contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ინფორმაცია ქალაქებზე: Naniko – მსოფლიოს ქალაქები

თესალონიკი – ღირსეული დითირამბების ქალაქი.

თესალონიკი ერთი შეხედვით გამოიყურება როგორც ცოტათი დაკარგული და დეკადენტური, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი და სიურპრიზებით სავსე ქალაქია. ტურისტებისათვის უდაოდ  მიმზიდველი პუნქტია, რომელიც გადაგიშლით ქალაქის, რომლის ისტორია ჩამოყალიბდა თავისი გეოგრაფიული მდგომარეობეიდან, ევროპა-აზიის შუა გზიდან,  ყველაზე მოულოდნელ და ცნობისმოყვარე თვისებებს.

დაწვრილებით

ათენი – ძველი ცივილიზაციების აკვანი!

ძნელია იპოვო უკეთესი ადგილი საბერძნეთის შესასწავლად ვიდრე ათენია, რომელიც თავისი დინამიურობით და უძველესი ძეგლებით იზიდავს წელიწადში მილიონობით ტურისტს. ათენი – ის არის ადგილი  რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას თუ როგორ წარმოიშვა ძველი დასავლური ცივილიზაცია. ათენი არის იმ კლასიკური პერიოდის  ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ქალაქი საბერძნეთში, პირველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, რომელმაც შეიმუშავა დემოკრატიის კონცეფცია, რათა ათენის მოსახლეობას მიეღო აქტიური მონაწილეობა სახელწიფო მართვაში.

დაწვრილებით

ფრანკფურტი – ევროპული ფინანსების დედაქალაქი.

გერმანია ყოველ წლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს, ქალაქებს რომელთა შორის ჭარბობს მნახველები აღნიშვნის ღირსია ქალაქი ფრანქფურტი, განლაგებული მდინარე მაინზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, საიდანაც მიიღო კიდეც ქალაქმა სახელწოდება. ფრანქფურტს, შეიძლება ითქვას რომ აქვს ყველა ის თვისება რომელიც ახასიათებს ეკონომიკურად მაღალ განვითარებულ ქალაქებს და აქვე ეს ყოველივე ფანტასტიურ რეალობაში შეთავსებულია შუა საუკუნეების არქიტექტურა-კულტურა-ტრადიციებთან.

დაწვრილებით

ტარტუ – ცნობილი საუნივერსიტეტო ქალაქი ესტონეთში.

ტარტუ სიდიდით მეორე ქალაქი ესტონეთში, ძირითადად ახალგაზრდული სულისკვეთებით სუნთქავს, რადგანაც აქ მოსახლეობის უდიდესს ნაწილს წარმოადგენს სტუდენტობა.  უნივერსიტეტი 1632 წელს შეიქმნა, ჯერ კიდევ შვედი მეფის გუსტავ ადოლფის დროს, როდესაც მხცოვანმა იოჰან სკიტემ მეფე  დაარწმუნა, თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად ამ მხარეში – დეპრტეში, როგორც იმ დროს იწოდებოდა ტარტუ – გაეხსნა უნივერსიტეტი, გაითვალისწინა რა, 17-ე საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ევროპაში ძალიან ცოტა უმაღლესი სასწავლებლები იყო.

დაწვრილებით

ბერლინი – მრავალ წახნაგოვანი, ულამაზესი ევროპული ქალაქი!

ბერლინი წარმოადგენს გერმანიის უდიდესს ქალაქს  და ამავე დროს არის Bundesland ანუ  ქალაქი-სახელმწიფო. ეს ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი, რომელც ასევე მასპინძლობს ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრობებს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 3,5 მილიონია.

დაწვრილებით

პარიზი – ათასი სურვილის ქალაქი

პარიზი გახლავთ მთელს პლანეტაზე ერთერთი ყველაზე ლამაზი და მოსანახულებელი ადგილი, ჯადოსნური  ხიბლისა და პოეზიის სულისჩამდგმელი. იმათ ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს  ულამაზესად განათებული ქალაქი, შეუძლია უსასრულოდ დატკბეს ამ დაუვიწყარი ქალაქით, რომელიც კვლავ და კვლავ, წელიწადის ნებისმიერ დროს  იწვევს აქ ჩამოსვლის სურვილს, რათა ჩაწვდე მის მრავალ რიცხოვან და მრავალ ფეროვან წახნაგებს.

დაწვრილებით

ჰელსინკი – ქალაქი მსოფლიოში, სადაც ცხოვრება მშვენიერია!

მართლაც ჯობია იცხოვრო ჰელსინკში, ვიდრე  თითქმის მთელ მსოფლიოში სადმე სხვაგან. ეს არ არის ხმაურიანი განცხადება არამედ გამოქვეყნებულია პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალ „მონოკლში“, მსოფლიოს 25 ქალაქის ყოველწლიურ ცხოვრების  დონის რეიტინგში .

დაწვრილებით

ტალინი – განახლებული მხატვრული სილამაზისა და შუა საუკუნეების ხიბლის მქონე ქალაქი.

გონივრული და ძალიან რაფინირებული რესტავრაციის წყალობით ტალინმა შეინარჩუნა მთელი თავისი შუა საუკუნეებრივი ხიბლი – ფინეთის ყურის პეიზაჟებით. აქ თანამედროვე ქალაქს, გორაკიდან ამაყად გადმოყურებს უძველესი ქალაქის ტოომპეას ისტორიულ ცენტრი, ხოლო ქვემოთ ვრცელდება All-Linn ანუ ქვემო ქალაქი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მთელი თავისი ისტორიული ღირებულებები. 

დაწვრილებით

კოპენჰანგენი – მიმზიდველი და მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი.

ფაქტიურად აღიარებულია რომ ეფექტური და კომფორტაბელური ინფრა სტრუქტურის მქონე და შესანიშნავი ღირსშესანიშნაობათა მქონე უდიდესი სკანდინავიური ქალაქი კოპენჰანგენი წარმოადგენს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქს. ზემოთ ჩამოთვლილთა გასაგებად, განსაკუთრებით ეკოლოგიური სისიუფთავის შესაგრძნობად საკმარისია აეროპორტში ჩასვლა, იქვე ჩანს ათობით  ქარის ტურბინა, რაც ნათელს ხდის დანიის მზადყოფნას განთავისუფლდეს გამონაბოლქვებისა და დაბინძურებისაგან.

დაწვრილებით

პრაღა – ქვაში გამოსახული ოცნება

პრაღის შესახებ ხშირად საუბრობენ როგორც ჯადოსნურ ქალაქზე, შეუფასებელი არქიტექტურისა და რომანტიული მოედნების მფარველზე. პრქღა ყოველთვის იყო მთელი მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულთა საყვარელი ადგილი, თავშესაფარი სხვადასხვა ჟანრის მწერლებისა და პოეტებისა რომლებიც ეძებდნენ შთაგონების წყაროს. ქალაქს დომინირებს ისტორიის მრავალ ქარტეხილ გამოვლილი, მრავალ საუკუნოვანი დიდი ციხე-სიმაგრე, ამაყად მოდუდუნე  მდინარე ვლტავა, ულამაზესი ხიდებით, ასე ჩაუვლის ძველ ქალაქს, რომელიც მრავალჯერ აშენდა საუკუნეების მანძილზე.

დაწვრილებით