contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ინდიანაპოლისი – ქალაქი სახელოვანი ფორმულა 1 ტრასით

ქალაქი ინდიანაპოლისი არის აშშ-ს ფედერალურ  შტატ ინდიანას დედქალაქი და საგრაფო მარიონის ცენტრი,  განლაგებულია ცინცინატსა და ჩიკაგოს შორის. ეს ქალაქი ასევე მდებარეობს აშშ-ს მთავარ სასოფლო-სამეურნეო ვაკეზე, ეგრეთ წოდებულ სიმინდის სარტყელზე. ინდიანაპოლისში დაახლოებით 800 ათასი მცხოვრებია და  უკავია მესამე ადგილი Midwest-ის მსხვილ ქალაქებს შორის. აქ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ, რომელთა შორის ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი შეიძლება გამოვყოთ. მაგრამ ქალაქს ყველაზე მეტად ცნობადობა შესძინა ავტო რბოლების ტრასამ. ქალაქის სიმბოლოა Indianapolis Motor Speedway hosts, რომელმაც გახადა ქალაქი მსოფლიოში ცნობილი. ინდიანაპოლის 500  ცნობილი რბოლების გარდა აქ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები ავტო რბოლაში. საავტომობილო სპორტის მოყვარულები არ გაუშვებენ ხელიდან შანსს ეწვიონ Indy დიდების მუზეუმს, იგივე ავტომობილების მუზეუმს, სადაც შესაძლებელია ნახოთ დაახლოებით 75 მოდელის ავტომობილი, რაც საშუალებას მოგცემთ თვალყური მიადევნოთ ცნობილი რბოლების ისტორიას.

ვსაუბრობთ რა მუზეუმებსა და ტურისტულ ადგილებზე, აუცილებელია ვიცოდეთ რომ პატარა მნახველებისათვის ყველაზე საინტერესო იქნება ქალაქის ზოოპარკი, სადაც ატასობით ცხოველია, ასევე აღსანიშნავია ინდიანას აკვარიუმი. აქვე შესაძლებელია ნახოთ მსოფლიოში ულამაზესი დელფინების შთამბეჭდავი შოუ.

ამერიკულ ქალაქ ინდიანაპოლისში ეწვიეთ საინტერესო ღირსშესანიშნაობებს და ისიამოვნეთ თავისუფლების ატმოსფეროთი!

ქალაქის უამრავი სტუმარი და მრავალრიცხოვანი ტურისტი, ცდილობენ გადაიღონ ბევრი სამახსოვრო ფოტო, რათა სახლში დაბრუნებულებმა დაუღალავად ათვალიერონ და მოიგონონ  საიამოვნო დასვენების დღეები. სტუმრების უმრავლესობა ქალაქის ტურის დასაწყებად იდეალურ ადგილად თვლიან ქალაქის ცენტრს, სადაც განლაგებულია მთავარი Monument circle, რომელიც გამოსახულია ქალაქის დროშაზეც. ეს ჯარისკაცების და მეზღვაურების ძეგლი არის ქალაქში ყველაზე მაღალი და არსებული კანონებით მასზე მაღალი შენობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქალაქში. და ასეც იყო Chase Tower-ის აშენებამდე, რომელიც ახლა არის ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი.

ინდიანაში Avenue District-ზე შეიძლება ეწვიოთ მხატვართა სახელოსნოებს, ისტორიულ ღირსშესანითნაობებს, სამხატვრო გალერიებს, მუზეუმებს და რესტორნებს. ეს რაიონი ოდეზღაც იყო ქალაქის აფრო-ამერიკელი მოსახლეობის ცენტრი და ითვლებოდა „შავი ჯაზის“ ცენტრად, შესაბამისად იზიდავდა უდიდესს შემსრულებლებს.

ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმში შესაძლებელია დატკბეთ სხვადასხვა ევროპელი მხატვრების ნამუშევრებით, მათ შორის ისეთების როგორებიცაა როდენი, პიკასო, გოგენი, მონე და მოდილიანი. აქვე საბავშო მუზეუმში წარმოდგენილია  დინოზავრების ჩონჩხების პარკი, ასევე წარმოდგენილია ანტიკური კარუსელი.

ინდიანაპოლისში  შესაძლებელია სხვადსხვა სატრანსპორტო საშუალებეით გადაადგილება, აღსანიშნავია რომ უმრავლესობა ეფექტურად იყენებს მანქანების გაქირავების მომსახურეობას, რომელიც შესაძლებელია იპოვოთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში.