contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




პატარა პარიზად წოდებული ბულგარეთის დედაქალაქი – სოფია

ბულგარეთის უდიდესი ქალაქი და ასევე დედაქალაქი სოფია წარმოადგენს თანამედროვე და საკმაოდ დინამიურ ქალაქს, რომელიც მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლის. უწინ აქ იყო თრაკიის სოფელი, რომელიც დაარსებულიიყო „სერდი“ ტომების მიერ, საიდანაც წარმოსდგებოდა მისი სახელწოდებაც „სერდიკა“.

თუ თქვენ ჩაბრძანდებით ბულგარეთში  და გაქვთ სურვილი გაიგოთ ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა და ხასიათი – თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ სოფიას, რომელიც მთელი თავისი მრავალფეროვნებით გაგაცნობთ ბულგარეთისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ შტრიხებს.

სოფია, რომელიც დაარსებულია ბელგრადსა და კონსტანტინოპოლს შორის, ძალიან მდიდარია შეუფასებელი მართლმადიდებლური რელიგიური ობიექტებით. ქალაქის შესასვლელად ითვლება ხიდი „ორლოვ“, რომელიც წარმოადგენს უამრავ ისტორიულ მოვლენათა მოწმეს. ხიდი აშენებული იქნა გადასახლებული ბულგარელი მოქალაქეების  სახელზე.

ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ბიზანტიის და ოსმალეთის გავლენას განიცდის ქალაქის არქიტექტურაც. წმინდა სოფიის ტაძარი წარმოდგენილია როგორც სამნავიანი ბაზილიკა – ბერძნული ჯვრის ფორმით. ოსმალეთის ბატონობის პერიოდში ტაძარი გადაკეთებული იქნა როგორც მეჩეთი. მხოლოდ 2013 წ  ბაზილიკის მიწის ქვეშა საცავებში შეიქმნა მუზეუმი, სადაც 18 საუკუნოვანი ისტორია იქნა დემონსტრირებული.
თქვენზე შეიძლება შეუდარებელი შთაბეჭდილებები  დატოვოს ალექსანდრე ნეველის ტაძრის ნახვამ, ეს საოცარი ნაგებობა  არა მარტო ტურისტების ყურადღებას იპყრობს, არამედ ნებისმიერი მნახველის. ის არის ბულგარეთში ყვლაზე დიდი და მთელს ბალკანეთში სიდიდით მეორე ტაძარი მოქმედ ტაძართა შორის, სადაც ერთდროულად ილოცოს შეუძლია 5000 ადამიანს. საოცარია მისი სამრეკლოც 30 ტონიანი ზარით, რომლის ხმა 30კმ-ზეც კი ისმის. შიგ წარმოდგენილია ულამაზესი კანკელი,  ფასდაუდებელი ღვთისმშობლის, მაცხოვრის და მფარველი ალექსანდრე ნეველის ხატები.

შეუდარებელი სოფია ელოდება ყველას თავისი შესაფერისი სტუმართ მოყვარეობით!

Совремთანამედროვე სოფიამ შექმნა სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნეის ნაციონალური გალერია, ნაციონალური ბიბლიოთეკა და თეატრი. ასევე დედაქალაქის სიამაყეს წარმოადგენს უშველებელი გამწვანების ზონები და პარკები.

ქალაქის ყველაზე ცნობილი და ასევე პოლიტიკური ცენტრია ალექსანდრე ბატტენბერგის მოედანი, რომელზეც სრულიად ახლო წარსულში განლაგებული იყო ბულგარეთის კომუნისტური პარტიის შტაბი. მის მახლობლად დაინახავთ შთამბეჭდავ ნაგებობას – სამეფო სასახლეს, სადაც ამჟამად ეთნოგრაფიული მუზეუმი და ნაციონალური მხატვრული გალერიაა განლაგებული.

ქალაქ გარეთ, ვიტოშას მთის ძირში, სიმწანეში ჩაფლული „დრაგალევზის“ მონასტერი დგას. ის მეცხრამეტე საუკუნეში ძირფესვიანად იქნა გადაკეთებული, მაგრამ მისი მეთოთხმეტე საუკუნის საწყისი სტრუქტურიდან შემორჩა პატარა ეკლესია. აქ ნახავთ შესანიშნავ ფრესკებს, რომლებიც დათარიღებულია ტირნოვოს სკოლის ოსტატების მიერ 1476 წ-ით.