contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ვენა – ავსტრიის მომხიბვლელი დედაქალაქი და კლასიკური მუსიკის სამშობლო.

ვენა გახლავთ ერთერთი იმ ცხრა ავსტრიული პროვინციიდან,  სადაც ყველაზე მეტი მცხოვრებია. ასევე წარმოადგენს უდიდეს ქალაქს, ეკონომიკურ, კულტურლ და პოლიტიკურ ცენტრს ავსტრიაში. ქალაქს გააჩნია კულტურულ  ღონისძიებათა უდიდესი გამოცდილება – საერთაშორისო დონის მუსიკალური ფესტივალები. ვენას აქვს თავისი განუმეორებელი შარმი თავისი იმპერიული შენობებით, მყუდრო კაფე-რესტორნებით და ღვინით. გაისეირნებთ რა ქალაქში ადვილად შეიგრძნობთ მის არქიტექტურაში  იმპერიულ  ტრადიციებს.

ჩაუღრმავდებით რა ავსტრიის დედაქალაქ ვენის საინტერესო ისტორიას შეიგრძნობთ მის სიდიადეს.

თვალს გადაავლებთ რა ისტორიას, აღმოაჩენთ მონაცემებს რომ ამ რეგიონში პირველი მცხოვრებნი გამოჩნელია პალეოლიტის ხანაში. ჩვ.წ.აღ-მდე 800 წ ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, მომდევნო ეპოქაში ეს ადგილი გახდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის რეზიდენცია. აღიმართა ოთხივე კუთხით კედლებით გამაგრებული ბასტიონი – ვინდობონა, სადაც ჩვ.წ. 300 წ უკვე ცხოვრობდა 20000 მცხოვრები. მოგვიანებით ეს ნაგებობა ჰუნებმა დაანგრიეს, VIII ს-ში ეს ტერიტორია შევიდა კარლოს დიდის დაქვემდებარების ქვეშ.

ამის შემდგომ მრავალმა ისტორიულმა მოვლენამ ჩაიარა და თუ დაუბრუნდებთ თანამედროვეობას შეიძლება ითქვას რომ პირველი მსოფლიო ომის წინ ვენის მოსახლეობამ ორ მილიონს მიაღწია. ვენა ამ დროისათვის გადაიქცა  ავსტრიისათვის, ამ მეტად პატარა სახელმწიფოსათვის არა პროპორციულ დედაქალაქად, რომელსაც თითქმის არაფერი არ აკავშირებდა ავსტრია-უნგრეთის სამეფოსთან.
დრევანდელ დრეს ვენა წარმოადგენს დამოუკიდებელი ავსტრიის დედაქალაქს 1,6 მლნ მცხოვრებით, რაც მთელი ავსტრიის მოსახლეობის 20% წარმოადგენს.
ვენის ღირსშესანიშნაობანი იმდენად დიდია, რომ ერთ ჩამონათვალში ძნელად რომ ჩაეტიოს. მათ შორის რამდენიმე ყველაზე მეტად სახელოვანთა შორის შეიძლება ჩავთვალოთ  შონბრუნის სასახლე – რომელი არის ჰობსბურგების საზაფხულო რეზიდენცია, წმინდა სტეფანეს ტაძარი და ჰობსბურგების ზამთრის რეზიდენცია ფოლკსგარტენში, პარლამენტი და რატუშა. ვენა მდიდარია უამრავი საგამოფენო დარბაზებითა და მუზეუმებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ვენის ცენტრში 45000 კვადრატულ მეტრზე მდებარე Museums QuartierWien или MQW.

არქიტექტურული კომპოზიციების თვალსაზრისით ვენა წარმოგვიდგება მომხიბვლელი ორიგინალური სიმბიოზით: ბაროკო და ავანგარდული სტილით.

მთელ ქალაქშია მიმზიდველი და მყუდრო რესტორნები, კაფეები და მაღაზიები. საინტერესო ფაქტია, 2001 წ აქ გაიხსნა  უმაღლესი დონის ახალი ატრაქციონი – ლეოპოლდის მუზეუმში, სადაც ინახება ეგონ შილეს ყველაზე დიდი კოელექცია, ასევე სხვა სახელოვანი თანამედროვე ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: გუსტავ კლიმტი, ოსკარ კოკოშკა და რიჩარდ გერსტი.