდროულად ტბაცაა, ქალაქიც და ბალნეოლოგიური კურორტიც, და ამის გარდა ასოცირდება ფეშენებელურ სასტუმროებთან. გაშინაურებული გედები და ბატები, ტბის ანკარა წყალი (საბანაო სეზონი იწყება ივლისიდან და მთავრდება სექტებრის შუა რიცხვებში), ადგილობრივი ნავებით-პლეტნებით გასეირნება, მრავალფეროვანი ფესტივალები, კონგრესები თუ კონცერტები, შეადგენენ ბლედის პოპულარობას. ტბის შუაგულში პატარა კუნძულია, სადაც დგას ეკლესია, რომელიც თითქოს ზღაპრების წიგნის გვერდებიდან გადმოვიდა.

აუცილებელი და ყველაზე უჩვეულო ადგილია ციხე-სიმაგრე, აშენებული კლდეზე, სადაც ფუნქციონირებს შუა საუკუნეების აფთიაქი და ტიპოგრაფია, სადაც წალმის ყიდვა ან დოკუმენტის დაბეჭდვა შეიძლება, ღვინის მარანში კი საკუთარი ხელით შეგიძლიათ დახუფოთ საფირმო ღვინის ბოთლები. გოლფი და ცხენის ტურები ყველაზე პოპულარული გართობაა.

ბლედის ტბასთან ახლოს მეორე მშვენიერი ტბაა-ბოჰინი. ემ ადგილს უფრო აფასებენ განმარტოვების მოყვარულნი, რათა განიტვირთონ ევროპის ცივილიზაციის და ხმაურის გარემოსგან. ტბის მიდამოებში ველოსიპედით კატაობა, კატერით გასეირნება, სავიცას ჩანჩქერის დათვალიერება – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნუსხიდან, რასაც გთავაზობთ დასვენება ბოჰინის ტბაზე.

ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს დიდი არჩევანი აქვთ: ალპინიზმი, ჯომარდობა, კანიონინგი, პარაგლაიდინგი და სხვა.

სათხილამურო კურორტების არჩევანი დიდია; ბოვეცი, კრანსკა გორა, მარიბორსკის პოხორიე და ა.შ.

სლოვენიის სამზარეულოს სავიზიტო ბარათათ შეიძლება ჩაითვალოს დესერტი -კრემიამი ნამცხვარი “კრემნა რეზინა“. ეს ზღაპრული დესერტი ორი სახის კრემით მზადდება. აგრეთვე პოპულარულია თხილის რულეტი “პოტიცა”, ვაშლის და ყველის პეროგი “გიბანიცა” და შტრუდელი “ზავიტეკი”.

საფირმო ძეხვეული, ქათმის კერძი, წითელი ბეშამელის სოუსით და რა თქმა უნდა სოკო სეჟანი – ადგილობრივი ტრიუფელი. სლოვენიაში მიღებულია ცომის გუფთის ნაირსახეობა (კლიოცკები), განსაკუთრებით ყველის და ნიგვზის.

მაგარი სასმელებიდან აუცილებლად დააგემოვნეთ “ვილიამოვკა” (მსხლის ჭაჭა) და ლიქიორი “პლეტერშკა ხრუშკა” მსხლის ნაჭრებით.

სლოვენია გართობის და სიამოვნების ფართო არჩევანს გთავაზობთ როგორც მოგზაურობის სახით, აგრეთვე სლოვენიელი ხალხის მეგობრობის სახით და კერძების დაგემოვნებით.