contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ფენიქსი – შესანიშნავი ოაზისი ამერიკის შორეული დასავლეთის უდაბნოში

აშშ-ს დასავლეთით მდებარეობს – უსასრულობასა და უდაბნოში აღმოცენებული უდიდესი ქალაქი და არიზონას შტატის დედაქალაქი ფენიქსი. მისი უცნაურობა და სილამაზე ჰაერშივე შეიძლება შეიგრძნოთ, როგორც კი დაეშვებით ამ ქალაქის აეროპორტში. ქალაქი პრაქტიკულად მთლიანად გარშემორტყმულია უდაბნოთი და უზარმაზარი კაქტუსებით. აქ შესაბამისად უდაბნოს კლიმატია, რაც ხასიათდება მთელი წლის მანძილზე ცხელი და მშრალი ამინდით, ხოლო ზაფხულში ხშირად ტემპერატურა 40°-ს აჭარბებს. ამის გამო თუ თქვენ აირჩევთ ამ საინტერესო ადგილს, უმჯობესია ეწვიოთ გაზაფხულზე, როცა შედარებით რბილი ამინდია, ხოლო ქალაქი გადავსებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. ასევე ცნობილია რომ ქალაქ ფენიქს ეძახიან  მზიან ხეობას. ქალაქი დაარსდა 1867 წ-ს და მისი შექმნის ინიციატივა ეკუთვნის სამოქალაქო ომის ყოფილ ვეტერანს ჯეკ სვილინგს. თავდაპირველად ეს იყო მდინარეების ჰილას და სოლტის შესართავთან ფორმირებული, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება და ის მხოლოდ 1881 წ-ს გადიქცა ნამდვილ ქალაქად.  ქალაქის დიდი ზრდა-განვითარება განსაკუთრებით დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 1979 წ-ის დასაწყისიდან ქალაქი ფენიქსი დაიყო 15 ქალაქის ტიპის დასახლებად. ქალაქ ფენიქსში მოგზაურობისას თქვენ შეძლებთ ისიამოვნოთ ღირებული ისტორიული ძეგლებით, მუზეუმებით და თეატრებით, თანამედროვე არქიტექტურით, ბევრი ღირსშესაიშნაობებით და საინტერესო ადგილებით – სადაც გიმასპინძლებთ ფლორა და ფაუნა.

რა თქმა უნდა ფენიქსი წარმოადგენს კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობებით მდიდარ თანამედროვე ქალაქს.  ქალაქის ახლოს განლაგებულ Heard მუზეუმში თავმოყრილია მხატვრული ნაწარმოებები და აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები ძველი ინდიელი ტომების ისტორია. აქ შეიძლება ნახოთ საინტერესო აუდიო-ვიზუალური პროექციები და ცოცხალი წარმოდგენები. მით უმეტეს ხელოვნების მოყვარულები არ გაუშვებენ შანსს ეწვიონ ქალაქ ფენიქსის ხელოვნების მუზეუმს, სადაც დიდი სივრცე ეძღვნება სახვით ხელოვნებას.

ფენიქსში მოგზაურობისას შეიგრძენით შორეული დასავლეთის მიმზიდველი ბრწყინვალება!

აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქალაქის პარკებს და შესანიშნავ ბოტანიკურ ბაღს. Desert Botanical Garden-ში თავმოყრილია უდაბნოს ლანდშაფტისთვის ტიპიური სხვადასხვა მცენარეულობა. პატარა და ცნობისმოყვარე მნახველებისათვის საინტერესო იქნება მეცნიერებასა და ტექნიკას მიძღვნილი არიზონას სამეცნიერო ცენტრი, სადაც წარმოდგენილია 350 ინტერაქტიური ექსპონატი.

შეიძლება ითქვას რომ ფენიქსს არ აქვს პრეტენზია განსაკუთრებულ მხატვრულ ან არქიტექტურულ მიმზიდველობაზე, მაგრამ აქ შეიძლება შეიგრძნოთ ნამდვილი „ველური დასავლეთის“ სული.

აქ არის 12-ე საუკუნის რამდენიმე შენობა და რამდენიმე ახლი მიშენება, ძველი დასავლეთის ძველებური სახის შესანარჩუნებლად. გაისეირნებთ რა ძველებური ხის ფირნიშებიან სალონებს შორის, შესაძლებელია თავი წარმოიდგინოთ როგორც იმ ძველი დროის „ველური დასავლეთის“ კოვბოი.