contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




შვედეთი – კულინარიული ტრადიციების სიმდიდრე და პეპი გრძელი წინდას სამშობლო

შვედეთი, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად, გვთავაზობს მშვენიერ, სუფთა ბუნებას და ეგზოტიკური არომატებით გაჯერებულ თანამედროვე სამზარეულოს. არქტიკული წრის შორეული  ჩრდილოეთიდან  ნაყოფიერ ვაკემდე, სამხრეთით შვედეთს  სრულიად განსხვავებული კლიმატური ზონები ახასიათებს, მდიდარი ბიომრავალფეროვნების ფლორა და ფაუნა და ტრადიციები.

შვედეთის სამზარეულოს ტრადიციები

ზაფხულში და შემოდგომაზე  ყველა ასაკის შვედი ადამიანი  სოკოს და ტყის ხილის შეგროვებითაა დაკავებული. აქ წარმოდგენილია  სოკოს, 500 ზე მეტი, ასევე ხილის, კენკრისა და ვაშლის უამრავი სახეობა. ტყეებსა და ბარში იზრდება ველური მარწყვი, არქტიკული კენკრა, შავი ანწლი, და მრავალი სხვა. უმრავლესობა იჭმება ცოცხლად, რძით ან ნაღებით, ხოლო დანარჩენი კი გამოიყენება ჯემის, მარმელადის ან ხილის სიროფების  მოსამზადებლად ზამთრის პერიოდისათვის.

ზამთრის მარაგის შევსების აუცილებლობა, გახდა შვედური სამზარეულოს განვითარების საფუძველი. დღეისათვის იყენებენ უამრავ ტექნოლოგიას საკვები პროდუქტების შესანახად. დამარილებული ორაგული ერთ-ერთი მათი ცნობილი დელიკატესია.

წარსულში  დამარილებული ორაგული  მზადდებოდა  მიწაში  დამარხვით იმ დრომდე, სანამ მას საჭმელად არ გამოიყენებდნენ. და დღეს იგი მზადდება სპეციალური პრეს-დანადგარით  მარილით, წიწაკით, შაქრით და დაჭრილი კამითაა დამუშავებული. მომზადების პროცესს სჭირდება რამდენიმე საათი ან დღე.

ყავა იმპორტირებული იქნა აქ თურქეთიდან იმ დროს, როდესაც ფინეთი და შვედეთი ერთი სახელმწიფო იყო. დღემდე, შვედები ყავის ყველაზე დიდი მომხმარებელნი არიან მსოფლიოში, რა თქმა უნდა ფინელების შემდეგ. ყავის შესვენება შვედეთში თავისებური სახის კულტურული ფენომენია და ეს რიტუალი ეწყობა დღეში რამდენჯერმე, ნათესავებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. ყავას მიირთმევენ მცირე ყლუპებით ცოტა შაქრით ან დარიჩინის ნამცხვართან ან კიდევ ყველის სენდვიჩთან ერთად. კაფეტერიას უწოდებენ  საკონდიტროს და გვხვდება ,როგორც ქალაქებში აგრეთვე პატარა სოფლებში.

სკანდინავიური კულინარიის დინამიურობა გამოიხატება სხვადასხვა გზებით. გარდა რესტორნებისა, პატარა გურმანი კომპანიები იხსნება პროვინციებსა თუ ქალაქებში.

საგრძნობლად გაიზარდა ღვინის წარმოება, მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა.

 

პეპი გრძელი წინდას კვალდაკვალ

აბა ხელი აწიოს იმან, ვისაც  არასდროს სმენია  პეპი გრძელი წინდას შესახებ!

დიახ, ამ შვედ გოგონას იცნობს ყველა! ბევრი გაიზარდა წითელთმიანი ონავარი გოგონას სათავგადასავლო ისტორიებზე, რომელსაც ბუნებამ მიანიჭა საოცარი ენერგია. პეპი გრძელი წინდას პერსონაჟი, რომელიც დაიბადა  ასტრიდ ლინდგრენის კალმიდან, დიდი თაყვანისცემით სარგებლობს შვედეთში. არსებობს მრავალი თემატური პარკები, ასევე რომანის პერსონაჟისადმი მიძღვნილი მუზეუმი  სტოკჰოლმში.

ვიმერბი, ეს არის – უდიდესი პარკი, რომელიც მიძღვნილია ასტრიდ ლინდგრენისა და მისი გოგონასადმი. ეს არის პარკი ბავშვებისათვის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ზოგ კონსტრუქციაში მოზარდები ვერ შედიან მათი დიდი ზომის გამო. პარკის ფართობი 160 კვადრატულ მეტრს შეადგენს და წარმოადგენს  სხვადასხვა ისტორიების ილუსტრირებას პეპის სამყაროდან.

ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი შვედეთში  არის მატარებელი ვილაკოლე (Villacolle) ვილა კუნძულ გოტლანდზე. ამ ზღაპრული მატარებლის ბორტზე თქვენ იმოგზაურებთ  პეპის სამყაროში, და როდესაც მიაღწევთ ვილას, სადაც იგი ცხოვრობდა, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ  გადაეშვათ  პეპის ზღაპრულ სამყაროში და მრავალი სახალისო თამაშებით გაერთოთ.

დროის გასატარებლად, ბავშვებთან ერთად, შვედეთი და პეპი გრძელი წინდა  გელიან შვედეთში.  პეპი გაძლევთ სიტყვას!